დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „კონკურსისა და აუქციონის წესით წიაღით სარგებლობის უფლებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165 |
| დოკუმენტის მიმღები | გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 29/10/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, 0, 29/11/1996 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/11/1996 - 01/05/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.012.000.165
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №165
1996 წლის 29 ოქტომბერი
ქ.თბილისი
„კონკურსისა და აუქციონის წესით წიაღით სარგებლობის უფლებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის „წიაღის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს ინსტრუქცია „კონკურსისა და აუქციონის წესით წიაღით სარგებლობის უფლებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ” დანართის მიხედვით.
ნ. ჩხობაძე
ინსტრუქცია
კონკურსისა და აუქციონის წესით წიაღით სარგებლობის უფლებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
1. ზოგადი დებულებანი
1.1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიის გაცემისათვის გამოცხადებული კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) და აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ჩატარების წესებს, აგრეთვე კონკურსის და აუქციონის ორგანიზატორთა და მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს.
1.2. „წიაღის შესახებ” კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიას (შემდგომში – ლიცენზია) საკონკურსო და აუქციონის წესით გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. კონკურსის მომზადება
2.1. კონკურსის წესით ლიცენზიის გაცემას ამზადებს სამინისტროს წიაღისა და წიაღისეულის დაცვის სამმართველო (შემდგომში – „სამმართველო).
2.2. სამინისტრო განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების კონკრეტულ ვადას. ამზადებს საინფორმაციო შეტყობინებას სალიცენზიო ობიექტის შესახებ, ავრცელებს მას პრესითა და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
2.3. ინფორმაცია კონკურსზე გასატანი ობიექტების შესახებ უნდა გავრცელდეს კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვისა.
2.4. კონკურსის გამართვის სავარაუდო თარიღებია განცხადების მიღების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
3. კონკურსის მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი
3.1. ლიცენზიის კონკურსით გაცემისას კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველი სამინისტროს წარუდგენს განაცხადს, საკონკურსო მოსაკრებლის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტებს და კანონით გათვალისწინებულ ყველა საბუთს.
3.2. საკონკურსო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სამმართველოს უფროსის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით.
3.3. მონაცემები პრეtენდენტთა შესახებ და მათი განცხადების შინაარსი კონფიდენციალურია, გაეცნობათ მხოლოდ ექსპერტებს და ამისათვის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და არ შეიძლება გამოქვეყნდეს ან გავრცელდეს საკონკურსო განხილვამდე.
4. კონკურსის ჩატარების წესი
4.1. კონკურსს ატარებს სამინისტროსთან არსებული წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭო (შემდგომში – საბჭო).
4.2. საბჭოს მიერ კონკურსის ჩატარების პროცედურის წესს განსაზღვრავს დებულება საბჭოს შესახებ.
4.3. კონკურსში მონაწილეთა მიერ კონკურსის პირობების თანაბრად დაკმაყოფილების შემთხვევაში იმართება აუქციონი.
5. აუქციონის მომზადება
5.1. აუქციონს ამზადებს სამინისტროს წიაღისა და წიაღისეულის დაცვის სამმართველო.
5.2. სამინისტრო განსაზღვრავს აუქციონის ჩატარების კონკრეტულ ვადას, ამზადებს საინფორმაციო შეტყობინებას სალიცენზიო ობიექტის შესახებ, ავრცელებს მას პრესისა და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
5.3. ინფორმაცია აუქციონზე გასატანი ობიექტების შესახებ უნდა გავრცელდეს კონკურსის ჩატარებამდე არუგვიანეს 3 თვისა.
5.4. აუქციონის გამართვის სავარაუდო თარიღებია განცხადების მიღების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
6. აუქციონის ჩატარების წესი
6.1. აუქციონი შეიძლება იყოს ღია და დახურული /ტენდერი/.
6.2. აუქციონს ატარებს სამმართველოს მიერ უფლებამოსილი სამი აუქციონერი.
6.3. აუქციონერი წარადგენს სალიცენზიო ობიექტს, ლიცენზიის გაცემის პირობების და სალიცენზიო მოსაკრებლის სასტარტო ღირებულებას, რომელიც განისაზღვრება წიაღით სარგებლობის უფლების მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობით, აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება სასტარტო ღირებულების გამოცხადების მომენტი.
6.4. ღია აუქციონის მსვლელობისას აუქციონის მონაწილენი სწევენ ხელს და ასახელებენ თავის ფასს, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონერის მიერ გამოცხადებულზე ნაკლები;
აუქციონერი სალიცენზიო მოსაკრებელის საბოლოო ფასის სამჯერადი გამოცხადების შემდეგ ლიცენზიას აცხადებს შეძენილად იმ მონაწილის მიერ, ვინც დაასახელა საბოლოო ფასი.
6.5. ტენდერის (დახურული აუქციონის) მსვლელობისას აუქციონის ყველა მონაწილე ვაჭრობის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში აუქციონერს დახურული პაკეტით გადასცემს სალიცენზიო მოსაკრებელის მათ მიერ შეთავაზებულ მაქსიმალურ საბოლოო ფასს, რომელიც სასტარტო ფასზე ნაკლები არ უნდა იყოს.
6.6. ტენდერის შედეგებს განიხილავს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის სამმართველო სამი კაცის შემადგენლობით.
6.7. ტენდერზე ორი ან მეტი მონაწილის მიერ ერთი და იგივე ფასის შეთავაზების შემთხვევაში, ლიცენზიის გაცემა ხდება ღია აუქციონის წესით.
6.8. აუქციონზე გამარჯვებულმა ხელი უნდა მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს. ოქმს ხელს აწერს აგრეთვე სამივე აუქციონერი და, შესაბამისად, სატენდერო კომისია.
6.9. ოქმი დგება თითო ეგზემპლარად თითოეული ხელმომწერისათვის და დასტურდება სამმართველოს ბეჭდით. მიღებული ოქმი ლიცენზიის გაცემამდე გამარჯვებულისათვის წარმოადგენს დროებით მოწმობას, რომელიც ამტკიცებს მის უფლებას შესაბამის ლიცენზიაზე.
6.10. ოქმში იწერება მონაცემები ლიცენზიის გამცემისა და გამარჯვებულის შესახებ, აგრეთვე სალიცენზიო მოსაკრებლის სასტარტო და საბოლოო ოდენობა.
7. სადავო საკითხების განხილვა
აუქციონის მსვლელობისა და შედეგებთან დაკავშირებულ ყველა სადავო საკითხს განიხილავს სასამართლო.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები