დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110701023, 01/07/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040230000.22.027.016152 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №83
2011 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დატკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №158, მუხ.1907) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია, კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლების მიერ. რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლების მიერ. კერძო აღმასრულებლები მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე უშუალოდ ახორციელებენ მოვალის მონაცემების რეესტრში რეგისტრაციას და რეესტრიდან პირის ამორიცხვას.“;
2. მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები