საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 07/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.012098
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/1608
07/08/2008
სსმ, 113, 07/08/2008
010240070.22.024.012098
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2008 - 26/01/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.012.098

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1608

2008 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მეხუთე პუნქტის და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 ნოემბრის №1-1/1170 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შარაშიძე

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.

2. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

5. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრივი გამოყენებისთვის.

6. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №12

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა ტურისტთა შემოყვანის, შიდა ტურიზმისა და კურორტების განვითარების ხელშეწყობა.

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა;

ბ) ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) ტურიზმისა და კურორტების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.

დ) საქართველოს ტურისტული იმიჯის პოპულარიზაცია;

ე) საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარდგენა საერთაშორისო პროფესიულ და სამომხმარებლო ბირჟებზე, გამოფენებსა და ბაზრობებში;

ვ) ტურიზმის განვითარების მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობა;

ზ) ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) ტურისტული ინდუსტრიის კადრების მომზადება-გადამზადების მიზნით სასწავლო პროგრამების შექმნაში მონაწილეობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

    მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საერთაშორისო ტურიზმისა და მარკეტინგის სამმართველო

ბ) შიდა ტურიზმისა და ანალიზის სამმართველო

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მართვა

1. დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენის უფროსი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას;

გ) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

დ) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს დეპარატამენტის სახელით;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ტურიზმის სფეროს განვითარებაზე;

ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს წარუდგენს წინადადებებს წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ;

ზ) პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

თ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის საშტატო განრიგს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს.

3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის პერიოდში მის უფლებამოსილებას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. საერთაშორისო ტურიზმის და მარკეტინგის სამმართველო ორგანიზებას უწევს საქართველოს მონაწილეობას საზღვარგარეთ და საქართველოში მოწყობილ გამოფენებში, ბაზრობებში, ბირჟებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; უზრუნველყოფს სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა. შ) მომზადებასა და გავრცელებას; საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის აწყობს პრესტურებს და გაცნობით ტურებს; ქმნის და აახლებს საქართველოს ტურისტულ ვებ-გვერდებს; წარმართავს საერთაშორისო ურთიერთობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

2. შიდა ტურიზმის და ანალიზის სამმართველო უზრუნველყოფს შიდა ტურიზმისა და კურორტებთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ) მომზადებასა და გავრცელებას; კოორდინაციას უწევს შიდა ტურიზმისა და კურორტების სფეროში პროექტების შემუშავებას და განხორციელებას; უზრუნველყოფს შიდა ტურისტული ბაზრის ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავებას; აგროვებს და აანალიზებს ტურიზმის სფეროში სტატისტიკურ მონაცემებს, აწარმოებს შესაბამის ანალიზს.

    მუხლი 6. დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგება და საქმეთამმართველობა

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს; ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებასა და მოძრაობას.

    მუხლი 7. მატერიალური უზრუნველყოფა

დეპარტამენტს თავისი მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად გადაცემული აქვს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება, საბიუჯეტო სახსრები.

    მუხლი 8. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

დეპარატმენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.