ოქმი საქართველოს რესპუბლიკასა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობათა დამყარების შესახებ

ოქმი საქართველოს რესპუბლიკასა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობათა დამყარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/09/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 31/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 28/09/1992
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000071
-
09/09/1992
გაურკვეველი, -, 31/12/1997
430003000.00.000.000071
ოქმი საქართველოს რესპუბლიკასა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობათა დამყარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს რესპუბლიკასა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობათა დამყარების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას:

ამოძრავებთ რა ორმხრივი სურვილი ხელი შეუწყონ თავიანთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას;

ეყრდნობიან რა სუვერენიტეტის, თანასწორობის და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს;

ითვალისწინებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებს:

ვალდებულებას იღებენ რა თავიანთი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დაცვის საქმეში;

შეთანხმდნენ დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე ვენის 1961 წლის 18 აპრილის კოვნენციის შესაბამისად და სხვა მსგავს შეთანხმებათა გათვალისწინებით, რომელიც შესაძლებელია მომავალში დაიდოს მათ შორის.

შესრულებულია ქ. მოსკოვში, 1992 წლის სექტემბერს, ქართულ, ჰინდის და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. ეჭვის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

საქართველოს რესპუბლიკის სახელით

 .. ჩიკვაიძე

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

   .. გონსალვესი

ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში