„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 353
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110706003, 06/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 120340000.08.002.016262
  • Word
353
05/07/2011
ვებგვერდი, 110706003, 06/07/2011
120340000.08.002.016262
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №353

2011 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.    „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულები (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ. 1064) დამტკიცებულ წესის 5 დანართში (საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

ა)     წესებ ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

9 .   ბაზირების პუნქტების (მათ შორის, რეკრეაციულ ადგილებში) მოწყობის საკითხს წყვეტს და ბაზირების პუნქტების მოწყობის ადგილს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან (შემდეგში – სანაპირო დაცვის დეპარტამენტი) შეთანხმებით, გარდა წესების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .”;

ბ)    წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრები): „მე-3 და მე-4 მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „მე-3 მუხლის პირველი-მე-8 პუნქტებითა და მე-4 მუხლით“;

გ) წესების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის (შემდეგში – სანაპირო დაცვის დეპარტამენტი)“ შეიცვალოს სიტყვებით:  „სანაპირო დაცვის დეპარტამენტის“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი