დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110704020, 05/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016154 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №117/ნ
2011 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №12 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №13 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №13 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №12 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.
2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს გლდანი-ნაძალადევის რაიონის თავის მე-7 გრაფა.
3. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №7 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №8 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №7 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №8 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.
4. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს გლდანი-ნაძალადევის რაიონის თავის პირველი გრაფა.
5. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის №43 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის №58 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის №58 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის №43 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.
6. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ძველი თბილისის რაიონის თავის 32-ე გრაფა.
7. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის მიხეილ გრუშევსკის სახელობის №41 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის №56 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის №56 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის მიხეილ გრუშევსკის სახელობის №41 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.
8. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ვაკე-საბურთალოს რაიონის თავის მე-3 გრაფა.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
10. ეს ბრძანება, გარდა მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
11. ბრძანების მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 7 ივლისიდან.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები