დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110706002, 11/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.158.016047 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2011 წლის 5 ივლისი
ქ. ბოლნისი
„სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის №36 დადგენილებაში (სსმ,13/06/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს“;
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 18,24 ლარით.“
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები