დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 116/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110704019, 05/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016153 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №116/ნ
2011 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №164 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №138 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №164 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №138 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.
2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს გლდანი-ნაძალადევის რაიონის თავის 47-ე გრაფა.
3. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №2 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №3 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №3 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №2 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.
4. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის თავის მე-2 გრაფა.
5. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის №18 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის №27 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის №27 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის №18 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.
6. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ძველი თბილისის რაიონის თავის მე-6 გრაფა.
7. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის №131 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის №201 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის №201 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის №131 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.
8. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ისანი- სამგორის რაიონის თავის 57-ე გრაფა.
9.განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდგორის რაიონის სოფ. კიკეთის საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდგორის რაიონის დაბა კოჯრის საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდგორის რაიონის სოფ. კიკეთის საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქ. თბილისის დიდგორის რაიონის დაბა კოჯრის საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.
10.,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს დიდგორის რაიონის თავის მე-7 გრაფა.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
12. ეს ბრძანება, გარდა მე-2, მე-4, მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
13. ბრძანების მე-2, მე-4, მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 7 ივლისიდან.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები