„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/10/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49(56), 06/10/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000877
  • Word
219
04/10/1999
სსმ, 49(56), 06/10/1999
000000090.01(2).003.000877
„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი             090.012.003.877

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ერთობლივი ბრძანება №219/235

1999 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების შესრულების მიზნით, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 ინავრის №23/18 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულებაში:

1. მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებზე აქციზური მარკების გაცემა ხორციელდება მათ შესაძენად შესაბამის ანგარიშზე აქციზის გადახდის შესახებ საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი ცნობის და აქციზის გადახდის შესახებ საგადასახადო დავალების ასლის ან ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრის, ასევე აქციზური მარკების ანგარიშზე წარმოშობილი ზედმეტობით აქციზური მარკების შესაძენად შესაბამისი საგადასახდო ინსპექციის მიერ გაცემული და საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამოწმებული ცნობის საფუძველზე. აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტიორებზე – აქციზის გადასახადის (იმპორტულ თამბაქოს ნაწარმზე ფიქსირებული გადასახადის) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი, საგადასახადო დავალების ან ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრის ასლის საფუძველზე.

2. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. გამოუსადეგარი, დაზიანებული აქციზური მარკების დიდ რაოდენობისა და არათანმიმდევრული წყობის შემთხვევაში დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მათი რაოდენობის მიხედვით, თვლით მიღება და შემდეგ დადგენილი წესის შესაბამისად განადგურება.“.

აღნიშნული დამატებები და ცვლილებები ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით მისი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემდეგ.

დ. ონოფრიშვილი

მ. ჩიკვილაძე