საერთაშორისო სამოქალაქო პროცესი უნივერსალური ხელშეკრულებები კონვენცია, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას

  • Word
საერთაშორისო სამოქალაქო პროცესი უნივერსალური ხელშეკრულებები კონვენცია, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/1961
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 06/06/2007
ძალაში შესვლის თარიღი 14/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000652
  • Word
05/10/1961
გაურკვეველი, -, 06/06/2007
480610000.03.030.000652
საერთაშორისო სამოქალაქო პროცესი უნივერსალური ხელშეკრულებები კონვენცია, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საერთაშორისო სამოქალაქო პროცესი

უნივერსალური ხელშეკრულებები

1. კონვენცია , რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური

დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას

1961 წლის 5 ოქტომბერი

სახელმწიფოებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს მოცემულ კონვენციას, სურთ რა გააუქმონ უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების დიპლომატიური ან საკონსულო ლეგალიზაციის მოთხოვნა, გადაწყვიტეს ამასთან დაკავშირებით დადონ კონვენცია და დათანხმდნენ ქვემოთ მოყვანილ დებულებებს:

    მუხლი 1

მოცემული კონვენცია ვრცელდება ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებიც შესრულებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და წარდგენილი უნდა იყოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ოფიციალურ დოკუმენტებად მოცემული კონვენციით მიჩნეულია:

ა) დოკუმენტები სახელმწიფოს იურისდიქციას დაქვემდებარებული ორგანოსა ან თანამდებობის პირისაგან, მათ შორის, დოკუმენტები პროკურატურისაგან, სასამართლო მდივნის ან სასამართლო აღმასრულებლისაგან;

ბ) ადმინისტრაციული დოკუმენტები;

გ) ნოტარიული აქტები;

დ) ოფიციალური შენიშვნები, როგორიცაა შენიშვნები რეგისტრაციის შესახებ; გარკვეული თარიღის დამადასტურებელი ვიზები; ნოტარიუსთან დაუმოწმებელი დოკუმენტის ხელმოწერის დადასტურება.

ამასთან მოცემული კონვენცია არ ვრცელდება:

ა) დიპლომატიური ან საკონსულო აგენტების მიერ შესრულებულ დოკუმენტებზე;

ბ) უშუალოდ კომერციულ ან საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დოკუმენტებზე.

    მუხლი 2

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ლეგალზაციისაგან ათავისუფლებს დოკუმენტებს, რომლებზეც ვრცელდება მოცემული კონვენცია და რომლებიც წარდგენილი უნდა იყოს მის ტერიტორიაზე. მოცემული კონვენციის მიხედვით ლეგალიზაციაში იგულისხმება მხოლოდ ფორმალური პროცედურა, რომელსაც იყენებენ იმ ქვეყნის დიპლომატიური ან საკონსულო აგენტები, რომლის ტერიტორიაზეც დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი, იმ მიზნით, რომ დადასტურებული იყოს ხელმოწერის უტყუარობა, სტატუსი, რომელიც მოქმედებდა დოკუმენტის ხელმომწერი პირი და, სათანადო შემთხვევაში, იმ ბეჭდის ან შტამპის უტყუარობა, რომლითაც დამტკიცებულია ეს დოკუმენტი.

    მუხლი 3

ერთადერთი ფორმალობა, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმის დასადასტურებლად, ნამდვილია თუ არა ხელმოწერა, სტატუსი , რომლითაც მოქმედებდა დოკუმენტის ხელმომწერი პირი, და სათანადო შემთხვევაში, ნამდვილია თუ არა ბეჭედი ან შტამპი, რომლითაც დამტკიცებულია ეს დოკუმენტი არის მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური პირის აპოსტილი, რომელშიც ეს დოკუმენტი შესრულდა.

მაგრამ წინა აბზაცში ნახსენები ფუნქციები არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ იმ სახელმწიფოში მოქმედი კანონები, წესები ან ჩვეულებები, სადაც წარდგენილია დოკუმენტი, ანდა ორი ან მეტი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მორიგება აუქმებს ან ამარტივებს მოცემულ პროცედურას ან ათავისუფლებს დოკუმენტს ლეგალიზაციისაგან.

    მუხლი 4

3 მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული აპოსტილი აღინიშნება თავად დოკუმენტზე ან ცალკეულ ფურცელზე, რომელიც ერთვის დოკუმენტს, იგი უნდა შეესაბამებოდეს მოცემული კონვენციაზე თანდართულ ნიმუშს. მაგრამ იგი შეიძლება შედგენილი იყოს მისი გამცემი ორგანოს ოფიციალურ ენაზე. მასში მოყვანილი პუნქტები ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს მეორე ენაზე; სათაური (Convention de la Haye du 5 octobre 1961) მოცემული უნდა იყოს ფრანგულ ენაზე.

    მუხლი 5

აპოსტილი აღინიშნება ხელმომწერი პირის ან დოკუმენტის ნებისმიერი შემდგენის შუამდგომლობით.

სათანადო წესით შევსებული, იგი ადასტურებს ხელმოწერის უტყუარობას, სტატუსს, რომლითაც მოქმედებდა დოკუმენტის ხელმომწერი პირი; და, სათანადო შემთხვევაში, იმ ბეჭდის ან შტამპის უტყუარობას; რომლითაც დამტკიცებულია ეს დოკუმენტი.

აპოსტილზე მოყვანილი ხელმოწერა, ბეჭედი ან შტამპი არ საჭიროებს არავითარ დამოწმებას.

    მუხლი 6

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო, ოფიციალური ინსტანციის გათვალისწინებით ნიშნავს იმ ორგანოებს, რომლებსაც ენიჭებათ უფლებამოსილება აღნიშნონ აპოსტილი, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 მუხლის პირველი აბზაცით.

იგი ამ დანიშვნის შესახებ აცნობებს ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ სიგელში ან მოქმედების გავრცელების შესახებ განცხადების ჩაბარების მომენტში. იგი აცნობებს სამინისტროს აგრეთვე ასეთი ორგანპოების დანიშვნაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

    მუხლი 7

ყოველი აღნიშნული ორგანო, რომელიც დანიშნულია მე-6 მუხლის შესაბამისად, უნდა აწარმოებდეს ჩანაწერების წიგნს ან კარტოთეკას, რომელშიც აღრიცხავს აღნიშნულ აპოსტილებს, ამასთან მიუთითებს:

ა) აპოსტილის რიგით ნომერსა და აღნიშვნის თარიღს;

ბ) ოფიციალური დოკუმენტის ხელმომწერი პირის გვარს და იმ სტატუსს, რომლითაც მოქმედებდა პირი, ხოლო ხელმოუწერელი დოკუმენტების შემთხვევაში – ბეჭდის ან შტამპის დამსმელი ორგანოს მითითებით.

ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით აპოსტილის აღმნიშვნელმა ორგანომ უნდა შეამოწმოს შეესაბამება თუ არა მასში მოყვანილი ჩანაწერები იმ ცნობებს, რომლებიც შეტანილია ჩანაწერების წიგნში ან კარტოთეკაში.

    მუხლი 8

თუ ორ ან რამდენიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოს შორის დადებულია იმ დებულებების შემცველი ხელშეკრულება და ისინი შეიცავს დებულებებს, რომლებიც საჭიროებს ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის დამოწმებისათვის ზემოაღნიშნულ ფორმალობებს, მოცემული კონვენცია ითვალისწინებს ამ დებულებებიდან გადახრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათში მითითებული ფორმალობები უფრო მკაცრია, ვიდრე მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული ფორმალობები.

    მუხლი 9

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს, რათა მისმა დიპლომატიურმა ან საკონსულო აგენტებმა არ მოახდინონ ლეგალიზაცია იმ შემთხვევებში, როცა მოცემული კონვენცია ითვალისწინებს ამისგან გათავისუფლებას.

    მუხლი 10

მოცემულ კონვენციას შეუძლიათ ხელი მოაწერონ ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მეცხრე სესიაზე წარმოდგენილმა სახელმწიფოებმა, აგრეთვე ირლანდიამ, ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა და თურქეთმა.

იგი ექვემდებარება რატიფიკაციას და სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

    მუხლი 11

მოცემული კონვენცია ძალაში შედის მე-10 მუხლის მეორე აბზაცით გათვალისწინებული მესამე სარატიფიკაციო სიგელის შესანახად გადაცემის შემდეგ მესამოცე დღეს.

კონვენციის ყოველი ხელმომწერი სახელმწიფოსათვის, რომელმაც მისი რატიფიცირება მოგვიანებით მოახდინა, იგი ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის შესანახად გადაცემის შემდეგ მესამოცე დღეს.

    მუხლი 12

ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ნახსენები მე-10 მუხლში, შეუძლია შეურთდეს მოცემულ კონვენციას მას შემდეგ, რაც იგი ძალაში შევა მე-11 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად. დოკუმენტი შეერთების შესახებ შესანახად გადაეცემა ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

შეერთება მოქმედებს მხოლოდ შეერთებულ სახელმწიფოსა და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში, რომლებიც ამაზე უარს არ იტყვიან ექვსი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მიიღებენ მე-15 მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას. ასეთი უარის შესახებ შეტყობინება იგზავნება ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კონვენცია ძალაში შედის შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც შეერთების წინააღმდეგი, არ წავიდა, და ეს ხდება წინა აბზაცში მითითებული ექვსთვიანი ვადის გასვლიდან მესამოცე დღეს.

    მუხლი 13

ხელმოწერის, რატიფიკაციის ან შეერთების მომენტში ყოველ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ მოცემული კონვენცია ვრცელდება მთელ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც იგი საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს, ან ერთ ან რამდენიმე ასეთ ტერიტორიაზე. ეს განცხადება მოქმედებს მოცემული სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლის მომენტიდან.

შემდგომში ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ მოქმედების ნებისმიერი ამგვარი გავრცელების თაობაზე.

თუ მოქმედების გავრცელების შესახებ განცხადება გააკეთა სახელმწიფომ, რომელმაც ხელი მოაწერა კონვენციას და მოახდინა მისი რატიფიცირება, კოვნენცია ძალაში შედის მასში მითითებული ტერიტორიების მიმართ მე-11 მუხლის დებულებების შესაბამისად. თუ გავრცელების შესახებ განცხადება გააკეთა სახელმწიფომ, რომელიც შეუერთდა კონვენციას, კონვენცია ძალაში შედის მასში აღნიშნული ტერიტორიის მიმართ მე-12 მუხლის დებულებათა შესაბამისად.

    მუხლი 14

მოცემული კონვენცია მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში მე-11 მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად მისი ძალაში შესვლის თარიღიდან მოყოლებული, მათ შორის იმ სახელმწიფოთა მიმართაც, რომლებიც შემდგომში ახდენენ მის რატიფიცირებას ან უერთდებიან მას.

თუ კონვენცია არ იქნა დენონსირებული, მისი მოქმედება მხარეთა უსიტყვო თანხმობით გრძელდება ყოველი შემდგომი ხუთი წლისათვის.

ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ დენონსაციის შესახებ ხუთწლიანი ვადის გასვლამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე.

დენონსაცია შეიძლება შემოიფარგლოს გარკვეული ტერიტორიით, რომელზეც ვრცელდება კონვენციის მოქმედება.

დენონსაციას ძალა აქვს იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც იტყობინება მის შესახებ, კოვნენცია ძალაში რჩება სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიმართ.

    მუხლი 15

ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტრო ატყობინებს მე-10 მუხლში მითითებულ სახელმწიფოებს, აგერთვე მე-12 მუხლის დებულებათა შესაბამისად შეერთებულ სახელმწიფოებს:

ა) მე-6 მუხლის მეორე აბზაცი მითითებული შეტყობინების შესახებ;

ბ) მე-10 მუხლში ნახსენები ხელმოწერისა და რატიფიკაციის შესახებ;

გ) მე-11 მუხლის პირველი აბზაცის დებულებათა შესაბამისად მოცემული კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

დ) მე-12 მუხლში ნახსენები შეერთების ან უარის შესახებ და შეერთების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

ე) მე-13 მუხლში ნახსენები მოქმედების გავრცელების შესახებ და მისი ძალაში ეშსვლის თარიღის შესახებ;

ვ) მე-14 მუხლის მესამე აბზაცში ნახსენები დენონსაციის შესახებ.

რის დასტურადაც სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელისმომწერებმა ხელი მოაწერეს მოცემულ კონვენციას.

შესრულებულია ჰააგაში, 1661 წლის 5 ოქტომბერს, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე (ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ფრანგულ ტექსტს ენიჭება) ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც შესანახად გადაეცემა ნიდერლანდის მთავრობსი არქივებს და რომლის დამოწმებული ასლი დიპლომატიური არხებით ეგზავნება ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მეცხრე სესიაზე წარმოდგენილ თითოეულ სახელმწიფოს, აგრეთვე ირლანდიას, ისლანდიას, ლიხტენშტეინსა და თურქეთს.

კონვენციის დანართი

 

აპოსტილის ნიმუში

აპოსტილს აქვს კვადრატის ფორმა და მისი გვერდი 9 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

 

 

APOSTILLE

(Convention de la HAYE du 5 octobre 1961)

1. ქვეყანა ––––––––––––––––––––––––––––   მოცემულ ოფიციალურ დოკუმენტს

 

2. ხელი მოაწერა (გვარი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

3. წარმოდგენილს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

4. დამტკიცებულია ბეჭდით – შტამპით (დაწესებულების სახელწოდება) - დამოწმებულია

 

5. –––––––––––––––––––––––    6. (თარიღი) ––––––––––––––––––

 

7. (დამმოწმებელი ორგანოს სახელწოდება) ––––––––––––––––––

 

8. № –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

9. ბეჭედი – შტამპი –––––––––––––––––––––––   10. ხელმოწერა ––––––––––––––