დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსი“-სათვის დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 556 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110704021, 05/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №556
ქ. თბილისი
შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსისათვის“ დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 51-ე მუხლის „ა“ და
„ი“ პუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის, ამავე კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 333 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ გაუუქმდეს დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზია (№06-11/5).
2. დაიწყოს შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადი №01014000880), რომელიც ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 333 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.
4. ამ განკარგულების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობოს შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ძალაშია 2011 წლის 1 ივლისიდან.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები