დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 08/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, 0, 15/10/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/10/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000120.01(3).003.000099 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/1997 - 08/04/1998)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.013.003.099
საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება № 4
1997 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ
„ელექტროენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ივლისის №389 ბრძანებულებით “მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და ელექტროენერგეტიკაში ფასწარმოქმნის საბაზრო სისტემაზე ეტაპობრივად გადასვლის შესახებ” ელექტროენერგიის მოსახლეობაზე გასაყიდი ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით დადგინდეს ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი შემდეგი საბითუმო ტარიფები:
1.1. „საქენერგოს” მიერ გამანაწილებელ ენერგოკომპანიებზე გაცემული ელექტროენერგიისათვის: საშუალო ძაბვაზე (6კვ; 10კვ.) ერთი კილოვატსაათისათვის 3.3 თეთრი, მაღალ ძაბვაზე (35კვ; 110კვ.) ერთი კილოვატსაათისათვის 3.1 თეთრი.
1.2. ჰიდროელექტროსადგურების მიერ „საქენერგოსთვის” მიწოდებული ელექტროენერგიისათვის ერთ კილოვატსაათზე საშუალო შეწონილი ტარიფი – 0.98 თეთრი, მათ შორის:
„საქენერგოგენერაცია”
(ენგურჰესი, ვარდნილჰესები) | - 0.9 | ორთაჭალჰესი | - 1.3 |
ვარციხეჰესი (კასკადი) | - 0.9 | ზაჰესი | - 1.3 |
ხრამი I | - 0.95 | ჩითახევიჰესი | - 1.3 |
ხრამი II | - 0.95 | აწჰესი | -1.3 |
ტყიბულჰესი | - 0.95 | ბჟუჟაჰესი | - 1.4 |
ლაჯანურჰესი | - 1.05 | სიონჰესი | - 1.7 |
გუმათჰესი (კასკადი) | - 1.05 | ალაზანჰესი | - 1.7 |
რიონჰესი | - 1.05 | კურზუჰესი | - 2.0 |
შაორჰესი | - 1.2 | დმანისიჰესი | - 2.0 |
ჟინვალჰესი | - 1.2 | ხერთვისიჰესი | - 2.0 |
კაბალიჰესი | - 2.0 | რიცეულაჰესი | - 2.0 |
დაშბაშჰესი | - 2.0 | მარტყოფჰესი | - 2.0 |
მისაქციელჰესი | - 2.0 | სქურიჰესი | - 2.0 |
ტირიფონჰესი | - 2.0 | აგჰესი | - 2.0 |
ჩხორუწყუჰესი | - 2.0 |
|
|
|
|
|
|
1.3. „თბილსრესსა” და „საქენერგოს” შორის 1997 წლის 1 იანვრიდან პირდაპირი ხელშეკრულებით განსაზღვრული ორსაფეხურიანი ტარიფი:
- 1 კვტ. გარანტირებული სიმძლავრისათვის – 2.5 ლარი თვეში;
- ელექტროენერგიისათვის – 3.3 თეთრი/კვტსთ.
2. „საქენერგოსა” და ელექტროსადგურების მიერ პირდაპირი მომხმარებლებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა და ტარიფი განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით ორივე მხარის (მიმწოდებელი და მომხმარებელი) მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.
3. ამ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები ძალაშია 1998 წლის 1 აპრილამდე. ელექტროენერგეტიკის სექტორში შემავალმა სუბიექტებმა ახალი სატარიფო განაცხადი, დადგენილი წესით, კომისიაში წარადგინონ 1998 წლის 15 თებერვლამდე.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
დოკუმენტის კომენტარები