დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ და შპს „მულტიპლექს ენერჯი ტრეიდინგს“ შორის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესახებ 2008 წლის 14 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვრის) განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 29/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 03/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.001145 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/09/2008 - 04/12/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.012.145
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №19
2008 წლის 29 აგვისტო
ქ. ქუთაისი
შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ და შპს „მულტიპლექს ენერჯი ტრეიდინგს“ შორის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესახებ 2008 წლის 14 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვრის) განსაზღვრის შესახებ
შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2008 წლის 29 ივლისის №01/747 წერილის შესაბამისად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე ვადგენთ:
მუხლი 1.
1) ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესახებ შპს „ელექტროენერეგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ და შპს „მულტიპლექს ენერჯი ტრეიდინგს“ შორის 2008 წლის 14 ივლისს გაფორმებული №140708 ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:
T = (T იმპ. X E + U საბ. + U რეგ.) / E
სადაც: T – იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ლარი/კვტსთ);
Tიმპ. – შესაბამისი ხელშეკრულებით „განსაზღვრული ელექტროენერგიის იმპორტის ფასი (ლარი/კვტსთ);
E – ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტსთ);
U საბ. – საბაჟო მოსაკრებელი (ლარი);
U რეგ. – რეგულირების საფასური (ლარი).
მუხლი 2. იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრულმა ტარიფმა არ უნდა გამოიწვიოს მოქმედი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა.
მუხლი 3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები