„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110705006, 08/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.145.016014
  • Word
4
04/07/2011
ვებგვერდი, 110705006, 08/07/2011
280010000.35.145.016014
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2011 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებით (სსმ 13.06.2011) დამტკიცებული №1, №7, №9 და №10 დანართები შეიცვალოს შესაბამისად ახალი №1, №7, №9 და №10 დანართებით:

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   რ. ჭავჭავაძე

 

 

დანართი №1

გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო მომსახურება

(ორგანიზაციული კოდი 06 02)

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა გარდაცვალებისას, შესაბამისი სარიტუალო მომსახურების (დაკრძალვის ღონისძიებები) განხორციელების უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

) ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი;

) ამ მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის არარსებობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში პირი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე).

    მუხლი 3. დახმარების მოცულობა

სარიტუალო მომსახურებისათვის (დაკრძლვისათვის) დახმარების მოცულობა შეადგენს 400 ლარს.

    მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებელის სახელზე;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

) გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი.

) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20.0 ათასი ლარის ოდენობით.

 

 

დანართი 7

მრავალშვილიან ოჯახთა სოციალური დახმარების პროგრამა

(ორგანიზაციული კოდი 06 10)

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მრავალშვილიან ოჯახთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

    მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ოჯახები, რომელთაც ყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი.

    მუხლი 3. დახმარების მოცულობა

დახმარების მოცულობა მრავალშვილიან ოჯახზე შეადგენს 100 ლარს.

    მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,3 ათასი ლარის ოდენობით.

 

 

დანართი 9

ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების I, II და III ჯგუფის მქონე პირების სოციალური დახმარების პროგრამა

(ორგანიზაციული კოდი 06 12)

 

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების I, II და III ჯგუფის მქონე პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

    მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

    მუხლი 3. დახმარების მოცულობა

პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.

    მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების I, II და III ჯგუფის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,5 ათასი ლარის ოდენობით.

 

 

 

დანართი 10

პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დახმარების პროგრამა

(ორგანიზაციული კოდი 06 13)

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

    მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

    მუხლი 3. დახმარების მოცულობა

პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.

    მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

) პირადობის მოწმობის ასლი;

) პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,4 ათასი ლარის ოდენობით.