დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 13/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 17/10/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.14.011.006197 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.006.197
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №22
2003 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
“ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1. “ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2003წ., №89, III, მუხ. 761) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
პირველ მუხლში:
ა. მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ვ” ქვეპუნქტი:
“ვ. შპს “სუპერგაზი-იტალია” 33,34”
ბ. მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ბ. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ბუნებრივი გაზის მიღებას ახორციელებენ სს “იტერა-საქართველოდან”:
თეთრი/კუბ.მეტრი
|
№
|
გამანაწილებელი კომპანიების დასახელება |
განაწილება- მიწოდება |
მომხმარება |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1 | სს „ქუთაისიგაზი“ | 8.367 | 25.00 |
| 2 | სს „კასპიგაზი“ | 8.367 | 25.00 |
| 3 | სს „გორიგაზი“ | 8.367 | 25.00 |
| 4 | სს „ზუგდიდიგაზი“ | 10.867 | 27.50 |
| 5 | სს „დუშეთიგაზი“ | 4.250 | 20.67 |
| 6 | სს „მცხეთაგაზი“ | 8.367 | 25.00 |
| 7 | სს „ბოლნისიგაზი“ | 10.037 | 26.67 |
| 8 | სს „მარნეულიგაზი“ - სამრეწველო მომხმარებლებისათვის - დანარჩენი მომხმარებლებისათვის |
7.117 10.867 |
23.75 27.50 |
| 9 | სს „ყვარელიგაზი“ | 10.867 | 27.50 |
| 10 | შპს „ბორჯომიგაზი“ | 8.367 | 25.00 |
| 11 | სს „გარდაბანიგაზი“ | 6.287 | 22.92 |
| 12 | სს „რუსთავიგაზი“ | 8.367 | 25.00 |
| 13 | სს გურჯაანიგაზი“ | 10.037 | 26.67 |
| 14 | სს „მღებრიშვილი XXI საუკუნე“ (ველისციხე) | 10.037 | 26.67 |
| 15 | შპს „იაგანაშვილი და ოროველაშვილი“ (კაჭრეთი) | 10.037 | 26.67 |
|
№
|
გამანაწილებელი კომპანიების დასახელება |
განაწილება- მიწოდება |
მომხმარება |
| 16 | სს „დმანისიგაზი“ | 10.867 | 27.50 |
| 17 | სს „თერჯოლაგაზი“ | 10.037 | 26.67 |
| 18 | სს „წყალტუბოგაზი“ | 9.197 | 25.83 |
| 19 | სს „თეთრიწყაროგაზი“ | 10.867 | 27.50 |
| 20 | შპს „სამტრედიაგაზი“ | 10.037 | 26.67 |
| 21 | სს „დედოფლისწყაროგაზი“ | 10.867 | 27.50 |
| 22 | სს „ხაშურიგაზი“ | 10.037 | 26.67 |
| 23 | სს „თელავიგაზი“ | 8.787 | 25.42 |
| 24 | გიორგი ნადირაძის ი.ს. „აირი“ (გორის რაიონი) | 7.117 | 23.75 |
| 25 | სს „ზესტაფონიგაზი“ | 9.197 | 25.83 |
| 26 | ი.ს. „გია ობგაიძე და მეთანი“ | 7.537 | 24.17 |
| 27 | სს „ქარელიგაზი“ | 7.947 | 24.58 |
| 28 | სს „ლაგოდეხიგაზი“ | 8.367 | 25.00 |
| 29 | შპს „ახალგორიგაზი“ - სამრეწველო მომხმარებლისთვის (შპს „ლომისი“) - დანარჩენი მომხმარებლებისათვის |
5.037 9.197 |
21.67 25.83 |
| 30 | შპს „ბრეთიგაზი“ (ქარელის რაიონი) | 7.947 | 24.58 |
| 31 | სს „ვანიგაზი“ | 10,037 | 26.67 |
| 32 | სს „ბაღდათიგაზი“ | 9.197 | 25.83 |
| 33 | შპს “ჩირაღდანი – 2002” | 8,367 | 25,00 |
| 34 | შპს “ორუჯევი და ჯანმრთელობა” | 8,367 | 25.00 |
“
მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“გ. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ბუნებრივი გაზის მიღებას ახორციელებენ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან”:
თეთრი/კუბური მეტრი
|
№
|
გამანაწილებელი კომპანიების დასახელება |
განაწილება- მიწოდება |
მომხმარება |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1 | სს „დუშეთიგაზი“ | 4.050 | 20.00 |
| 2 | სს „ყაზბეგიგაზი“ | 0.417 | 16.10 |
| 3 | შპს „გამა“ | 4.664 | 20.83 |
| 4 | სს „სიღნაღიგაზი“ | 10.504 | 26.67 |
| 5 | შპს ვ.გ.კ (თიანეთის რაიონი) | 10.504 | 26.67 |
| 6. | შპს “ქობულეთიგაზი” | 10,504 | 26,67 |
| 7 | სს “საჩხერეგაზი” | 8,833 | 25,00 |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნების მე-15 დღიდან.
თავმჯდომარე დ. მირცხულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები