დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საწარმოების (ორგანიზაციების) ბუღალტრული ანგარიშგების ფორმებისა და მათი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 84 |
დოკუმენტის მიმღები | ფინანსთა სამინისტრო |
მიღების თარიღი | 01/04/1997 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, 0, 03/04/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 000900120.00(3).003.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/04/1997 - 31/10/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090012003003
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №84
1997 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საწარმოების (ორგანიზაციების) ბუღალტრული ანგარიშგების ფორმებისა და მათი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 13 დეკემბრის №536-1 ს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის თაობაზე" დადგენილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 6 მარტის №6/4 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საწარმოებმა (ორგანიზაციებმა), რომლებიც "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად ითვლებიან იურიდიულ პირებად 1997 წლის მეორე კვარტალიდან ბუღალტრული ანგარიშგება შეადგინონ და წარადგინონ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. 1997 წლის 1 ივნისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1993 წლის 11 იანვრის №12-03 წერილი "საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმებისა და მოცულობის შესახებ".
3. სამინისტროებმა, უწყებებმა, საფინანსო და საგადასახადო ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საწარმოებისა და ორგანიზაციების საბუღალტრო-ეკონომიკური სამსახურების მუშაკთა მონაწილეობით, მოაწყონ ბუღალტრული ანგარიშგების ახალი ფორმებისა და მათი შევსების ინსტრუქციის განხილვა და შესაბამისი განმარტებების მიცემა.
4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ მ. მურჯიკნელს.
5. გამოიცეს სტამბური წესით.
დანართი 21 გვერდზე.
დ. იაკობიძე
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
საწარმოების (ორგანიზაციების) ბუღალტრული ანგარიშგების ფორმებისა და მათი შევსების წესის შესახებ
1. საერთო დებულებანი
1.1. საწარმოები (ორგანიზაციები1), რომლებიც "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად ითვლებიან იურიდიულ პირებად (გარდა ბანკებისა, საბიუჯეტო და სადაზღვევო ორგანიზაციებისა), მიუხედავად საქმიანობის სახეებისა და საკუთრების ფორმებისა ბუღალტრულ ანგარიშგებას ადგენენ შემდეგი მოცულობით:
საწარმოს ბალანსი – ფორმა №1
ანგარიში მოგებისა და ზარალის შესახებ – ფორმა №2
-----
* შემდგომში იწოდება – „საწარმო“
ანგარიში სამეურნეო საქმიანობის შესახებ
ბუღალტრული ანგარიშგების ფორმები მოცემულია ამ ინსტრუქციაში, რომელშიც ასახული უნდა იყოს ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც გააჩნია საწარმოს.
1.2. ბუღალტრული ანგარიშგების ფორმებში მოყვანილი უნდა იყოს ყველა გათვალისწინებული მაჩვენებელი.
1.3. ფორმების სათაურის ნაწილი ივსება შემდეგნაირად:
რეკვიზიტში "საფირმო სახელწოდება" აჩვენებენ საწარმოს, ორგანიზაციის სრულ დასახელებას (სადამფუძნებლო) დოკუმენტების შესაბამისად.
რეკვიზიტში "ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა" – აჩვენებენ "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად საწარმოს ორგანიზაციულსამართლებრივ ფორმას.
რეკვიზიტში "იურიდიული მისამართი" – აჩვენებენ საწარმოს ადგილსამყოფელს (მისამართს).
რეკვიზიტში "დარგი, საქმიანობის სახე" – აჩვენებენ საქმიანობის სახეს ეროვნული მეურნეობის დარგების შესაბამისად.
რეკვიზიტში "ზომის ერთეული" – ასახავენ მაჩვენებლებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
1.4. ანგარიშგების ფორმებში შეტანილი უნდა იქნეს საწარმოს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფილიალების, წარმომადგენლობების, წარმოებების, საამქროების და. ა. შ., რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად) საქმიანობის მაჩვენებლები.
1.5. საანგარიშო წელში ლიკვიდირებული ან რეორგანიზებული საწარმო, აგრეთვე საწარმო, რომელმაც შეიცვალა საკუთრების სახელმწიფოებრივი ფორმა კოლექტიურით, შეადგენს ანგარიშს წლიური ანგარიშგების ფორმების მიხედვით წლის დასაწყისიდან ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) მომენტამდე პერიოდისათვის.
ახლად შექმნილი საწარმო თავის საშუალებებსა და წყაროებს ანგარიშგებაში ასახავს რეგისტრაციის თვის 1 რიცხვიდან საანგარიშო წლის 31 დეკემბრამდე.
1.6. საწარმოს შემადგენლობიდან მისი ცალკეული ქვედანაყოფების გამოყოფისას მათი გადაცემის ან პრივატიზაციის დროს, გამოყოფის თარიღისათვის ტარდება ქონების ინვენტარიზაცია და ხდება მისი შეფასება თითოეული გამოყოფილი ქვედანაყოფის მიხედვით. ქონების შეფასების აქტების საფუძველზე შედგება გამყოფი ბალანსი გაყოფის თვის 1 რიცხვის მდგომარეობით, თითოეული ახალი სამეურნეო სუბიექტის შესაბამისი ბალანსების გამოყოფით.
1.7. საანგარიშო წლის ბოლოს ბალანსის მუხლების მონაცემები დადასტურებული უნდა იყოს ჩატარებული ინვეტარიზაციის შედეგებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1995 წლის 27 ივლისის კოლეგიის 6/5 დადგენილებით დამტკიცებული "ძირითადი საშუალებების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ დებულების" შესაბამისად.
1.8. ბალანსის მუხლები ბანკში ფულადი საშუალებების ანგარიშებზე, ბანკიდან მიღებულ სესხებზე, საფინანსო და საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშსწორებაზე, უნდა შეესაბამებოდეს ბანკის ამონაწერებს. აღნიშნულ ანგარიშსწორებათა მიხედვით ბალანსზე დაურეგულირებელი თანხების დატოვება არ დაიშვება.
1.9. საწარმოს ბუღალტრულ ანგარიშგებაში დაცული უნდა იყოს საანგარიშო მონაცემების შესადარისობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელებთან. მასში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ციფრების შესწორებას და გადაშლას. შეცდომების გასწორებისას კეთდება შესაბამისი შენიშვნა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ანგარიშგებაზე ხელისმომწერი პირების მიერ.
1.10. მიმდინარე, ასევე გასული წლის საანგარიშო მონაცემებში (მათი დამტკიცების შემდეგ) შესწორება წარმოებს იმ საანგარიშო პერიოდის ანგარიშგებაში, რომელშიც იქნა გამოვლენილი დამახინჯებანი. თუ მიწერების ან დამახინჯების პერიოდი ვერ დგინდება, საანგარიშო მონაცემების შესწორება ასევე ხდება პირველივე ანგარიშგებაში მათი აღმოჩენის შემდეგ. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს, ასევე სხვა ორგანოების მიერ ჩატარებული შემოწმებებისა და ინვენტარიზაციების დროს.
1.11 წლიური ანგარიშგების შემოწმებისას ისეთი ფაქტების დადგენის შემთხვევაში, როცა შემოსავლები განზრახ დამალულია ან ხარჯებში ისეთი დანახარჯებია შეტანილი, რომელიც ხარჯებს არ მიეკუთვნება, გასული წლის ბუღალტრულ აღრიცხვაში და ანგარიშგებაში შესწორებები არ ხდება, არამედ იგი აისახება მიმდინარე წელს,როგორც გასული წლის მოგება გამოვლენილი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, იმ ანგარიშებთან კორესპოდენციით რომლებშიც დაშვებული იქნა დამახინჯებანი.
იმ შემთხვევაში, როცა ხარჯებში შეტანილია ისეთი ხარჯები, რომელიც მოქმედი წესის შესაბამისად უნდა მიეკუთვნოს საწარმოს განკარგულებაში დარჩენილ მოგებას, ან სხვა წყაროებს, ახდენენ შესაბამისი წყაროს შემცირებას ამ ხარჯების თანხით "მოგება და ზარალის" ანგარიშთან კორესპონდენციით.
1.12. ბუღალტრული ანგარიშგების შედგენისას უნდა ვიხელმძღვანელოთ საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ მოქმედი საკანონმდებლო - ნორმატიული აქტებით, ასევე მოცემული ინსტრუქციით.
2. საწარმოს ბალანსი
(ფორმა №1)
2.1. ბალანსის მე-3 გრაფაში აჩვენებენ მონაცემებს წლის დასაწყისში საწყისი ბალანსის მიხედვით. ეს მონაცემები უნდა ედრებოდეს გასული წლის წლიური ბალანსის მე-4 სვეტის მონაცემებს.
საანგარიშო წლის ბოლოს დასკვნითი ბალანსის შედგენამდე საჭიროა ბრუნვებისა და ნაშთების შედარება მთავარი წიგნის ან სხვა ანალოგიური რეგისტრის მიხედვით ანალიზურ ანგარიშებთან.
2.2. წლის დასაწყისში და წლის ბოლოს ბალანსის მონაცემების შესადარისობის უზრუნველყოფის მიზნით, მუხლების ნომენკლატურა წლის დასაწყისში, შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი წლის ბოლოს ბალანსის ნომენკლატურასთან და მისი განაყოფებისა და მუხლების დაჯგუფებასთან.
2.3. განაყოფში "საწარმოს საწესდებო კაპიტალში ჯერ კიდევ შეუტანელი შესატანები" აისახება დამფუძნებელთა დავალიანება საწარმოს საწესდებო კაპიტალში შესატანების მიხედვით. მათ შორის ცალკე გამოიყოფა შესატანები, რომელთა შეტანის ვადა დამდგარია.
2.4. ძირითადი საშუალებების ჯგუფში (სტრ. 030 - 090) აისახება შრომის საშუალებები, რომელთაც გააჩნიათ მატერიალურ-ნივთობრივი ფორმა და საწარმოში გამოიყენებიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მათ მიეკუთვნება: მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, გადამცემი მოწყობილობა, მუშა და ძალური მანქანები და მოწყობილობა, გამოთვლითი ტექნიკა, გამზომი და მარეგულირებელი ხელსაწყოები, სატრანსპორტო საშუალებები, საწარმოო და სასამსახურო ინვენტარი, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა ძირითადი საშუალებები.
2.5. მუხლში "მიწის ნაკვეთები შენობა-ნაგებობებით" აისახება კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს მიერ მიწის ნაკვეთების შეძენაზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯები, ასევე ამ მიწის ნაკვეთებზე არსებული, საწარმოს კუთვნილი შენობა-ნაგებობების ნარჩენი ღირებულება.
2.6. მუხლში "მიწის ნაკვეთები შენობა-ნაგებობების გარეშე" აისახება კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს მიერ მიწის ნაკვეთების შეძენაზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯები.
2.7. მუხლში "შენობა-ნაგებობები სხვის მიწის ნაკვეთზე" აისახება სხვის მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობების ნარჩენი ღირებულება.
2.8. მუხლში "მანქანები დანადგარები, მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები" აისახება მანქანა-დანადგარების, მოწყობილობისა და სატრანსპორტო საშუალებების ნარჩენი ღირებულება.
2.9. მუხლში "საწარმოო და სასამსახურო ინვენტარი" აისახება ძირითად საშუალებებს მიკუთვნებული საწარმოო და სასამსახურო დანიშნულების ინვენტარის ნარჩენი ღირებულება.
2.10. მუხლში "მრავალწლიანი ნარგავები" აისახება საცავი ზოლებისა და ტყის სხვა ნარგავების, ჩაისა და ციტრუსოვანთა პლანტაციების, თესლოვანი და კურკოვანი ხილის, ასევე კენკროვანი ნარგავების ნარჩენი ღირებულება.
2.11. მუხლში "სხვა ძირითადი საშუალებები" აისახება მუშა პირუტყვის (ცხენები და სხვა მუშა პირუტყვი, გარდა ხარებისა) ნარჩენი ღირებულება და პროდუქტიული პირუტყვის (ხარების, კამეჩების) ღირებულება. ამავე მუხლში აისახება ძირითად საშუალებათა იმ სახეების ნარჩენი ღირებულება, რომლებიც მითითებული არ არის ზემოაღნიშნულ მუხლებში (კაპიტალური დაბანდებები მიწების გაუმჯობესებაზე სამელიორაციო, დაშრობის, საირიგაციო და სხვა სამუშაოების სახით, ასევე იჯარით გადაცემული შენობების, ნაგებობების, მოწყობილობების და სხვა ობიექტების რეკონსტრუქციასა და გაფართოებაზე), მათ შორის გრძელვადიანი იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები, რომლებიც მოიჯარესა და მეიჯარეს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად საიჯარო ვადის დამთავრებისას ან მის დამთავრებამდე (თუ გამოსყიდვის თანხა მთლიანად დაფარულია) გადადის მოიჯარის საკუთრებაში.
2.12. ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება განისაზღვრება, როგორც სხვაობა მათ პირვანდელ (ან აღდგენით) ღირებულებასა და ცვეთის თანხას შორის.
2.13. ძირითადი საშუალებების ღირებულება იფარება ამორტიზაციის (ცვეთის) დარიცხვის გზით და მიეკუთვნება წარმოების ან მიმოქცევის ხარჯებს, მათი სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში. სრულად ამორტიზებულ ძირითად საშუალებებს ამორტიზაცია (ცვეთა) არ ერიცხებათ. ძირითად საშუალებებზე დარიცხული ცვეთის თანხა ბუღალტრულ ანგარიშგებაში (ბალანსში) არ აისახება.
2.14. ამორტიზაცია არ ერიცხება შემდეგ ძირითად საშუალებებს:
ა) მიწის ნაკვეთებს;
ბ) პროდუქტიულ პირუტყვს, კამეჩებს, ხარებს, ირმებს;
გ) საბიბლიოთეკო ფონდებს;
დ) დადგენილი წესის შესაბამისად კონსერვაციაზე გადაყვანილ ძირითად საშუალებებს;
ე) სხვა ძირითად საშუალებებს, რომელიც განსაზღვრულია საკანონმდებლონორმატიული აქტებით.
2.15. მუხლში "დასადგმელი მოწყობილობა" აისახება საწარმოს საწყობში მარაგის სახით არსებული დასადგმელი მოწყობილობის ფაქტობრივი თვითღირებულება.
2.16. მუხლში "დამთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი" აისახება მენაშენის მიერ დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება, რომელიც ხორციელდება როგორც სამეურნეო, ასევე საიჯარო წესით.
ამავე მუხლში აისახება დანახარჯები ძირითადი ჯოგის ფორმირებაზე, გეოლოგიურ - საძიებო სამუშაოებზე, ასევე ავანსები, რომელიც საწარმოს მიერ გაცემულია ამ მიზნით.
2.17. ქვეჯგუფში "არამატერიალური აქტივები" აისახება საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები არამატერიალურ ობიექტებში, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე გამოიყენება და საწარმოსათვის მოაქვს შემოსავლები: ბუნებრივი რესურსების, შენობებისა და ნაგებობების, მიწის ნაკვეთების გამოყენების უფლება, პატენტები, ლიცენზიები, მონოპოლიური უფლებები, უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე, სავაჭრო მარკები, სასაქონლო ნიშნები და სხვ. არამატერიალური აქტივები შეიძლება შეტანილ იქნეს საწარმოს დამფუძნებლების (მესაკუთრეების) მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალში მათი შენატანების ანგარიშში,ასევე შეძენილ იქნეს საწარმოს მიერ მისი საქმიანობის პროცესში.
არამატერიალური აქტივები მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვაში აისახება მათ შეძენაზე გაწეული დანახარჯების თანხით, მათი იმ მდგომარეობამდე დაყვანის ხარჯების ჩათვლით, რომელშიაც ისინი ვარგისია გათვალისწინებული მიზნებისათვის გამოსაყენებლად.
არამატერიალური აქტივები გადაიტანენ თავიანთ პირვანდელ ღირებულებას წარმოების ან მიმოქცევის ხარჯებში თანაბარზომიერად (ყოველთვიურად), იმ ნორმების მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავენ თვითონ საწარმოები, მათი სასარგებლო გამოყენების ვადიდან გამომდინარე.
იმ არამატერიალურ აქტივებზე, რომლებზედაც შეუძლებელია განისაზღვროს სასარგებლო გამოყენების ვადა, ცვეთის ნორმები დგინდება ათ წელზე გაანგარიშებით (მაგრამ არა უმეტეს საწარმოს საქმიანობის ვადისა).
არამატერიალური აქტივების ცვეთა ბუღალტრულ ანგარიშგებაში (ბალანსში) არ აისახება.
2.18. მუხლში "კონცესიები, ინტელექტუალური საკუთრება და ლიცენზიები" აისახება აღნიშნული არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება.
2.19. მუხლში "ფირმის ღირებულება (გუდვილი)" აისახება ფირმის ღირებულება (გუდვილი), რომელიც ყოველწლიურად ჩამოიწერება მინიმუმ ერთი მეხუთედით მაინც ცვეთის დარიცხვის მეშვეობით.
2.20. მუხლში "სხვა არამატერიალური აქტივები" აისახება ყველა სხვა არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება, რომლებიც მოცემული არ არის ზემოაღნიშნულ მუხლებში.
2.21. მუხლში "მონაწილეობა სხვა საზოგადოებაში" აისახება საწარმოს გრძელვადიანი (ერთ წელზე მეტი ხნის ვადით) დაბანდებები სხვა საწარმოთა შემოსავლიან აქტივებში (აქციები), ასევე დაბანდებანი მათ საწესდებო კაპიტალში.
2.22. მუხლში "ობილიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები" აისახება საწარმოს დაბანდებანი პროცენტიან ობლიგაციებში და სხვა ფასიან ქაღალდებში (გარდა აქციებისა).
2.23. მუხლში "ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული სესხები" აისახება საწარმოს მიერ სხვა საწარმოებზე გაცემული გრძელვადიანი სესხები (ერთ წელზე მეტი ხნის ვადით), მათ შორის ცალკე გამოიყოფა სესხები, რომლებიც უზრუნველყოფილია მიწის გირავნობის უფლებით.
2.24. მუხლში "ნედლეული, ძირითადი და დამხმარე მასალები" აისახება ნედლეულის, ძირითადი და დამხმარე მასალების, სათბობის, ნაყიდი ნახევარფაბრიკატების და დასაკომპლექტებელი ნაწარმის, სათადარიგო ნაწილების, ტარის და სხვა მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი თვითღირებულება, რომელიც აღრიცხულია 10 ანგარიშზე "მასალები".
2.25. მუხლში "მცირეფასიანი და სწრაფადცვეთადი საგნები" აისახება საბრუნავ საშუალებებს მიკუთვნებული საგნები, როგორიცაა:
ა) ერთ წელზე ნაკლებ ხანს გამოსადეგი შრომის საშუალებები, მიუხედავად მათი ღირებულებისა;
ბ) შრომის საშუალებები, რომელთა ღირებულება ერთეულზე შეძენის თარიღისათვის არ აღემატება 150 ლარს, მიუხედავად მათი მომსახურების ვადისა;
გ) დროებითი ნაგებობები გამოსაზრდელი პირუტყვი, ფრინველი, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა საშუალებები, რომლებიც განსაზღარულია ნორმატიული აქტებით.
ექსპლოატაციაში გადაცემულ საბრუნავ საშუალებებს შეიძლება დაერიცხოს ცვეთა 100 % - მდე ოდენობით მათი ექსპლოატაციაში გადაცემისას.
მცირეფასიანი საგნების ცვეთა მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვაში აღირიცხება ცალკე. მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ცვეთის თანხა ბუღალტრულ ანგარიშგებაში (ბალანსში) არ აისახება.
2.26. მუხლში "დაუმთავრებელი წარმოება" აისახება დანახარჯები დაუმთავრებელ წარმოებასა და დაუმთავრებელ სამუშაოებზე (მომსახურებაზე), რომელთა აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შესაბამისად. დაუმთავრებელი წარმოება (ნაკეთობები, სამუშაოები და მომსახურება) და საკუთარი წარმოების ნახევარფაბრიკატები ფასდება ფაქტობრივი თვითღირებულებით.
ამავე მუხლში აღირიცხება აგრეთვე დანახარჯები ხე-ტყის პროდუქციის დაცურებაზე და სოფლის მეურნეობის დაუმთავრებელ წარმოებაზე, ასევე საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ძირითადი საშუალებების დაუმთავრებელ სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯები.
2.27. მუხლში "მზა პროდუქცია" აისახება წარმოების მიერ დამთავრებული ნაკეთობის ნაშთის ფაქტობრივი საწარმოო თვითღირებულება, რომელმაც გაიარა გამოცდა და მიღება, დაკომპლექტებულია ყველა ნაწილით შემკვეთებთან დადებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად და შეესაბამება ტექნიკურ პირობებს და სტანდარტებს. პროდუქცია, რომელიც არ პასუხობს მოცემულ მოთხოვნებს, ასევე ჩაუბარებელი სამუშაოები, ითვლება დაუმთავრებელად და აისახება დაუმთავრებელი წარმოების შემადგენლობაში.
წარმოების დანახარჯების აღსარიცხავად 37 ანგარიშის „პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) გამოშვება “ გამოყენებისას მოცემულ მუხლში მზა პროდუქცია აისახება ნორმატიული (გეგმური) თვითღირებულებით.
2.28. მუხლში "საქონელი" აისახება ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მიერ შეძენილი საქონლის ნაშთების ღირებულება. ამასთან ერთად საზოგადოებრივი კვების საწარმოები ამ მუხლში ასახავენ სამზარეულოებში, საკუჭნაოებში და ბუფეტებში არსებულ საქონლის ნაშთებს.
მოცემულ მუხლში სამრეწველო საწარმოები ასახავენ მატერიალურ ფასეულობებს, რომლებიც შეძენილი აქვთ პროდუქციის დასაკომპექტებლად და რომელთა ღირებულებაც არ შედის გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებაში და მყიდველების მიერ ნაზღაურდება ცალკე.
ამ მუხლში საქონლის ნაშთი აისახება ნასყიდობის (შეძენის) ღირებულებით, მიუხედავად იმისა, თუ საქონლის აღრიცხვის რომელ ვარიანტს იყენებს საწარმო (გასაყიდი ფასებით აღრიცხვას თუ ნასყიდობის ფასებით აღრიცხვას). სავაჭრო დათმობა და დარიცხვა მიმდინარე ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება 42 ანგარიშზე "სავაჭრო დარიცხვა". არარეალიზებული სავაჭრო დათმობისა და დარიცხვის თანხები ბუღალტრულ ანგარიშგებაში (ბალანსში) არ აისახება.
საქონლის იმპორტით შეძენისას მიღებული საქონლის (მასალების, ნახევარფაბრიკატების,მოწყობილობის და სხვ.) ნასყიდობის (შესყიდვის) ღირებულება გამოითვლება კონტრაქტში (ხელშეკრულებაში) გათვალისწინებული ღირებულების, საბაჟო გადასახდელების, სატრანსპორტო ხარჯების და შეძენასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების მიხედვით.
2.29. მუხლში "დამატებული ღირებულების გადასახადი შეძენილ ფასეულობებზე" აისახება დამატებული ღირებულების გადასახადი შეძენილ მატერიალურ რესურსებზე, მცირეფასიან და სწრაფცვეთად საგნებზე, ძირითად საშუალებებზე, არამატერიალურ აქტივებზე და სხვა ფასეულობებზე, სამუშაოებსა და მომსახურებაზე, რომელიც დადგენილი წესით ამცირებს ბიუჯეტში გადასარიცხი დღგ თანხას, ან მიეკუთვნება სხვა წყაროებს.
2.30. მუხლში "მიმწოდებლებსა და მოიჯარეებზე გაცემული ავანსები" აისახება სხვა საწარმოებისათვის გადახდილი ავანსები მოსალოდნელი ანგარიშსწორებების მიხედვით.
2.31. მუხლში "მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები" აისახება ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შესაბამისად 45 "გადატვირთული საქონელი", 62 "ანგარიშსწორებანი მყიდველებთან და შემკვეთებთან". 76 "ანგარიშსწორებანი სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან" ანგარიშებზე აღრიცხული გადატვირთული პროდუქციის (საქონლის), შესრულებული სამუშაოების ან გაწეული მომსახურების ღირებულება.
2.32. მუხლში "მიღებული თამასუქები" აისახება მყიდველების, შემკვეთების და სხვა დებიტორების დავალიანება გადატვირთული პროდუქციის (საქონელი), შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურებისათვის, რომელიც უზრუნველყოფილია მიღებული თამასუქებით.
2.33. მუხლში "ჩეკები" აისახება თანხები, რომელსაც საწარმო აღრიცხავს 55/2 ანგარიშზე "საჩეკო წიგნაკები". ჩეკებით ანგარიშსწორებათა განხორციელების წესი რეგულირდება ბანკის მიერ.
2.34. მუხლში "ნაღდი ფული სალაროში", "ფულადი საშუალებები სხვა ბანკებში ანგარიშებზე", "სავალუტო ანგარიში" აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს ფულადი საშუალებების ნაშთები: სალაროში, სხვა ბანკებში ანგარიშსწორებისა და სავალუტო ანგარიშებზე.
2.35. მუხლში "სხვა ფულადი საშუალებები" აისახება თანხები,რომლებსაც საწარმო აღრიცხავს 55 "სპეციალური ანგარიშები ბანკებში", 56 "ფულადი დოკუმენტები", და 57 "გზავნილებანი გზაში" ანგარიშებზე.
2.36. მუხლში "მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებანი" აისახება მოკლევადიანი (ერთ წლამდე ვადით) დაბანდებანი (ინვესტიციები) სხვა საწარმოებში, სხვა საწარმოთა ფასიან ქაღალდებში, სახელმწიფო და ადგილობრივი სესხების პროცენტიან ობლიგაციებში და სხვ., აგრეთვე საწარმოს მიერ სხვა საწარმოებისათვის მიცემული სესხები.
ამავე მუხლში აისახება საწარმოს მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან შეძენილი საპრივატიზაციო ბარათების ღირებულება შეძენაზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების თანხით.
2.37. მუხლში "მოთხოვნები მეკავშირე (შვილობილი და სხვ.) საწარმოების მიმართ", აისახება მოთხოვნები მეკავშირე საწარმოების მიმართ.
2.38. მუხლში მოთხოვნები "საწარმოს ხელმძღვანელობასა და სამეთვალყურეო ორგანოების წევრებზე გაცემული კრედიტებიდან აისახება საწარმოს ხელმძღვანელობისა და სამეთვალყურეო ორგანოების წევრებისადმი მოთხოვნები საწარმოს მიერ მათზე გაცემული სესხებისა და ბანკის კრედიტების მიხედვით საანგარიშო პერიოდის ბოლოს.
2.39. მუხლში "საწარმოს პარტნიორებზე გაცემული კრედიტების მიხედვით, აისახება საწარმოს პარტნიორებისადმი მოთხოვნები საწარმოს მიერ მათზე გაცემული სესხებისა და ბანკის კრედიტების მიხედვით საანგარიშო პერიოდის ბოლოს.
2.40. მუხლში "სხვა საბრუნავი აქტივები" აისახება იჯარით გამცემი საწარმოების მიერ გრძელვადიანი იჯარის პირობებში გადაცემული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც აღრიცხულია 09 ანგარიშზე "მისაღები საიჯარო ვალდებულებები". ამავე მუხლში აისახება: მოთხოვნები (დავალიანებები) ანგარიშვალდებულ პირებზე, მოთხოვნები მიმწოდებლების მიმართ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების მიღების დროს გამოვლენილი დანაკლისების მიხედვით. საწარმოს მუშაკთა დავალიანება ამ საწარმოს სახსრების ან ბანკის კრედიტების ხარჯზე მათზე მიცემული სესხით და სხვ.
2.41. განაყოფში "მომავალი პერიოდის ხარჯები" აისახება მოცემულ საანგარიშო წელში გაწეული ხარჯები, რომლებიც მიეკუთვნება მომავალ საანგარიშო პერიოდებს და შეიტანება წარმოების ან მიმოქცევის ხარჯებში. ასეთ ხარჯებს შეიძლება მიეკუთვნოს საიჯარო ქირა, რეკლამაზე გაწეული ხარჯები, კადრების მომზადებაზე გაწეული ხარჯები და სხვ.
2.42. მუხლში "კაპიტალი" აისახება საწარმოს საწესდებო კაპიტალის სიდიდე, რომელიც ჩამოყალიბებულია მისი დამფუძნებლების (მონაწილეების) შენატანების ხარჯზე სადამფუძნებლო დოკუმენტების შესაბამისად. სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოები ამ მუხლში ასახავენ საწესდებო ფონდს, ინდივიდუალური საწარმო, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კომანდიტური საზოგადოება ამ მუხლში ასახავს საწყის კაპიტალს.
კაპიტალის გაზრდა ან შემცირება ხორციელდება კანონმდებლობის, სადამფუძნებლო დოკუმენტების, საწარმოს სამეურნეო საქმიანობის წლიური შედეგების განხილვის საფუძველზე.
2.43. მუხლში "რეზერვები" აისახება სააქციო საზოგადოების აქციების და სხვა ფასიანი ქაღალდების რეალიზაციისას მათ ნომინალურ და გასაყიდ ღირებულებას შორის სხვაობა (იგივე წესი მოქმედებს აქციების საფასურად არაფულადი შენატანებისას, როდესაც შენატანების თანხა აღემატება აქციების ნომინალურ ღირებულებას), ასევე საწარმოს მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტების, სამეთვალყურეო საბჭოსა და საერთო კრების გადაწყვეტილებათა შესაბამისად წარმოქმნილი სარეზერვო ფონდები, მათ შორის საწარმოს განვითარების (კაპიტალური დაბანდებების, წარმოების გაფართოების) ფინანსური უზრუნველყოფისათვის, სოციალური სფეროს განვითარებისათვის, აგრეთვე მოხმარებისათვის განკუთვნილი სახსრები მუშაკთა ერთდროული დახმარებისათვის, სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების საგზურებისა და მედიკამენტების შესაძენად და სხვ. აქვე აისახება იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობანი.
რეზერვები წარმოიქმნება გადასახადების შემდეგ საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან. ისინი წარმოადგენენ საწარმოს საკუთარ სახსრებს და გამოიყენებიან საწარმოს მიერ განსაზღვრული დანიშნულებით.
2.44. მუხლში "მიზნობრივი დაფინანსება" აისახება სახსრების ნაშთები, რომელიც მიღებულია ბიუჯეტიდან, დარგობრივი და დარგთაშორისი სპეციალური დანიშნულების ფონდებიდან, სხვა საწარმოებიდან და ფიზიკური მიზნობრივი დანიშნულების ღონისძიებების განსახორციელებლად.
2.45. მუხლში "გასული წლების გაუნაწილებელი მოგება" აისახება გასული წლების გაუნაწილებელი მოგების ნაშთი.
2.46. მუხლში "გასული წლების დაუფარავი ზარალი" აისახება გასული წლების ზარალი, რომელიც დაფარული არ არის და ექვემდებარება დაფარვას დადგენილი წესით. ამ მუხლში მოცემული თანხები ბალანსის პასივის I განაყოფის ჯამს აკლდება.
2.47. მუხლში "სამეურნეო წლის ზარალი" აისახება საწარმოს ზარალი სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით. დეკემბრის თვის დასკვნითი ბრუნვებით სამეურნეო წლის ზარალი ჩამოიწერება 87&1 ანგარიშის "სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (ზარალი)" დებეტში 80 ანგარიშთან "მოგება და ზარალი" კორესპოდენციით. წლის განმავლობაში ამ მუხლში აისახება საანგარიშო პერიოდის ზარალის თანხა და 81 ანგარიშის "მოგების გამოყენება" დებეტის ბრუნვის გადამეტება საწარმოს მიერ მიღებულ ფინანსურ შედეგზე (80 ანგარიშის "მოგება და ზარალი"-ს მიხედვით) ბუღალტრული გატარების გარეშე.
საწარმოს წლიური შედეგების განხილვისას მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული, რომ ზარალის დასაფარავად შეიძლება გამოყენებული იქნეს საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგება, რეზერვები, სპეციალური დანიშნულების ფონდები და სხვ.
ამ მუხლში მოცემული თანხები ბალანსის პასივის I განაყოფის ჯამს აკლდება.
2.48. მუხლში "სამეურნეო წლის მოგება" აისახება საბოლოო ფინანსური შედეგი (მოგება), რომელიც გამოვლენილია საწარმოს ყველა სამეურნეო - საფინანსო ოპერაციის საბუღალტრო აღრიცხვისა და ბალანსის მუხლების შეფასების საფუძველზე.
2.49. მუხლში "გამოყენებულია" აისახება მოგების გამოყენების მიმართულებები ბიუჯეტში გადასახადების, რეზერვების, დივიდენდების და სხვა სახით, მათ შორის საჯარიმო სანქციები და ხარჯები ზარალის ასანაზღაურებლად (გარემოს გაჭუჭყიანებისა და მასზე მავნე ზემოქმედებისათვის, სანიტარიული ნორმების დაუცველობისათვის, მოგებისა და დაბეგვრის სხვა ობიექტების ხელოვნური შემცირებისათვის, ასევე სხვა სახის სანქციები, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას დადგენილი წესით), რომელიც ხორციელდება საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან.
სამეურნეო წლის ბოლოს წლის განმავლობაში გამოყენებული (განაწილებული) მოგების თანხით ახდენენ მოგების შემცირებას, რომელიც აისახება 80 ანგარიშის "მოგება და ზარალი" დებეტში და 81 ანგარიშის "მოგების გამოყენება" კრედიტში. გამოუყენებელი (გაუნაწილებელი) მოგების თანხა ჩამოიწერება 80 ანგარიშიდან 87/1 ანგარიშის "სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (ზარალი)" კრედიტთან კორესპოდენციით, ხოლო ზარალის ნაწილში 87/1 ანგარიშის დებეტთან კორესპოდენციით.
2.50. მუხლში "სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება" აისახება წლის ბოლოს გაუნაწილებელი მოგების ნაშთი, რომელიც გადადის მომავალ საანგარიშო წლებში.
2.51. მუხლში "ანარიცხები საეჭვო მოთხოვნებისათვის" აისახება წლის ბოლოს მოთხოვნების (დებიტორული დავალიანებების) ინვენტარიზაციის საფუძველზე შექმნილი სარეზერვო თანხები სხვა საწარმოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, ასევე ცალკეულ ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა მიხედვით, რომელიც იქმნება მევალის ფინანსური მდგომარეობიდან (გადახდისუნარიანობიდან), მთლიანად ან ნაწილობრივ ვალის დაფარვის შესაძლებლობიდან გამომდინარე.
საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების (რეზერვის) შექმნის წლის მომდევნო წლის ბოლოს გამოუყენებელი ანარიცხების თანხები უერთდება სამეურნეო წლის მოგებას.
2.52. მუხლში "ანარიცხები მოსალოდნელი ხარჯებისა და გადასახდელებისათვის" აისახება საწარმოს მიერ დარეზერვებული თანხები მოსალოდნელი ხარჯებისათვის, როგორიცაა მუშაკთა მომავალი შვებულების ანაზღაურება, რემონტის ფონდი, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ხარჯები და სხვ.
2.53. მუხლში "გრძელვადიანი ვალდებულებები ბანკების წინაშე" აისახება დავალიანებათა თანხები ბანკებისაგან მიღებული კრედიტების მიხედვით, რომელიც უნდა დაიფაროს საანგარიშგებო თარიღიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
2.54. მუხლში "მოკლევადიანი ვალდებულებები ბანკების წინაშე" აისახება დავალიანებათა თანხები ბანკებისაგან მიღებული კრედიტების მიხედვით, რომელიც უნდა დაიფაროს საანგარიშგებო თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში. მათ შორის ცალკე გამოიყოფა ვალდებულებები, რომელიც უზრუნველყოფილია მიწის გირავნობით.
2.55. მუხლში "გრძელვადიანი სესხები" აისახება დავალიანებათა თანხები სხვა საწარმოების,დაწესებულებებისა და ფიზიკური პირების მიმართ (გარდა ბანკებისა), რომელიც უნდა დაიფაროს საანგარიშგებო თარიღიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
2.56. მუხლში "მოკლევადიანი სესხები" აისახება დავალიანებათა თანხები სხვა საწარმოების,დაწესებულებებისა და ფიზიკური პირების მიმართ (გარდა ბანკებისა), რომელიც უნდა დაიფაროს საანგარიშგებო თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში.
2.57. მუხლში "მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოშობილი ვალდებულებები" აისახება (ვალდებულებების) დავალიანებათა თანხების ნაშთები მიმწოდებლებთან და მოიჯარეებთან მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისათვის, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურებისათვის, აქვე აისახება ვალდებულებები (დავალიანება) სხვადასხვა კრედიტორებთან.
2.58. მუხლში "ვალდებულებები თამასუქების მიხედვით" აისახება ვალდებულებების (დავალიანებათა) თანხები მიმწოდებლებთან, მოიჯარეებთან და სხვა საწარმოებთან და ორგანიზაციებთან, რომლებზედაც საწარმოს მიერ გაცემულია თამასუქები, მათ მიერ განხორციელებული მიწოდების, სამუშაოების, მომსახურების უზრუნველსაყოფად და რომლებიც აღრიცხულია 60 ანგარიშზე "ანგარიშსწორებანი მიმწოდებლებთან და მოიჯარეებთან".
2.59. მუხლში "მიღებული ავანსები აისახება სხვა საწარმოებიდან, ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან ავანსად მიღებული თანხები მომავალი ანგარიშსწორებებისათვის.
2.60. მუხლში "ვალდებულებები" მეკავშირე (შვილობილი და სხვა) საწარმოების წინაშე" აისახება ვალდებულებათა (დავალიანებების) თანხები მეკავშირე, შვილობილი და სხვა ანალოგიური საწარმოების მიმართ.
2.61. მუხლში "ვალდებულებები პარტნიორების წინაშე" აისახება ვალდებულებების (დავალიანებათა) თანხები საანგარიშო პერიოდის ბოლოს, რომელიც ეკუთვნის პარტნიორებს (დამფუძნებლებს, მონაწილეებს) მათზე დარიცხული დივიდენდების და სხვა შემოსავლების მიხედვით.
2.62. მუხლში "ვალდებულებები მუშა-მოსამსახურეების წინაშე" აისახება დარიცხული და ჯერ კიდევ გაუცემელი შრომის ანაზღაურების თანხები.
2.63. მუხლში "ვალდებულებები ბიუჯეტთან" აისახება საწარმოს, ორგანიზაციის დავალიანებათა თანხები ბიუჯეტთან ყველა სახის გადასახადების მიხედვით. საანგარიშო პერიოდის ბოლოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული სადებეტო ნაშთი. (ე.ი. ბიუჯეტში ზედემტად გადახდილი თანხები გადასახადების, მოსაკრებლების და სხვადასხვა გადასახდელების მიხედვით) აისახება ბალანსის აქტივის "სხვა საბრუნავი საშუალებების" ჯგუფში თავისუფალ გრაფაში სახელწოდებით "მოთხოვნები ბიუჯეტის მიმართ".
2.64. მუხლში "ვალდებულებები სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა ანალოგიურ ფონდებთან" აისახება საწარმოს ვალდებულებები (დავალიანებები) სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო ფონდებთან.
2.65. მუხლში "სხვა ვალდებულებები და პასივები" აისახება სხვადასხვა ვალდებულებები, რომლებმაც ასახვა ვერ ჰპოვა ბალანსის პასივის III განაყოფში, კერძოდ, ვალდებულებები სადაზღვევო ორგანოებთან საწარმოს ქონებისა და პერსონალის დაზღვევაზე, ვალდებულებანი სახელმწიფო ფონდებთან (საპენსიო, ჯანდაცვის და სხვ,) საიჯარო ვალდებულებანი მეიჯარეებთან მათ მიერ გრძელვადიანი იჯარით გადაცემული ძირითადი საშუალებებისათვის და სხვა პასივები.
2.66. განაყოფში "მომავალი პერიოდის შემოსავლები" აისახება სახსრები, რომელიც საწარმომ მიიღო მოცემულ საანგარიშო პერიოდში ან მიიღებს მომავალში და რომელიც ეკუთვნის მომავალ საანგარიშო პერიოდს.
3. ანგარიში მოგებისა და ზარალის შესახებ
რეალიზებულ პროდუქციაზე გაწეულ ხარჯთა
მეთოდის გამოყენებისას:
(ფორმა №2)
3.1. მუხლში "პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგები" აისახება ამონაგები, რომელიც მიიღება საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობისათვის დამახასიათებელი პროდუქციისა და საქონლის, სამუშაოების, მომსახურების რეალიზაციიდან, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზებისა და სხვა ანალოგიური გადასახადების გამოკლებით.
3.2. მუხლში "რეალიზებულ პროდუქციაზე (სამუშაოებზე), მომსახურებაზე გაწეული ხარჯები" აისახება:
საწარმოებში, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას, ასრულებენ სამუშაოებს და ეწევიან მომსახურებას - რეალიზებულ პროდუქციაზე, სამუშაოებსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები (მმართველობის ხარჯების გარეშე);
საწარმოებში, რომლებიც ეწევიან ვაჭრობას, მომარაგება-გასაღებას ან საშუამავლო საქმიანობას - რეალიზებული საქონლის ნაყიდობის (შესყიდვის) ღირებულება;
ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე პროფესიონალურ ორგანიზაციებში (საწარმოებში) - ფასიანი ქაღალდების ნაყიდობის ღირებულება.
3.3. მუხლში "შედეგი რეალიზაციიდან" აისახება პროდუქციის, საქონლის, სამუშაოების, მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული ფინანსური შედეგი (მოგება ან ზარალი).
3.4. მუხლში "მმართველობის ხარჯები" აისახება საწარმოს მმართველობისა და სამეურნეო ხარჯები,რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული საწარმოო პროცესთან; კერძოდ, ადმინისტრაციულ - სამმართველო ხარჯები, საერთო - სამეურნეო პერსონალის შენახვა, სამმართველო და საერთო - სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია და რემონტის ხარჯები, შენობების იჯარა, საკონსულტაციო და სააუდიტორო მომსახურებისა და სხვა ანალოგიური ხარჯები. საანგარიშო პერიოდში გაწეული მმართველობის ხარჯები მთლიანად ჩამოიწერება საწარმოს ფინანსურ შედეგებზე (მოგება - ზარალის ანგარიშზე).
3.5 მუხლში "კომერციული ხარჯები" აისახება:
საწარმოებში, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას, ასრულებენ სამუშაოებს და ეწევიან მომსახურებას - რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა ტარაზე და ნაწარმის შეფუთვაზე გაწეული ხარჯები მზა პროდუქციის საწყობებში; გაგზავნის სადგურამდე პროდუქციის მიტანის,ვაგონებში,გემებში, ავტომობილებში ჩატვირთვის ხარჯები; საკომისიო ანარიცხები საშუამავლო და გამსაღებელი საწარმოებისათვის; რეკლამისა და სხვა ანალოგიური ხარჯები, რომლებიც აღრიცხულია 43 ანგარიშზე "კომერციული ხარჯები".
საწარმოებში, რომლებიც ეწევიან ვაჭრობას, მომარაგება-გასაღებას ან საშუამავლო საქმიანობას - მიმოქცევის ხარჯები, რომელიც აღრიცხულია 44 ანგარიშზე "მიმოქცევის ხარჯები".
საანგარიშო პერიოდში გაწეული კომერციული ხარჯები მთლიანად ჩამოიწერება საწარმოს ფინანსურ შედეგებზე (მოგება - ზარალის ანგარიშზე), გარდა 44 ანგარიშზე აღრიცხული სატრანსპორტო ხარჯებისა,რომელიც ექვემდებარება რეალიზებულ საქონელსა და საანგარიშო პერიოდის ბოლოს ნაშთად დარჩენილ საქონელს შორის განაწილებას.
3.6. მუხლში "სხვა საწარმოო შემოსავლები აისახება" ძირითადი საშუალებების, მასალების, მცირეფასიანი საგნების, არამატერიალური აქტივების, ფინანსური დაბანდებების და საბრუნავ საშუალებებს მიკუთვნებული სხვა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების რეალიზაციიდან (ამ ფასეულობათა რეალიზაცია აღირიცხება შესაბამისად 47 და 48 საბალანსო ანგარიშებზე) მიღებული მოგება; შემოსავლები ქონების იჯარით გაცემიდან; დამხმარე წარმოებიდან მიღებული მოგება და სხვა.
3.7. მუხლში "სხვა საწარმოო ხარჯები" აისახება ძირითადი საშუალებების, მასალების, მცირეფასიანი საგნების, არამატერიალური აქტივების, ფინანსური დაბანდებების და საბრუნავ საშუალებებს მიკუთვნებული სხვა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების რეალიზაციიდან მიღებული ზარალი; დანახარჯები გაუქმებულ საწარმოო შეკვეთებზე, აგრეთვე წარმოებაზე, რომელმაც არ მოგვცა პროდუქცია;ხარჯები დაკონსერვებული საწარმოო სიმძლავრეებისა და ობიექტების შენახვაზე; დანაკარგები მოცდენებიდან გარეშე მიზეზებით; ზარალი ტარის ოპერაციებიდან, ზარალი დამხმარე წარმოებიდან, ქონების გადასახადი (ასევე სხვა გადასახადები და მოსაკრებლები ფინანსური შედეგების ანგარიშზე), უცხოური ვალუტის შეძენის კურსის გადამეტება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსთან შედარებით და სხვა ხარჯები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.8. მუხლში "სხვა საწარმოებში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავლები" აისახება შემოსავლები, რომელიც მიიღო საწარმომ სხვა საწარმოებში წილობრივი მონაწილეობისათვის.
3.9. მუხლში "სხვა ფინანსური დაბანდებებიდან მიღებული შემოსავლები" აისახება შემოსავლები, რომელიც მიიღო საწარმომ გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებებიდან აქციების, ობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდების მიხედვით.
3.10. მუხლში "სხვადასხვა პროცენტები ადა ანალოგიური შემოსავლები" აისახება შემოსავლები, რომელიც მიიღო საწარმომ გაცემული სესხების მიხედვით პროცენტებისა და სხვა ანალოგიური შემოსავლების სახით.
3.11. მუხლში "ფინანსური დაბანდებების ჩამოწერები" აისახება ზარალი,რომელიც მიიღო საწარმომ გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებების, ასევე წილობრივი მონაწილეობის და გაცემული სესხების ჩამოწერის შედეგად.
3.12. მუხლში "სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური ხარჯები" აისახება გადახდილი პროცენტების სხვადასხვა სესხებისა და ბანკის კრედიტებისათვის.
3.13. მუხლში "მოგება (ზარალი) ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან" აისახება 010-120 სტრიქონების მიხედვით შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა, რომელიც წარმოადგენს საწარმოს ფინანსურ შედეგს (მოგებას ან ზარალს) ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან.
3.14. მუხლებში "გაუთვალისწინებელი შემოსავლები" და "გაუთვალისწინებელი ხარჯები" აისახება შემოსავლები და ხარჯები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი საწარმოს ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობისათვის და ატარებენ გაუთვალისწინებელ ან განსაკუთრებულ ხასიათს.
"გაუთვალისწინებელ შემოსავლებში" აისახება: მიღებული ჯარიმები, საურავები, საპირგამტეხლო და სხვა სახის სანქციები ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ასევე თანხები მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად; შემოსავლები, რომელიც მიღებულია ადრე ზარალში ჩამოწერილი უიმედო მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) დასაფარავად; გასული წლების მოგება, რომელიც გამოვლენილია სამეურნეო წელს; სტიქიური უბედურების, ხანძრის,ავარიის და სხვა საგანგებო შემთხვევებისას წარმოქმნილი ზარალის დასაფარავად შემოსული სადაზღვევო თანხები; ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური და ფულადი საშუალებების ზედმეტობა; კურსებს შორის დადებითი სხვაობა უცხოურ ვალუტაში ოპერაციების მიხედვით; საეჭვო მოთხოვნების (ვალების) ანარიცხების შემცირებიდან მიღებული შემოსავლები; შემოსავლები მოსალოდნელი ხარჯების დასაფარავად შექმნილი ანარიცხების გამოუყენებელი თანხებიდან, სხვა შემოსავლები.
"გაუთვალისწინებელ ხარჯებში" აისახება: გადახდილი ჯარიმები, საურავები, საპირგამტეხლო და სხვა სანქციები ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის; მიყენებული ზარალისათვის გადახდილი თანხები; ძირითადი და საბრუნავი საშუალებების ჩამოწერებით (ჩამოფასების, გაფუჭების, დანაკლისების,დატაცებების შედეგად, რომელიც გაფორმებულია სათანადო დოკუმენტებით) და მოთხოვნათა ფასშესწორებით (მათ შორის უიმედო დებიტორული დავალიანებების ჩამოწერით) გამოწვევული ზარალი; ზარალი ადრე მისჯილი ვალების ჩამოწერით დანაკლისებისა და დატაცებების მიხედვით, რომლებზედაც დაბრუნებულია აღმასრულებელი დოკუმენტები სასამართლოს მიერ დამტკიცებული აქტით მოპასუხის გადახდისუუნარობისა და მისი ქონების ამოღების შეუძლებლობის გამო; სასამართლო და საარბიტრაჟო ხარჯები; ზარალი გასული წლების ოპერაციების მიხედვით, რომელიც გამოვლენილია მიმდინარე წელს და რომელთა მიკუთვნებაც გასულ წლებთან დადასტურებულია დოკუმენტურად; ზარალი სტიქიური უბედურებების ხანძრის, ავარიის და სხვა საგანგებო შემთხვევების შედეგად (საწარმოო მარაგების, მზა ნაწარმის, საქონლის, ძირითადი საშუალებების და სხვა მატერიალური ფასეულობების განადგურება,გაფუჭება); ანარიცხები საეჭვო ვალებისათვის და სხვა.
3.15. მუხლში "სამეურნეო წლის მოგება (ზარალი)" აისახება ზემოთ აღნიშნული სამეურნეო საქმიანობით და ოპერაციებით მიღებული წლიური ფინანსური შედეგი _ მოგება ან ზარალი.
3.16. მუხლში "კონცერნში გადასარიცხი მოგება" აისახება მოგების თანხა, რომელიც გადასარიცხია კონცერნში.
3.17. მუხლში "მოგებიდან გადასახადი" აისახება თანხა, რომელიც დადგენილი განაკვეთის მიხედვით გადასარიცხია ბიუჯეტში მოგებიდან.
3.18. მუხლში "წლიური წმინდა მოგება" აისახება მოგების თანხა, რომელიც დარჩა საწარმოს განკარგულებაში მოგებიდან გადასახადის გამოკლების შემდეგ.
3.19. მუხლში "მიმართულია რეზერვებში და სხვა მიზნით" აისახება თანხები,რომელიც წმინდა მოგებიდან მიმართული იქნა რეზერვების შესაქმნელად, საწესდებო კაპიტალის გასაზრდელად, დივიდენდების გასაცემად და სხვა მიზნით გამოსაყენებლად.
3.20. მუხლში "სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი)" აისახება გაუნაწილებელი მოგების ან დაუფარავი ზარალის თანხები.
4. ანგარიში მოგებისა და ზარალის შესახებ
ერთობლივი ხარჯთა მეთოდის გამოყენებისას;
(ფორმა №2)
4.1. გრაფებში 010, 070, 080, 090, 110, 120, 140, 190, 200, 210, 220, 240, 250, 260, 270, 280, 290, 300, 310, 320, 330 მოყვანილი მონაცემების ასახვისათვის საჭიროა ვიხელმძღვანელოთ ამ ინსტრუქციის 3.1-3.20 პუნქტებში მოცემული შესაბამისი მუხლების განმარტებებით.
4.2. მუხლში "მზა პროდუქციის და დაუმთავრებელი წარმოების ნაშთების ზრდა ან შემცირება" აისახება ფაქტობრივი თვითღირებულებით მზა პროდუქციის (საქონლის) და დაუმთავრებელი წარმოების ნაშთების გაზრდა ან შემცირება წლის დასაწყისში არსებულ ნაშთებთან შედარებით.
4.3. მუხლში "სხვა კაპიტალიზებული სამუშაო" აისახება სამუშაოების ღირებულება, რომელიც შესრულებულია შიდა მოხმარებისათვის (ძირითადი საშუალებებისა და ინსტრუმენტების დამზადება და სხვ.)
4.4. მუხლში "წარმოებული პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მთლიანი მოცულობა" აისახება 010, 020 და 030 სტრიქონების ჯამი.
4.5. მუხლში "ნედლეულისა და მასალების ხარჯი" აისახება გამოშვებულ პროდუქციაზე დახარჯული ნედლეულისა და მასალების ღირებულება.
4.6. მუხლში "დაქვემდებარებული საწარმოებიდან კუთვნილი შემოსავლები" აისახება შემოსავლები, რომელიც ეკუთვნის მოცემულ საწარმოს დაქვემდებარებული საწარმოებიდან.
4.7. მუხლში "ძირითადი კაპიტალის ობიექტების გაყიდვიდან და აფასებიდან მიღებული მოგება" აისახება მოგების თანხები, რომელიც მიღებულია ძირითადი ფონდების გაყიდვიდან და აფასებიდან.
4.8. მუხლებში "საკუთარ თავზე აღებული სხვისი ზარალის შემცირებიდან მიღებული შემოსავლები" და "საკუთარ თავზე სხვისი ზარალის აღებით გამოწვეული ხარჯები", აისახება შესაბამისად შემოსავლები და ხარჯები, რომელიც საწარმოს მიიღო ან გასწია საკუთარ თავზე სხვისი ზარალის აღებით.
4.9. მუხლებში "ხელფასები და გასამრჯელოები", "სოციალური გადასახდელები" აისახება დარიცხული ხელფასები, გასამრჯელოები, აგრეთვე ანარიცხები სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის, ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების და სხვა ანალოგიურ ფონდებში.
4.10. მუხლში "მოხუცებულთა უზრუნველყოფისა და თანადგომის ხარჯები" აისახება კანონმდებლობის შესაბამისად ანარიცხები მოხუცებულთა უზრუნველყოფისა და თანადგომისათვის.
4.11. მუხლში "მატერიალური და არამატერიალური ძირითადი კაპიტალის ობიექტების ღირებულების ჩამოწერები და ფასშესწორებები" აისახება ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ამორტიზაციისა (ცვეთის) და ფასშესწორების თანხები.
4.12. "სხვა შემოსავლების" და "სხვა ხარჯების" მუხლებში აისახება შემოსავლები და ხარჯები, რომლებმაც ასახვა ვერ ჰპოვეს ზემოთ ჩამოთვლილ მუხლებში და კანონმდებლობის შესაბამისად მიეკუთვნებიან საწარმოს ფინანსურ შედეგებს.
5. ანგარიში სამეურნეო საქმიანობის
შესახებ
5.1. საწარმოები (ინდივიდუალური და მცირე საწარმოების გარდა) შეადგენენ სამეურნეო საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ისე უნდა შედგეს, რომ შესაძლებელი იყოს საწარმოს ქონებრივი და ფინანსურ მდგომარეობაზე სრული წარმოდგენის შექმნა. კერძოდ, ის უნდა შეიცავდეს მონაცემებს ძირითადი და დამატებითი შენატანების შესახებ, სამეურნეო წელს საწესდებო კაპიტალის გაზრდისას მიღებულ წილებს, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ხელმძღვანელობისა და სამეთვალყურეო ორგანოს ან მგავსი ორგანოების წევრთა მთელ შემოსავლებს, აგრეთვე "მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად სხვა საჭირო ინფორმაციას.
სამეურნეო საქმიანობის შესახებ ანგარიშში ცალკეული მაჩვენებლების დინამიკა და ანალიზი შეიძლება გადმოიცეს დანართების,ცხრილების,დიაგრამების მეშვეობით, რათა უფრო სრულყოფილად იქნეს გაშუქებული საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და იმ ძირითადი ფაქტორების ანალიზი,რომელმაც გავლენა იქონიეს საწარმოს სამეურნეო და ფინანსურ შედეგებზე.
ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს კეთილსინდისიერი და სარწმუნო ანგარიშგების პრინციპებს.
ლ. გრიგალაშვილი
საბუღალტრო აღრიცხვისა და
ანგარიშგების დეპარტამენტის
დირექტორი
დამტკიცებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
ფორმა №1
ს ა წ ა რ მ ო ს ბ ა ლ ა ნ ს ი
199––– წლის–––––––– თვის
საფირმო სახელწოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა –––––––––––––––––––––––––––
იურიდიული მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარგი (საქმიანობის სახე) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ზომის ერთეული ––––––– ლარი
ა ქ ტ ი ვ ი | კოდი სტრიქონი | წლის დასაწყისში | საანგარიშო პერიოდის ბოლოს |
1 | 2 | 3 | 4 |
I.საწარმოს საწესდებო კაპიტალში ჯერ კიდევ შეუტანელი შესატანები(75).............................. 010 --------------------------------- მათ შორის:შესატანები,რომელთა შეტანის ვადა დამდგარია ....................................................... 011 ------------------------------- .......................................................................... 012 -------------------------------- სულ I განაყოფი ................................................ 020 ----------------------------- II.ძირითადი კაპიტალი
ძირითადი საშუალებები: მიწის ნაკვეთები შენობა-ნაგებობებით(01)...... 030 ------------------------------------- მიწის ნაკვეთები შენობა-ნაგებობების
გარეშე(01)....................................................... 040 ------------------------------- შენობა-ნაგებობები სხვის მიწის ნაკვეთზე(01)................................. ................ 050 ------------------------------ მანქანები, დანადგარები, მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები(01)..................... 060 ---------------------------------- საწარმოო და სასამსახურო ინვენტარი(01)...... 070 ------------------------------ მრავალწლიანი ნარგავები(01)......................... 080 ----------------------------------- სხვა ძირითადისაშუალებები(01,03)................ 090 ------------------------------ დასადგმელი მოწყობილობა(07)....................... 100 -------------------------- დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი(08). 110 -------------------------------- ............................................ .............................. 111 ------------------------- -- არამატერიალური აქტივები: კონცესიები, ინტელექტუალური საკუთრება და ლიცენზიები(04)................................................. 120 -------------------------------- ფირმის ღირებულება(გუდვილი)(04).................. 130 -------------------------- სხვა არამატერიალური აქტივები(04)................ 140 ---------------------------- .......................................................................... 141 ------------------------------ ფინანსური დაბანდებანი: მონაწილეობა სხვა საზოგადოებაში(06)........... 150 ------------------------------ ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები(06).................................................. 160 -------------------------- ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული სესხები(06)........................................................ 170 ---------------------- მათ შორის: მიწის გირავნობით უზრუნველყოფილი............................................. 171 ------------------------- ........................................................................... 172 ----------------------------- სულ II განაყოფი................................................. 180 -------------------------- III. საბრუნავი საშუალებები საწარმო მარაგები: ნედლეული და მასალები(10,15,16).................... 190 ------------------------------ მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები(12). 200 ---------------- ------------- გამოსაზრდელი და გასასუქებელი პირუტყვი(11)...................................................... 210 --------------------------- დაუმთავრებელი წარმოება(20,21,23,29, 30,36,44)............................................................. 220 ------------------------------ მზა პროდუქცია(40)............................................. 230 -------------------------------- საქონელი(41)............................. ........................ 240 ------------------------- დამატებული ღირებულების გადასახადი შეძენილ ფასეულობებზე(19)................................ 250 ------------------------- ............................................................................. 251 ---------- --------------- სხვა საბრუნავი საშუალებები: მიმწოდებლებსა და მოიჯარეებზე გაცემული ავანსები(61).......................................................... 260 ------------------------- მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები(45,62,76).......................................... 270 -------------------------- მიღებული თამასუქები(62).................................... 280 --------------------------- ჩეკები(55)............................................................. 290 --------------------------- ნაღდი ფული სალაროში(50)................................. 300 --------------------------- ფულადი საშუალებები საბანკო ანგარიშებზე(51)................................................... 310 ------------------------- სავალუტო ანგარიში(52)...................................... 320 --------------------------- სხვა ფულადი საშუალებები(55,56,57).................. 330 -------------------------- მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებანი(58)...... . 340 ---------------------------- მოთხოვნები მეკავშირე(შვილობილი და სხვა) საწარმოების მიმართ(78)..................................... 350 ------------------------------ საწარმოს ხელმძღვანელობისა და სამეთვალყურეო ორგანოების წევრებზე გაცემული კრედიტებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები(73)........................... 360 ----------------------- საწარმოს პარტნიორებზე გაცემული კრედიტე ბიდან წარმოქმნილი მოთხოვნები(73)................ 370 ---------------- ------------ სხვა საბრუნავი აქტივები(09,63,71,73,76).......... 380 ------------------------- ............................................................................ 381 ----------------------- სულ III განაყოფი................................................. 390 ------------------------- IV. მომავალი პერიოდის ხარჯები (31)............... 400 ---------------------- ბალანსი(020,180,390 და 400 სტრიქონების ჯამი)............................................. 380 --------------------------- |
პასივი
| კოდი სტრიქონი
|
წლის დასაწყისი
| საანგარიშო პერიოდის ბოლოს
|
1
| 2 | 3 | 4 |
I. საკუთარი კაპიტალი კაპიტალი(85)............................................... 500 --------------- ------------------- რეზერვები(86)..................................................... 510 ------------------------------------ მიზნობრივი დაფინანსება(96).............................. 520 ----------------------------------- გასული წლების გაუნაწილებელი მოგება(87)...... 530 -------------------------------- გასული წლების დაუფარავი ზარალი*(87)............ 540 -------------------------------- სამეურნეო წლის ზარალი*(87)............................. 550 --------X----------------------- მოგება:
სამეურნეო წლის**(80).......................................... 560 --------X--------------------- გამოყენებულია **(81)........................................... 570 --------X------------------- სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება(87)............................................................. 580 --------X--------------------- ............................................................................... 581 -------------------------------- სულ I განაყოფი...................................................... 590 ------------------------- ------ II.ანარიცხები ანარიცხები საეჭვო მოთხოვნებისათვის(82).......... 600 --------------------------- ანარიცხები მოსალოდნელი ხარჯებისა და გადასახდელებისათვის(89).................................... 610 -------------------------------- ............................................................................... 611 -------------------------------- სულ II განაყოფი..................................................... 620 ------------------------- -- III.მოზიდული კაპიტალი და დანარჩენი პასივები გრძელვადიანი ვალდებულებები ბანკების წინაშე(92)................................................ 630 ----------------------- მოკლევადიანი ვალდებულებები ბანკების წინაშე(90)................................................ 640 --------------------------- მათ შორის:მიწის გირავნობით უზრუნველყოფილი.................................................. 641 -------------------------- გრძელვადიანი სესხები(95)..................................... 650 ------------------------- მოკლევადიანი სესხები(94)..................................... 660 -------------------------- მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი 670 --------------------- ვალდებულებები თამასუქების მიხედვით(60)...... 680 ------------------------ მიღებული ავანსები(64)............................................ 690 ---------------------------- ვალდებულებები მეკავშირე(შვილობილი და სხვა)საწარმოების წინაშე(78).................................. 700 ------------------------- ვალდებულებები პარტნიორების წინაშე(75)............ 710 ---------------------------- ვალდებულებები მუშა-მოსამსახურეების წინაშე(70)................................................................ 720 ----------------------- ვალდებულებები ბიუჯეტთან(68).............................. 730 ------------------------- ვალდებულებები სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა ანალოგიურ ფონდებთან(69)........................ 740 ----------------------- სხვა ვალდებულებები და პასივები(65,67,97) 750 ---------------------------- .................................................................................. 751 ------------------------------ სულ III განაყოფი....................................................... 760 ------------------------- IV. მომავალი პერიოდის შემოსავლები(83)............... 770 ------------------------- ბალანსი(590,620,760 და 770 სტრიქონების ჯამი)................................................... 780 ------------------------- |
ხელმძღვანელი მთავარი ბუღალტერი
* აღნიშნული სტრიქონების მონაცემები ბალანსის პასივის
I განაყოფის ჯამს აკლდება
** აღნიშნული სტრიქონების მონაცემები ბალანსის ჯამში არ შედის
დამტკიცებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
ფორმა №2
ანგარიში მოგებისა და ზარალის შესახებ
(რეალიზებულ პროდუქციაზე გაწეულ
ხარჯთა მეთოდის გამოყენებისას)
საფირმო სახელწოდება
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
--------------------------------------------------------------------------------------------------------
იურიდიული მისამართი
------------------------------------------------------------------------------------------------------------
დარგი (საქმიანობის სახე)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ზომის ერთეული ------- ლარი
მაჩვენებლების დასახელება
|
კოდი (სტრიქონი) |
მოგება (შემოსავლები) |
ზარალი (ხარჯები) |
1 | 2 | 3 | 4 |
პროდუქციის (სამუშაოების,მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგები ............................ 010 ------------------- რეალიზებულ პროდუქციაზე (სამუშაოებზე, მომსახურებაზე გაწეული ხარჯები ................. 020 ------------ X ------------ შედეგი რეალიზაციიდან ............................................. 030 ------------------------- კომერციული ხარჯები .................................... 040 --------- X -------------- მმართველობის ხარჯები ................................ 050 ------------ X ------------- სხვა საწარმოო შემოსავლები ........................ 060 -------------X------------ სხვა საწარმოო ხარჯები ................................ 070 ------------- X ----------- სხვა საწარმოებში მონაწილეობიდან მიღებული
შემოსავლები .......................... ....................... 080 --------------X ---------- სხვა ფინანსური დაბანდებებიდან მიღებული შემოსავლები ................................ 090 ---------------- X ---------- სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური შემოსავლები .................................................. 100 -------------------- X ----------- ფინანსური დაბანდებების ჩამოწერები ........... 110 -------------- X ----------------- სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური ხარჯები .......................................................... 120 -------------- X -------------- მოგება (ზარალი) ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან ................................................ 130 ------------------------ გაუთვალისწინებელი შემოსავლები ................ 140 --------------- X----------- გაუთვლისწინებელი ხარჯები ......................... 150 ------------- X --------------- სამეურნეო წლის მოგება (ზარალი) ............... 160 ------------------------ კონცერნში გადასარიცხი მოგება .................... 170 ------------- X -------------- მოგებიდან გადასახადი ................................... 180 ----------- X ----------------- წლიური წმინდა მოგება .................................. 190 --------------- X ----------- მიმართულია რეზერვებში და სხვა მიზნით ............................................................. 200 --------- X -------------- სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი) ...................................... 210 ------------------------- |
ხელმძღვანელი მთავარი ბუღალტერი
დამტკიცებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
ფორმა №2
ანგარიში მოგებისა და ზარალის შესახებ
(ერთობლივ ხარჯთა მეთოდის გამოყენებისას)
საფირმო სახელწოდება-------------------------------- ------------------------------------------------
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა ----------------------------------------------------------
იურიდიული მისამართი ------------------------------------------------------------------------------
დარგი (საქმიანობის სახე) ----------------------------------------------------------------------------
ზომის ერთეული ------ ლარი
მაჩვენებლების დასახელება
| კოდი (სტრიქონი)
| მოგება (შემოსავლები) | ზარალი (ხარჯები)
|
1 | 2 | 3 | 4 |
პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) 010 ---------- X ------ რეალიზაციიდან ამონაგები მზა პროდუქციის და დამთავრებელი წარმოების ნაშთების ზრდა ან შემცირება (+ -) .................. 020 ------------------- სხვა კაპიტალიზებული საკუთარი სამუშაო (+) ..................................................... 030 ------------- X ------ წარმოებული პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მთლიანი მოცულობა (010 + - 020 + 030) ......................................... 040 ----------------------------- ნედლეულისა და მასალების ხარჯი ................ 050 ------------ X ------------------- დაქვემდებარებული საწარმოებიდან კუთვნილი შემოსავლები .................................................. 060 --------------------- X ----- სხვა საწარმოებში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავლები .................................................. 070 -------------------------- X ----- სხვა ფინანსური დაბანდებებიდან მიღებული შემოსავლები .................................................. 080 ---------------------- X ----- სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური შემოსავლები ................................................. 090 ----------------------- X ----- ძირითადი კაპიტალის ობიექტების გაყიდვიდან და აფასებიდან მიღებული მოგება ................. 100 ------------------------ X ------ საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების შემცირებიდან მიღებული შემოსავლები 110 -------------------------- X --- -- შემოსავლები მოსალოდნელი ხარჯების დასაფარავად შექმნილი ანარიცხების გამოუყენებელი თანხებიდან ......................... 120 --------------------------- X ------ საკუთარ თავზე აღებული სხვისი ზარალის შემცირებიდან მიღებული შემოსავლები ........ 130 -------------------------- X ------ სხვა შემოსავლები ......................................... 140 ------------- X ------------------ ხელფასები და გასამრჯელოები .................... 150 ------------- X ------------------ სოციალური გადასახდელები ......................... 160 ------------- X ------------------ მოხუცებულთა უზრუნველყოფისა და თანადგომის ხარჯები ......................................................... 170 ------------- X ------------------ მატერიალური და არამატერიალური ძირითადი კაპიტალის ობიექტების ღირებულებების ჩამოწერები და ფასშესწორებები ................. 180 ------------- X ----------------- ფინანსური დაბანდებების ჩამოწერები და ფასშესწორებები ........................................... 190 ------------- X ----------------- სხვა საბრუნავი საშუალებების გასვლით ან ჩამოწერით მიღებული ზარალი და მოთხოვნათა ფასშესწორება ............................................... 200 ------------- X ----------------- ძირითადი კაპიტალის ობიექტების გასვლის (ჩამოწერის, რეალიზაციის) შედეგად მიღებული ზარალი ........................................ 210 -------------- X ----------------- სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური ხარჯები ........................................................ 220 -------------- X ---------------- საკუთარ თავზე სხვისი ზარალის აღებით გამოწვეული ხარჯები ................................... 230 -------------- X ---------------- სხვა ხარჯები ................................................ 240 -------------- X ------------------ მოგება (ზარალი) ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან .............................................. 250 ------------------------- გაუთვალისწინებელი შემოსავლები .............. 260 --------------- X -------------- გაუთვალისწინებელი ხარჯები ..................... 270 --------------- X ------------- სამეურნეო წლის მოგება .............................. 280 -------------------------- კონცერნში გადასარიცხი მოგება .................. 290 --------------- X --------------- მოგებიდან გადასახადი ................................. 300 ------------ X ------------------- წლიური წმინდა მოგება ................................ 310 --------------- X ---------- მიმართულია რეზერვებში და სხვა მიზნით 320 --------------- X -------------- სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი) .................................... 330 ------------------------- |
ხელმძღვანელი მთავარი ბუღალტერი
დოკუმენტის კომენტარები