დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სპეცსახსრების ანგარიშების დახურვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 203 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, 0, 09/09/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 000090012.00(3).0.000084 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/09/1997 - 25/12/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.083
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №203
1997 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
სპეცსახსრების ანგარიშების დახურვის შესახებ
„საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს მიმდინარე წლის 21 თებერვლის კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის №71 ბრძანებულების შესაბამისად, საბიუჯეტო დაწესებულებების სპეციალური (ბიუჯეტგარეშე) სახსრების მობილიზაციისა და ამ სახსრების ხარჯვის მიზნობრიობაზე კონტროლის გაძლიერების მიზნით, ვბრძანებ:
1. მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე დაეხუროს კომერციულ საბანკო დაწესებულებებში ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფ ყველა საბიუჯეტო დაწესებულებას (გარდა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა) სპეციალური სახსრების ანგარიშები. ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთები გადაერიცხოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სახაზინო სამსახურების სპეციალური სახსრების ახლადგახსნილ ანგარიშებზე.
2. ეთხოვოს სამინისტროებს, უწყებებს და მათდამი დაქვემდებარებულ საბიუჯეტო დაწესებულებებს შესაბამის სახაზინო სამსახურებში წარმოადგინონ სპეცსახსრების ანგარიშებიდან წარმოებული ოპერაციების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
– ნაშთი სპეცსახსრების ანგარიშზე 1997 წლის 1 იანვრისათვის;
– შემოსავალი ანგარიშის დახურვის დღემდე;
– ანგარიშის დახურვის თარიღი და ნაშთი ანგარიშზე დადასტურებული ბანკის მიერ;
– ანგარიშის დახურვამდე გაწეული ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით.
3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ქ. თბილისის, ქ. ფოთის და რეგიონალურ სახაზინო სამსახურებს:
– საქართველოს ეროვნულ ბანკში, ეროვნული ბანკის შესაბამის განყოფილებებში და კომერციულ ბანკებში, სადაც სახაზინო სამსახურებს აქვთ ძირითადი ანგარიშები, გახსნან ერთი ანგარიში ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფი საბიუჯეტო დაწესებულებების სპეციალური სახსრების შემოსავლების აღრიცხვისათვის;
– ბრძანების მიღებისთანავე, ეროვნული ბანკის გაყოფილებებში და კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო დაწესებულებების ნაღდი ფულით უზრუნველყოფისათვის, გახსნან შესაბამისი ანგარიშები. ახლად გახსნილი ანგარიშის შესახებ ოფიციალურად აცნობონ მათ ტერიტორიაზე განლაგებულ საბიუჯეტო დაწესებულებებს და სახაზინო დეპარტამენტს;
– 1997 წლის 10 სექტემბრამდე წარუდგინონ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს ინფორმაცია საბიუჯეტო დაწესებულებების სპეცსახსრების ანგარიშების დახურვამდე მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხული ნაშთების შესახებ თითოეული დაწესებულებების ფუნქციონალური კლასიფიკაციის კოდების მიხედვით;
– ყოველი თვის 5 რიცხვისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების ანგარიშთან ერთად სახაზინო დეპარტამენტს წარუდგინონ ანგარიში სპეცსახსრების შემოსავლების და ხარჯების შესახებ ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით;
– ბრძანების მე-2 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ დაუშვან საბიუჯეტო დაწესებულების სპეცსახსრების ხარჯების გაწევა;
– სპეცსახსრების გაცემა აწარმოონ შეუფერხებლად საბიუჯეტო დაწესებულებების მიერ წარდგენილი საგადასახადო დავალებების და ხარჯვის შესახებ დადგენილი სათანადო დოკუმენტების საფუძველზე. სახსრების გაცემა ყოველთვიურად აწარმოონ დამტკიცებული სპეცსახსრების ხარჯთაღრიცხვების საფუძველზე.
4. ეთხოვოს ეროვნულ ბანკს სათანადო მითითებები მისცეს ეროვნული ბანკის განყოფილებებს და კომერციულ ბანკებს.
5. ბრძანება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
მ. ჭკუასელი
დოკუმენტის კომენტარები