ოქმი საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ

  • Word
ოქმი საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/06/2007
ძალაში შესვლის თარიღი 24/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000656
  • Word
24/05/2007
გაურკვეველი, -, 18/06/2007
480610000.03.030.000656
ოქმი საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ

საქართველო და მადაგასკარის რესპუბლიკა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ თავიანთ ურთიერთობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად სახელმწიფოთა შორის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.

მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.

მხარეები თანხმდებიან დამყარდეს დიპლომატიური ურთიერთობები 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.

წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2007 წლის 24 მაისს, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს სახელით

ირაკლი ალასანია

მადაგასკარის რესპუბლიკის სახელით

ზინა ანდრიანარიველო რაზაფი