საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი“ დაწესების შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი“ დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 25/03/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 24/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 010330000.11.118.005735
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
102
21/03/2003
სსმ, 23, 25/03/2003
010330000.11.118.005735
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი“ დაწესების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (25/03/2003 - 02/04/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.11.118.005.735

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №102

2003 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი“ დაწესების შესახებ

1. „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის I პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაწესდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთათვის სამკერდე ნიშანი „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი”.

2. დამტკიცდეს დებულება „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესის შესახებ (დანართი  №1).

3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარმა სამმართველომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დაკვეთის შესაბამისად, უზრუნველყოს „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშნების და მოწმობების დამზადება.

4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.

კ. ნარჩემაშვილი

დებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” დაჯილდოების წესის შესახებ

    მუხლი 1

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან წახალისების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები.

2. „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

3. „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან შინაგან საქმეთა საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები, რომლებმაც შს საგამოძიებო ორგანოებში იმსახურეს არანაკლები 10 წელი.

ა) შსს საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად, წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და გამოირჩევიან სანიმუშო ყოფაქცევით.

    მუხლი 2

1. სამკერდე ნიშნით „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი” ჯილდოვდებიან შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით – საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წარდგინებით.

2. სამკერდე ნიშნის გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში.

3. დაჯილდოებისას, სამკერდე ნიშანთან ერთად ხდება დადგენილი მოწმობის გადაცემა (დებულების დანართი 2).

4. შსს ბრძანების ამონაწერის საფუძველზე კეთდება ჩანაწერი დაჯილდოებულის პირადი საქმის სამსახურებრივ ნუსხაში, დაჯილდოების ბრძანების თარიღის ნომრისა და სამკერდე ნიშნის დასახელების მითითებით.

    მუხლი 3

1. სამკერდე ნიშანს „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი” ატარებენ მკერდის მარცხენა მხარეს.

    მუხლი 4

1. „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ბაროკალურ ფარზე, წითელ (შინდისფერ) ველზე ლომის გამოსახულებას. ფარის ქვემოთ გამოხატულია ხმალი და სასწორი.

2. სადევიზო ბაფთაზე წარწერაა „წარჩინებული გამომძიებელი”.

3. სამკერდე ნიშანს ზემოდან ამშვენებს წარწერა – „საქართველოს შსს”.