ევროპის სოციალური ქარტია

ევროპის სოციალური ქარტია
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 07/10/2005
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000559
-
03/05/1996
გაურკვეველი, -, 07/10/2005
480610000.03.030.000559
ევროპის სოციალური ქარტია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპის სოციალური

ქარტია

(შესწორებული)

სტრასბურგი, 3.V. 1996

პრეამბულა

ქვემორე ხელისმომწერი ევროპის საბჭოს წევრი მთვრობები, ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო მჭიდრო ერთიანეობის მიღწევა იმ იდეებისა და პრინციპების დაცვისა და რეალიზაციისათვის, რომლებიც წარმოადგენენ მათ საერთო მემკვიდრეობას, და ასევე მათი სოციალური და კონომიკური პროგრესისათვის ხელის შეწყობა, კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და მათი შემდგომი რეალიზაცია;

ითვალისწინებენ რა, რომ 1950 წლის 4 ნოემბერს ქ. რომში ხელმოწერილ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ უზრუნველყონ მათი მოსახლეობისათვის კონვენციით განსაზღვრული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები;

ითვალისწინებენ რა, რომ 1961 წლის 18 ოქტომბერს ქ. ტურინში ხელმოსაწერად გახსნილ ევროპის სოციალურ ქარტიაშიდა ასევე, მის ოქმებში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ უზრუნველყონ მათი მოსახლეობისათვის ქარტიით განსაზვრული სოციალური უფლებები იმისათვის, რომ გააუმჯობესონ მათი ცხოვრების დონე და სოციალური კეთილდღეობა.

მხედველობაში იღებენ რა, რომ ადამიანის უფლებების შესახებ რომში ჩატარებმულმა კონფერენციამ, 199/ წლის 5 ნოემბერს ხაზი გაუსვა, ერთის მხრივ ადამიანის უფლებათა განუყოფელი ბუნეის დაცვას, იქნება ეს სამოქალაქო; პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული უფლებები, და მეორეს მხრივ, ევროპის სოციალური ქარტიისათვის ახალი იმპულსის მიცემის საჭიროებას;

როგორც ეს დადგენილ იქნა 1991 წლის 21 და 22 ოქტომბერს ქ. ტურინში მინისტრთა კონფერენციის შეხვედრისას მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყდა ქარტიის ძირითადი შინაარსის განახლება და ადაპტაცია, რათა კერძოდ, მხედველობაში იქნას მიღებული ის ფუნდამენტალური სოციალური ცვლილებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ტექსტის მიღების შემდეგ;

აღიარებენ რა შესწორებულ ქარტიაში, რომელმაც ეტაპობრივად უნდა დაიკავოს ევროპის სოციალური ქარტიის ადგილი, ქარტიაში შეტანილი ცვლილებებითა და მისი 1988 წლის დამატებითი ოქმით გარანტირებული უფლებების უპირატესობასა და ახალი უფლებების დამატებას, შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

I ნაწილი

1. მხარეები თავიანთი პოლიტიკის მიზნად აღიარებენ, იხელმძღვანელონ ყველა შესაბამისი საშუალებებით, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ხასიათის, რათა მიაღწიონ ისეთ პირობებს, რომლებშიც შესაძლებელი იქნება შემდეგი უფლებებისა და პრინციპების ეფექტური განხორციელება.

2. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიმუშავოს მისი ცხოვრების სახსრები საქმიანობით, რომელშიც იგი თავისუფლად ჩაერთვება.

3. ყველა მუშაკს აქვს უფლება შომის უსაფრთხო და ჯანმრთელ პირობებზე.

4. ყველა მუშაკს აქვს უფლება ჰქონდეს სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც შეესაბამება საცხოვრებელ სტანდარტებს თავისთვის და თავიანთი ოჯახებისათვის.

5. ყველა მუშაკსა და დამქირავებელს აქვს გაერთიანების თავისუფლების უფლება ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით.

6. ყველა მუშაკსა და დამქი რავებელს აქვს კოლექტიური ხელშეკრულების დადების უფლება.

7. ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ სპეციალური დაცვის უფლება, მათ წინაშე მდგარი ფიზიკური და მორალური საფრთხის წინააღმდეგ.

8. დასაქმებული ქალები დედობის შემთხევაში სარგებლობენ დაცვის სპეციალური უფლებით.

9. ყველას აქვს შესაბამისი პროფესიული ორიენტაციის უფლება, რომელიც ეხმარება მას აირჩიოს სამუშაო, რომელიც შეესაბამება მის პირად უნარსა და ინტერესებს.

10. ყველას აქვს შესაბამისი პროფესიული მომზადების შესაძლებლობის უფლება.

11. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ნებისმიერი ზომებით, რომელიც საშუალებას აძლევს მას ისარგებლოს შეაძლებელი უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებით.

12. ყველა მუშაკსა და მასზე დამოკიდებულ პირებს აქვთ სოციალური დაცვის უფლება.

13. ყველას, ადეკვატური საშუალებების გარეშე აქვს სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლება.

14. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით.

15. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოების ცხოვრებაში მონაწიელობის უფლება.

16. ოჯახს, როგორც საზოგადოების ფუნდამენტალურ ნაწილს, უფძლება აქვს ისარგებლოს შესაბამისი სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვით მისი სრული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

17. ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ შესაბამისი სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვის უფლება.

18. ნებისმიერი მხარის მოქალაქეებს აქვთ უფლება დაკავებულნი იყვნენ შემოსავლიანი საქმიანობით ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის მოქალაქეებთან თანასწორობის საფუძველზე; იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც ეფუძნებიან შესაბამის ეკონომიკურ ან სოციალურ მიზეზებს.

19. მიგრანტ მუშაკებს, რომლებიც არიან მხარის მოქალაქეები და მათ ოჯახებს აქვთ სხვა მხარის ტერიტორიაზე დაცვისა და დახმარების მიღების უფლება.

20. ყველა მუშაკს აქვს თანასწორი შესაძლებლობებისა და თანასწორი მოპყრობის უფლება დასაქმების შემთხვევაში, სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე.

21. მუშაკებს აქვთ უფლება ინფორმირებულნი იყვნენ და გაეწიონ კონსულტაციები შრომით დაწესებულებაში.

22. მუშაკებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ შრომით დაწესებულებაში შრომის პირობების, შრომის გარემოს განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში.

23. ყველა ხანდაზმულ პირს აქვს სოციალური დაცვით სარგებლობის უფლება.

24. ყველა მუშაკს აქვს დაცვის უფლება მისი დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

25. ყველა მუშაკს აქვს თავისი მოთხოვნის წარდგენის უფლება დამსაქმებლის გაკოტრების შემთხვევაში.

26. ყველა მუშაკს აქვს ღირსების დაცვის უფლება სამუშაო ადგილზე.

27. ყველა პირს, რომელსაც აკისრია ოჯახური ვალდებულებები და რომელიც დასაქმებულია ან სურს დასაქმდეს, აქვს ამის უფლება დისკრიმინაციის გარეშე, სამუშაოსა და ოჯახთან დაკავშირებულ ვალდებულებებს შორის რაიმე წინააღმდეგობის გარეშე.

28. მუშაკთა წარმომადგენლებს დაწესებულებაში აქვთ მათთვის საზიანო ქმედებებისაგან დაცვისუ ფლება და უნდა ისარგებლონ შესაბამისი საშუალებებით თავიანთი ფუნქციების განსახორციელებლად.

29. ყველა მუშაკს უფლება აქვს ინფორმირებული იყოს და გაეწიოს კონსულტაციები გათავისუფლების კოლექტიური პროცედურების დროს.

30. ყველას აქვს სიღარიბისა და სოციალური გარიყულობისაგან დაცვის უფლება.

31. ყველას აქვს უფლება საცხოვრებელ ადგილზე.

 

II ნაწილი

მხარეები ვალდებულებას იღებენ, როგორც განსაზღვრულია III ნაწილში, მიიჩნიონ თავი ვალდებულებად შემდეგ მუხლებს და პუნქტებში გათვალისწინებული ვალდებულებებით.

    მუხლი 1 შრომის უფლება

შრომის უფლების ეფექტური განხორციელების უზრნუველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1.მათ ერთ–ერთ ძირითად მიზნად და ვალდებულებად აღიარონ დასაქმების მაქსიმალურად შესაძლო მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, შემდგომში სრული დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით;

2. ეფექტურად დაიცვან მუშაკის უფლება გამიმუშაოს საარსებო სახსრები მის მიერ თავისუფლად არჩეული საქმიანობით;

3.შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმების უფასო სამსახურები ყველა მუშაკისათვის;

4. უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შესაბამისი პროფესიული ორიენტაციის საშუალებებს, პროფესიულ მომზადებასა და რეალიზაციას.

    მუხლი 2 უფლება შრომის სამართლიან პირობებზე

შრომის სამართლიან პირობებზე უფლების ეფექტური განხორციელეის ურუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1. უზრუნველყონ გონივრული დღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათების რაოდენობა და სამუშაო კვირის თანმიმდევრული შემცირება, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა შრომის პროდუქტიულობის გაზრდა და სხვა შესაბამისი ფაქტორები;

2. უზრუნველყონ სახელმწიფო უქმე დღეების ანაზღაურება;

3. უზრუნველყონ მინიმუმ ოთხკვირიანი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება;

4. აღმოფხვრან რისკი შინაგანად სახიფათო და არაჯანმრთელ სამუშაოებზე, ხოლო იქ, სადაც ჯერ–ჯერობით შეუძლებელია ამ რისკის აღმოფხვრა ან საკმარისად შემცირება, უზრუნველყონ ან სამუშაო საათების შემცირება ან დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება ამ საქმინობით დაკავებული მუშაკებისათვის.

5. უზრუნველყონ ყოველკვირეული დასვენების პერიოდი, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა ემთხვეოდეს შესაბამის ქვეყვანაში ან რეგიონში ტრადიციით ან ჩვეულებით აღიარებულ დასვენების დღეს.

6. უზრუნველყონ, რომ მუშაკები წერიოლობითი ფორმით იყვნენ ინფორმირებულნი, რაც შეიძლება სწრაფად და ყველა შემთხვევაში არა უგვიანეს ორი თვისა მათი დასაქმების დაწყების თარიღიდან, კონტრაქტის ან მათი შრომითი ურთიერთობების ძირითადი ასპექტების შესახებ;

7. უზრუნველყონ, რომ მუშაკებმა, რომლებიც ასრულებენ ღამის სამუშაოებს, ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომლებიც ითვალისწინებენ სამუშაოს სპეციფიკურ ხასიათს.

    მუხლი 3 უფლება უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებზე

უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, დამსაქმებელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან კონსულტაციებთან მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1.ჩამოაყალიბონ, განახორციელონ და პერიოდულად გადახედონ შრომის უსაფრთხოების, შრომის ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის ძირითადი მიზანი არის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება და უბედური შემთხვევებისა და ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილება, რომლებიც გამომდინარეობენ, დაკავშირებულნი არიან ან ადგილი აქვთ შრომის დროს, კერძოდ იმ რისკის მინიმუმამდე შმცირებით, რომელიც თან სდევს შრომით გარემოს.

2. მიიღონ უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული წესები.

3. უზრუნველყონ ასეთი წესების შესრულება ზედამხედველობის ზომების მეშვეობით;

4. ხელი შეუწყონ პრევენციული და საკონსულტაციო ფუნქციების მქონე ყველა მუშაკისათვის ჯანმრთელობის სამსახურების პროგრესულ განვითარებას.

    მუხლი 4 უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე

სამართლიან ანაზღაურებაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1.აღიარონ მუშაკთა უფლება ისეთ ანაზღაურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს;

2.აღიარონ მუშაკთა უფლება გაზრდილი ანაზღაურების მიღებაზე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, ცალკეულ შემთხვევებში გამონაკლისების გათვალისწინებით;

3. აღიარონ ქალი და მამაკაცი მუშაკების უფლება თანაბარი ღირებულების სამუშაოსათვის თანაბარი ანაზღაურების მიღებაზე;

4. აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, იყოს გონივრული ვადით ადრე ინფორმირებული მისი დასაქმების შეწყვეტის შესახებ;

5.დაუშვას ხელფასებიდან გამოქვითვა მხოლოდ ეროვნული კანონებით ან წესებით განსაზღვრული ან კოლექტიურ ხელშეკრულებაში ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული პირობებითა და ზომით.

ამ უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა მიღწეულ იქნება თავისუფლად დადებული კოლექტიური ხელშეკრულებების, კანონით განსაზღვრული ხელფასის დადგენის მექანიზმის ან ეროვნული პირობების შესაბამისი სხვა საშუალებებით.

    მუხლი 5 ორგანიზების უფლება

თავიანთი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დასაცავად მუშაკთა და დამსაქმებელთა მიერ ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნისა და ამ ორგანიზაციებში გაერთიანების თავისუფლებსი უზრუნველყოფისა და წახალისების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ გაითვალისწინებს ისეთ ნორმებს, რომ ხელი შეეშალოს და არ იქნება გამოყენებული იმგვარად, რომ დაბრკოლდეს ამ თავისუფლებით სარგებლობა. ის ზომა, რომლითაც ამ მუხლით უზრუნველყოფილი გარანტიები გამოიყენება პოლიცის მიმართ, განისაზღვრება ეროვნული კანონებით ან წესებით. პრინციპი, რომელიც არეგულირებს ამ გარანტიების გამოყენებას შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების და ზომა რომლებითაც ისინი გამოიყენებიან ამ კატეგორიის პირების მიმართ, ასევე განისაზღვრება ეროვნული კანონებით ან კანონქვემდებარე აქტებით.

    მუხლი 6 კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება

კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1.ხელი შეუწყონ ერთობლივი კონსულტაციებს მუშაკებსა და დამსაქმებლებს შორის;

2. აუცილებლობის და მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ხელი შეუწყონ დამსაქმებლებს ან დამსაქმებელთა ორგანიზაციებს და მუშაკთა ორგანიზაციებს შორის ნებაყოფლობითი მოლაპარაკებების მექანიზმს, კოლექტიური შეთანხმებების საფუძველზე დასაქმების ვადების ადა პირობების მოწესრიგების მიზნით;

3. ხელი შეუწყონ მორიგებისა და ნებაყოფლობითი არბიტრაჟის შესაბამისი მექანიზმის შექმნასა და გამოყენებას შრომითი დავების გადასაწყვეტად;

და აღიარებენ:

4. მუშაკთა და დამსაქმებელთა უფლებას კოლექტიურ მოქმედებაზე ინტერესთან კონფლიქტის შემთხვევაში, გაფიცვის უფლების ჩათვლით, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდნენ ადრე დადებული კოლექტიური შეთანხმებებიდან.

    მუხლი 7 ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლება დაცვაზე

ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნვლყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1.უზრუნველყონ, რომ სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი უნდა შეადგენდეს 15 წელს, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ბავშვები დასაქმებულნი არიან კანონით გათვალისწინებულ მსუბუქ სამუშაოზე, რაც ზიანს არ აყენებს მათ ჯანმრთელობას, ზნეობას ან განათლებას;

2.უზრუნველყონ, რომ სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი შეადგენდეს 18 წელს იმ საქმიანობის მიმართ; რომლებიც მიიჩნევიან სახიფათო ან არაჯანმრთელ სამუშაოებად;

3. უზრუნველყონ, რომ ის პირები, რომლებსაც არ დაუსრულებიათ სავალდებულო განათლება, არ იყვნენ დასაქმებულნი ისეთი სამუშაოებით, რომელბიც ჩამოართმევს მათ სრული განათლების მიღების საშუალებას;

4. უზრუნველყონ, რომ 18 წლამდე ასაკის პირებისათვის სამუშაო საათები იყოს შეზღუდული მათი განვითარების საჭიროებების კერძოდ, მათი პროფესიული მომზადების შესაბამისად;

5. აღიარონ ახალგაზრდა მუშაკთა და შეგირდთა უფლება სამართლიანი ხელფასის ან ხვაგვარი შესაბამისი გასამრჯელოს მიღებაზე;

6. უზრუნველყონ, რომ ჩვეულებრივი სამუშაო დღის განმავლობაში ახალგაზრდების მიერ პროფესიულ მომზადებაზე დახარჯული დრო დამსაქმებლის თანხმობით მიჩნეულ იქნას სამუშაო დღის ნაწილად;

7.უზრუნველყონ, რომ 18წლამდე ასაკის პირებს ჰქონდეთ უფლება ყოველწლიურ მინიმუმ ოთხკვირიან ანაზღაურებად შვებულებაზე;

8. უზრუნველყონ, რომ 18 წლამდე ასაკის პირები არ იყვნენ დასაქმებულნი ღამის სამუშაოებზე ეროვნული კანონებით ან წესების განსაზღვრული გარკვეული სამუშაოების გარდა;

9. უზრუნველყონ, ომ 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან ეროვნული კანონებითა და წესებით განსაზღვრულ სამუშაოებზე, დაექვემდებარონ რეგულარულ სამედიცინო კონტროლს;

10 უზრუნველყონ, სპეციალური დაცვა ფიზიკური და მორალური ზიანისაგან, რომელსაც შეიძლება დაექვემდებარონ ბავშვები და ახალგაზრდები, და კერძოდ, იმ ზიანისაგან, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს მათი საქმიანობიდან.

    მუხლი 8 დასაქმებულ ქალთა დედობის დაცვის უფლება

დასაქმებული ქალების დედობის უფლების დაცვის ეფექტური განხრციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1.ანაზღაურებადი შვებულებით,ადეკვატური სოციალური უზრუნველყოფით ან სახელმწიფო ფონდებით გათვალისწინებული შეღავათებით უზრუნველყონ დასაქმებული ქალებისათვის ბავშვის დაბადაბემდე და ბავშვის დაბადების შემდეგ არანაკლებ თოთხმეტი კვირის ხანგრძლივობის დეკრეტული შვებულება;

2. უკანონოდ მიიჩნიონ დამსაქმებლის მიერ ქალისათვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება, ქალის მიერ მისი ფეხმძიმობის შესახებ დამსაქმებლისათვის შეტყობინებიდან დეკრეტული შვებულების დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში, ან ქალისათვის მისი გათავისუფლების შესახებ შეტყობინების გადაცემა ამ პერიოდის ამოწურვისას.

3. უზრუნველყონ დედების მიერ შესვენების გამოყენების უფლება ამ მიზნისათვის.

4. დაარეგულირონ ორსული, მელოგინე და ჩვილ ბავშვზე მზრუნველი ქალების დასაქმება ღამის სამუშაოებზე.

5. აკრძალონ ორსული, მელოგინე და ჩვილ ბავშვზე მზრუნველი ქალების ადსაქმება მიწისქვეშა სამთამადნო და ყველა სხვა სხვა სამუშაოზე, რომელიც შეუფერებელია მათთვის საშიში, არაჯანმრთელი ან მძიმე ბუნების გამო და მიიღონ სათანადო ზომები ამ ქალების დასაქმების უფლების დასაცავად.

    მუხლი 9 პროფესიული ორიენტაციის უფლება

პროფესიულ ორიენტაციის უფლების ეფექტური განხრციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აუცილებლობის შესაბამისად უზრუნველყონ ან ხელი შეუწყონ ისეთი სამსახურების არსებობას, რომლებიც დაეხმარება ყველა პირს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩათვლით, გადაჭრან დასაქმების არჩევასთან და პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებული პრობლემები პირის თავისებურებისა და დასაქმების შესაძლებლობასთან მისი დამოკიდებულების სათანადოდ გათვალისწინებით: ამ დახმარების გაწევა უნდა მოხდეს უფასოდ, როგორც ახალგაზრდებისათვის სკოლსი მოსწავლეთა ჩათვლით, ასევე მოზრდილებისთვისაც.

    მუხლი 10 პროფესიული მომზადების უფლება

პროფესიულ მომზადებაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1.აუცილებლობის შესაბამისად, უზრუნველყონ ან ხელი შეუწყონ ყველა პირის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩათვლით, ტექნიკურ და პრფოესიულ მომზადებას დამსაქმენბელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან კონსულტაციებით და უზრუნველყონ უმაღლესი ტექნიკური და საუნივერსიტეტო განათლების ხელმისაწვდომობის საშუალებები მხოლოდ პიროვნული შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2. უზრუნველყონ ან ხელი შეუწყონ შეგირდთა სწავლების და სხვა მეთოდურ სისტემების შექმნას სხვადასხვა სპეციალობებში ახალგაზრდა ვაჟებისა და გოგონების მომზადების მიზნით.

3. საჭიროებისამებრ უზრუნველონ ან ხელი შეუწყონ:

ა) ადეკვატურ და არსებულ ხელმისაწვდომ პროფესიული მომზადების საშუალებებს მოზრდილი მუშაკებისათვის;

ბ) სპეციალურ საშუალებებს მოზრდილი მუშაკების გადამზადების მიზნით, რაც განპირობებულია ტექნოლოგიური განვითარეით ან დასაქმების სფეროში ახალი ტენდენციების შემოღებით;

4. საჭიროებისამებრ უზრუნველყონ ან ხელი შეუწყონ სპეციალურ ზომებს დიდი ხნის უმუშევართა გადამზადებისა და შრომით პროცესში რეინტეგრაციისათვის;

5. წაახალისონ შემდეგი ზომებით უზრუნველყოფილი შეღავათების სრული გამოყენება:

ა) ნებისმიერი გაასახადის ან მოსაკრებელის შემცირება ან გაუქმება;

ბ) ფინანსური დახმარების გაწევა შესაბამის შემთხვევებში;

გ) მისი დამსაქმებლის მოთხოვნით მუშაკის მიერ დამატებით პროფესიულ მომზადებაზე დახარჯული დროით ჩათვლა ჩვეულებრივ სამუშაო საათებში;

დ) შესაბამისი ზედამხედველობის საშუალებებით, დამსაქმებელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან კონსულტაციებით შეგირდთა სწავლებისა და პრფოესიული მომზადების სხვა საშუალებათა ეფექტურობის უზრუნველყოფა ახალგაზრდა მუშაკებისათვის, და ზოგადად, ახალგაზრდა მუშაკების სათანადო დაცვა.

    მუხლი 11 ჯანმრთელობის დაცვის უფლება

ჯანმრთელობის დაცვაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უშუალოდ ან საჯარო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიიღონ ზომები, რომლებიც, კერძოდ, მიზნად ისახავენ:

1. ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრას;

2. ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის წახალისებისათვის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საშუალებების უზრუნველყოფას;

3. შეძლებისდაგვარად ეპიდემიურ, ენდემურ და სხვ დაავადებათა, ისევე როგორც, უბედურ შემთხვევათა აღკვეთას.

    მუხლი 12 სოციალური უზრუნველყოფის უფლება

სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1. შექმნან ან შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა;

2. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც სულ მცირე თანაბარი უნდა იყოს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიცირებისათვის აუცილებელი დონის;

3. ეცადონ ეტაპობრივად მაღალ დონეზე აიყვანონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა;

4. მიიღონ ზომები სათანადო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების დადებით ან სხვა საშუალებებით და ასეთ შეთანხმებებში გათვალისწინებული პირობების დაცვით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ:

ა) მათი მოქალაქეებისა და სხვა მხარეების მოქალაქეებისათვის ერთნაირი რეჟიმი სოციალური უზრუნველყოფის უფლებებთან მიმართებით, რაც მოიცავს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე შეღავათების შენარჩუნებას, მიუხედავად მხარეებს შორის ტერიტორიებზე იმ პირთა ნებისმიერი გადაადგილებისა, რომლებიც სარგებლობენ შესაბამისი შეღავათებით;

ბ) სოციალური უზრუნველყოფის უფლებათა მინიჭება; შენარჩუნება და აღდგენა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა თითოეული ხელეშმკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად დაზღვევის პერიოდისა და დამთავრებელი სამუშაო სტაჟის აკუმულირება.

    მუხლი 13 სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლება

სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1. უზრუნველყონ, რომ ნებისმიერ პირს; რომელსაც არ გააჩნია ადეკვატური სახსრები და არ შეუძლია მათი მოპოვება საკუთარი ძალებით ან სხვა საშუალებებით, კერძოდ სათანადო დახმარებით, ავადმყოფობის შემთხვევაში შესაბამისი მოვლით, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში გათვალისწინებული შეღავათების გამოყვენებით.

2. უზრუნველყონ, რომ ასეთი დახმარების მიმღები პირები ამ მიზეზით არ უნდა დაზარალდნენ მათი პოლიტიკური და სოციალური უფლებების შეზღუდვით.

3. უზრუნველყონ თითოეული პირის მიერ შესაბამისი საჯარო და კერძო სამსახურების კონსულტაციებითა და დახმარებით სარგებლობა, პირადი ან ოჯახურ პრობლემათა ღმოფხვრის, თავდან აცილების ან შემსუბუქების მიზნით.

4. სოციალური და სამედიცინო დახმარების შესახებ ევროპსი 1953 წლის 11 დეკემბრის პარიზში ხელმოწერილი კონვენციის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გამოყიენონ ამ მუხლის 1–ლი, მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები სხვა მხარეთა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე.

    მუხლი 14 სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება

სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულება იღებენ:

1. ხელი შეუწყონ ან უზრუნველყონ ისეთი სამსახურების შექმნა; რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდების გამოყენებით. ხელს შეუწყობენ, როგორც ცალკეული პირების, ასევე საზოგადოებაში ჯგუფების კეთილდღეობასა და განვითარებას და მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან;

2. ხელი შეუწყონ ცალკეული პირების და ნებაყოფლობითი ან სხვა ორგანიზაციათა მონაწილეობას ასეთი სამსახურების შექმნასა და შენარჩუნებაში.

    მუხლი 15 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება

ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლელობების ხასიათისა წარმოშობის მიზეზის მიუხედავად; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის; სოციალური ინტეგრაციის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების ეფექტურად განხოციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1. მიიღონ აუცილებელი ზომები ზოგადი სქემების ფარგლებში, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორიენტაცია და პროფესიული მომზადება, ხოლო თუ ეს შესაძლებელი არ არის სპეციალიზებული საჯარო ან კერძო ორგანოების მეშვეობით;

2. ხელი შეუწყონ მათ ხელმისაწვდომობის დასაქმებისადმი ყველა ზომის საშუალებით, რომელიც მიზნად ისახავს დამსაქმებელთა წახალისებას დაიქირაონ და დასაქმებული ყავდეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ჩვეულებრივ სამუშაო გარემოში და მიუსადაგონ სამუშაოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროების, ხოლო იქ, სადაც ეს შეუძლებელია უუნარობის გამო, ისეთი სამუშაო ადგილების უზრუნველყოფით ან შექმნით, რომელიც შესაბამისობაში იქნება შესაძლებლოების ხარისხთან, განსაზღვრულ შემთხვევებში, ასეთი ზომები შეიძლება მოითხოვდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისა და მხარდაჭერის სპეციალური სამსახურების გამოყენებას;

3. ხელი შეუწყონ მათ სრულ სოციალურ ინტეგრაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, კერძოდ იმ საშუალებებით, რომლებიც შეიცავენ ტექნიკურ დახმარებას, რომელიც მიზნად ისახავს კომუნიკაციისა და გადაადგილესი სფეოში არსებული ბარიერებსი აღმოფხვრას, ტრანსპორტითა და საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფას, კულტურულ ღონისძიებებისაა და დასვენების ხელმისაწვდომობას.

    მუხლი 16 ოჯახის სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება

საზოგადოების ფუნდამენტალური ერთეულის – ოჯახის სრული განვითარებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მხარეები ვალდებულებას იღებენ ხელი შეუწყონ ოჯახური ცხოვრების ეკონომიკურ, სამართლებრივ და სოციალურ დაცვას, ისეთი საშუალებებით, როგორიცაა სოციალური და ოჯახისათვის განკუთვნილი დახმარება, საგადასახადო შეღავათები, ოჯახის უზრუნველყოფა თანშესაფრით, შეღავათები ახალდაქორწინებულთათვის და სვხა შესაბამისი შეღავათები.

    მუხლი 17 ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება

ბავშვებისა და ახალგაზრდა პირების უფლების – აღიზარდონ ისეთ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს მათი პიროვნების და მათი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სრულ განვითარებას, ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უშუალოდ ან საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიიღონ ყველა სათანადო და აუცილებელი ზომა, რომელიც მიზნად ისახავს:

1. ა) ბავშვებისა და ახალგაზრდების მათი მშობლების უფლებებისა და მოვალეობების გათვალისწინებით მოვლის, დახმარების, განათლებისა და მომზადების უზრუნველყოფა, რომელიც მათ ესაჭიროებათ, კერძოდ ამ მიზნისათვის საკმარისი და ადეკვატური ინსტიტუტებისა და სამსახურებით შექმნითა და შენარჩუნებით;

ბ) ბავშვებისა და ახალგაზრდების დაუდევრობისაგან, ძალადობისაგან ან ექსპლუატაციისაგან დაცვა;

გ) უზრუნველყონ სახელმწიფოს მხრიდან იმ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და მათთვის სპეციალური დახმარების გაწევა,რომლებიც დროებით ან განსაზღვრული ვადით მოკლებულნი არიან ოჯახურ მზრუნველობას;

2. უზრუნველყონ ბავშვებისა და ახალგაზრდების უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება,ისევე როგორც, მათ მიერ სკოლებში რეგულარული დასწრების წახალისება;

    მუხლი 18 სხვა მხარეთა ტერიტორიაზე შემოსავლიანი საქმიანობის განხორციელებაში ჩაბმის უფლება

სხვა მხარეების ტერიტორიაზე შემოსავლიანი საქმიანობის განხორციელებაში ჩაბმის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

1. შეინარჩუნონ ან დააკმაყოფილონ, რომ შენარჩუნებულ იქნას ასეთ მუშაკთა დახმარების სათანადო და უფასო სამსახურები, კერძოდ, ზუსტი ინფორმაციის მიღებით და გადადგან ყველა სათანადო ნაბიჯი, ემიგრაციასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი პროპაგანდის წინააღმდეგ, იმ ზომით, რითაც ეროვნული კანონები და კანონქვემდებარე აქტები ამის საშუალებას იძლევიან;

2. მიიღონ სათანადო ზომები მათი იურისდიქციის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ასეთი მუშაკებისა და მათი ოჯახების გამგზავრებას, მგზავრობასა და მიღებას და მათი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყონ სათანადო სამსახურები მგზავრობის დროს ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარებისა და კარგი ჰიგიენური პირობების შესაქმნელად.

3. შესაბამისად მხარი დაუჭირონ თანამშრომლობას საჯაო და კერძო სოციალურ სამსახურებს შორის ემიგრაციისა და იმიგრაციის ქვეყნებში;

4. დაიცვან მათ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკებისათვის, იმ ზომით, რითაც ხდება ამ ზომების რეგულირება კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით ან რომლებიც ექვემდებარებიან ხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოების კონტროლს, არანაკლებ შეღავათიანი რეჟიმი, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც მოქმედებს მათი საკუთარი მოქალაქეების მიმართ შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:

ა) შრომის ანაზღაურება და დასაქმებისა და მუშაობის სხვა პირობები;

ბ) პროფესიული კავშირების წევრობა და კოლექტიურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული უპირატესობებით სარგებლობა.

გ) დაბინავება;

5. დასაქმებულ პირთათვის დაწესებულ გადასახადებთან და მოსაკრებლებთან დაკავშირებით, თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკების მიმართ გამოყიენონ ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი, როგორიც მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

6. რამდენადაც შესაძლებელია ხელი შეუწყონ იმ უცხოელი მუშაკის ოჯახის გაერთიანებას, რომელსაც მიღებული აქვს მიმღები ქვეყნის ტერიტორაიზე დაფუძნების ნებართვა;

7. თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკების მიმართ გამოიყენონ ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი, როგორიც მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე აღძრულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით.

8. დაცვან, რომ მათ ტერიტორიაზე კანონერად მცხოვრები ასეთი მუშაკები არ იქნენ გაძევებულნი გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ ინტერესებსა და მორალს;

9. სამართლებრივ ფარგლებში დართონ ება ასეთ მუშაკებს მათი სურვილის შესაბამისად გადარიცხონ მათი შემოსავლებისა და დანაზოგების გარკვეული ნაწილი;

10. გაავრცელონ ამ მუხლით უზრუნველყოფილი დაცვა და დახმარება თვითდასაქმებულ მიგრანტებზე, იმ ზომი, რითაც ეს ღონისძიებები გამოიყენება;

11. მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ მიმღები სახელმწიფოს ეროვნული ენის სწავლებას, ხოლო თუ ქვეყანაში რამოდენიმე სახელმწიფო ენაა, ერთ–ერთი ენის სწავლებას მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახების წევრებისათვის;

12. რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ, მიგრანტი მუშაკების ბავშვებისათვის მიგრანტი მუშაკების დედა ენის სწავლებას.

     მუხლი 19 მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახების უფლებათა დაცვასა და დახმარებაზე

     დაცვასა და დახმარებაზე მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახების უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:

   1. შეინარჩუნონ ან დააკმაყოფილონ, რომ შენარჩუნებულ იქნას ასეთ მუშაკთა დახმარების სათანადო და უფასო სამსახურები, კერძოდ,  ზუსტი ინფორმაციის მიღებით და გადადგან ყველა სათანადო ნაბიჯი, ემიგრაციასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი პროპაგანდის წინააღმდეგ, იმ ზომით, რითაც ეროვნილი კანონები და კანონქვემდებარე აქტებიამის საშუალებას იძლევიან;

2. მიიღონს სათანადო ზომები მათი იურისდიქციის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ასეთი მუშაკებისა და მათი ოჯახების გამგზავრებას, მგზავრობასა და მიღებას და მათი იურისდიქციის ფარგლებშიუზრუნველყონ სათანადო სამსახურები მგზავრობის დროს ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარებისა და კარგი ჰიგიენური პირობების შესაქმნელად;

3. შესაბამისად მხარი დაუჭირონ თანამშრომლობას საჯარო და კერძო სოციალურ სამსახურებს შორის ემიგრაციისა და იმიგრაციის ქვეყნებში.

4. დაიცვან მათ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკებისათვის, იმ ზომით, რითაც ხდება ამ ზომების რეგულირება კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით ან რომლებიც ექვემდებარებიანხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოების კონტროლს, არანაკლებ შეღვათიანი რეჟიმი,  ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც მოქმედებს მათი საკუთარი მოქალაქეების მიმართ შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:

ა) შრომის ანაზღაურება დადასაქმების და მუშაობის სხვა პირობები;

ბ) პროფესიული კავშირების წევრობა და კოლექტიურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული უპირატესობით სარგებლობა;

გ) დაბინავება;

5. დასაქმებულ პითათვის დაწესებულ გადასახადებთან და მოსაკრებლებთან დაკავშირებით, თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკების მიმართ გამოიყენონ ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი როგორც მოქმედებს საკუტარი მოქალაქეების მიმართ.

6. რამდენადაც შესაძლებელია ხელი შეუწყონ იმ უცხოელი მუშაკის ოჯახის გაერთიანებას, რომელსაც მიღებული აქვს მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე დაფუძნების ნებართვა;

7. თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკების მიმართ გამოიყენონ ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი, როგორიც მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე აღძრულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით;

8. დაიცვან, რომ მათ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ასეთი უშაკები არ იქნენ გაძევებულნი გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ ინტერესებსა და მორალს;

9. სამართლებრივ ფარგლებში დართონ ნება ასეთ მუშაკებს მათი სურვილის შესაბამისად გადარიცხონ მათი შემოსავლებისა და დანაზოგების გარკვეული ნაწილი;

10. გაავრცელონ ამ მუხლით უზრუნველყოფილი დაცვა და დახმარება თვითდასაქმებულ მიგრანტებზე, იმ ზომით, რითაც ეს ღონისშიებები გამოიყენება;

11. მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ მიმღები სახელმწიფოს ეროვნული ენის სწავლებას, ხოლო თუ ქვეყანაში რამოდენიმე სახელმწიფო ენაა, ერთ-ერთი ენის სწავლებას მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრებისათის;

12. რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ მიგრანტი მუშაკების ბავშვებისათვის მიგრანტი მუშაკების დედა ენის სწავლებას.

    მუხლი 20 დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში თანაბარი შესაძლებლობებითა და თანასწორი მოპყრობით სარგებლობის უფლება, სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე

დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარი შეაძლებლობებითა და თანასწორი მოპყრობით სარგებლობის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ ეს უფლება და მიიღონ სათანადო ზომები ამ სფეროში მის უზრუნველსაყოფად და მხარადასაჭერად:

ა) დასაქმების ხელმისაწვდომობა, სამსახურიდან დათხოვნისაგან დაცვა და პრფოესიული რეინტეგრაცია;

ბ) პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრა, მომზადება, გადამზადება და რეაბილიტაცია;

გ) დასაქმების ვადები და სამუშაო პირობები, ანაზღაურების ჩათვლით;

დ) კარიერული განვითარება, დაწინაურების ჩათლვით.

    მუხლი 21 ინფორმაციისა და კონსულტაციის უფლება

შრომით დაწესებულებაში მუშაკთა მიერ ინფორმაციითა და კონსულტაციით სარგებლობის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ან მხარი დაუჭირონ ისეთ ზომებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მუშაკებს ან მათ წარმომადგენლებს:

ა) რეგულარულად ან სათანადო დროს და ამომწურავად იყვნენ ინფორმირებულნი მათი დამსაქმებელი შრომითი დაწესებულების ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, იმის გათვალისწინებით ,რომ გარკვეულ ინფორმაციაზე, ომლის გამჟღავნება შეიძლება საზიანო იყოს შრომითი დაწესებულებისათვის, შეიძლება ითქვას უარი ან გამოცხადდეს კონფიდენციალურად; და

ბ) სათანადო დროს გაეწიოთ კონსულტაციები შემოთავაზებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ მუშაკთა ინტერესებზე, კერძოდ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს შრომით დაწესებულებაში მათი დასაქმების მდგომარეობაზე.

    მუხლი 22 სამუშაო პირობებისა და სამუშაო გარემოს განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღების უფლება

სამუშაო პირობებისა და სამუშაო გარემოს განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში მუშაკთა მიერ მონაწილეობის მიღების უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ და წაახალისონ ისეთი ზომები, რომლებიც მუშაკებს ან მათ წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად, წვლილი შეიტანონ:

ა) სამუშაო პირობების, სამუშაოს ორგანიზებასა და სამუშაო გარემოს განსაზვრასა და გაუმჯობესებაში;

ბ) შრომით დაწესებულებაში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაში;

გ) შრომით დაწესებულებაში სოციალური და სოციალურ– კულტურული მომსახურებისა და ამისათვის პირობების შექმნის ორგანიზებაში;

დ) ამ საკითხებზე წესების შესრულებაზე ზედამხედველობაში;

    მუხლი 23 ხანდაზმულ პირთა უფლება სოციალურ დაცვაზე

ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით ეფექტურად სარგებლობის მიზნით, მხარეები, უშუალოდ ან საზოგადოებრივ ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას იღებენ მიიღონ ან წაახალისონ შესაბამისი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ კერძოდ:

- საშუალება მისცენ ხანდახმულ პირებს დარჩნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს, შემდეგი საშუალებებით:

ა) ადეკვატური სახსრებით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში;

ბ) ინფორმაციის მიწოდებით იმ მომსახურებისა და შეღავათების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ხანდაზმულთათვის და ამ უკანასკნელთა მიერ მათი გამოყენების შეაძლებლობების შესახებ;

- მისცენ ხანდაზმულ პირებს საშუალება თავიანთი ცხოვრების წესის თავისუფლად არჩევისა და მათთვის ჩვეულ გარემოში დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა მანამ, სანამ მათ სურვილი აქვთ და შეუძლიათ, შემდეგი საშუალებებით:

ა) თავშესაფრით უზრუნველყოფა მათი საჭიროებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ან სათანადო დახმარების გაწევა მათი თავშესაფრის ადაპტირების მიზნით;

ბ)ჯანმრთელობის დაცვა და აუცილებელი მომსახურების გაწევა მათი მდგომარეობიდან გამომდინარე;

- უზრუნველყონ დაწესებულებებში მცხოვრებ ხანდაზმულ პირთათვის სათანადო დახმარების გაწევა, მათ პირად ცხოვრებაში ჩაურევლად, ასევე უზრუნველყონ ხანდაზმულთა მონაწილეობა დაწესებულებაში ცხოვრების პიროებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში.

    მუხლი 24 დაცვის უფლება დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში

დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ.

ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით;

ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.

ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, აქვს მიუკერთოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

    მუხლი 25 მუშაკთა მოთხოვნების დაცვის უფლება მათი დამსაქმებლის გაკოტრების შემთხვევაში

დამსაქმებლის გაკოტრების შემთხვევაში, მუშაკთა მოთხოვნების შესრულების უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ დასაქმების კონტრაქტიდან ან შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მუშაკთა მოთხოვნების შესრულება საგარანტიო დაწესებულებების გზით, ან ნებისმიერი სხვა დაცვის ეფექტური ფორმით.

    მუხლი 26 სამუშაოზე ღირსების უფლება

სამუშაოზე ყველა მუშაკთა ღირსების დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელეის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ დამსაქმებელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან კონსულტაციებით:

1. ხელი შეუწყონ გათვითცნობიერებას, ინფორმირებას და სამუშაო ადგილზე ან სამუშაო ადგილთან დაკავშირებით სექსუალური თავისუფლების ხელყოფის თავიდან აცილებას და მიიღონ ყველა სათანადო ზომები ამგვარი ქმედებებისაგან მუშაკთა დასაცავად;

2. ხელი შეუწყონ გათვითცნობიერებას, ინფორმირებას და სამუშაო ადგილებზე ან სამუშაო ადგილთან დაკავშირებით განმეორებადი გასაკიცხი ან აშკარად უარყოფითი და შეურაცხმყოფელი ქმედებების თავიდან აცილებას, რომელიც მიმართულია თითოეული მუშაკის წინააღმდეგ და მიიღონ ყველა სათანადო ზომა ამგვარი ქმედებებისგან მუშაკთა დასაცავად.

    მუხლი 27 ოჯახური ვალდებულებების მქონე მუშაკთა თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის უფლება

ოჯახური ვალდებულებების მქონე მამაკაც და ქალ მუშაკთა და ასეთ მუშაკთა და სხვა მუშაკთა შორის თანაბარ შესაძლებლობებსა და თანაბარ მოპყრობაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენL

1. მიიღონ შესაბამისი ზომები:

ა) რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახური მოვალეობების მქონე მუშაკებს დასაქმდნენ და დარჩნენ დასაქმებულნი, ასევე ხელახლა დასაქმდნენ ამ მოვალეობების გამო არყოფნის შემდეგ, რაც ასევე მოიცავს ზომებს პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული მომზადების სფეროში;

ბ) რაც მხედველობაში მიიღებს მათ საჭიროებებს დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის პირობების განსაზღვრის მხრივ;

გ) რაც განავითარებს ან ხელს შეუწყობს სახელმწიფო ან კერძო სამსახურებს, კერძოდ, ბავშვთა დღის განმავლობაში მოვლის სამსახურებს და ბავშვების მომვლელ სხვა დაწესებულებებს;

2. უზრუნველყონ ერთ–ერთი მშობლისათვის შვეუბლების აღების შესაძლებლობა ბავშვის მოსავლელად დეკრეტული შვებულების შემდგომ პერიოდში, რომლის ხანგრძლივობა და პირობები უნდა განსიაზღვროს ეროვნული კანპნმდებლობით, კოლექტიური შეთანხმებით ან პრაქტიკით;

3. უზრუნველყოს, რომ ოჯახური პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი არ წარმოადგენს დასაქმების შეწყვეტის საპატიო საფუძველს.

    მუხლი 28 შრომით დაწესებულებებში მუშაკთა წარმომადგენლების უფლება დაცვაზე და მათთვის შეღავათების მინიჭება

მუშაკთა წარმომადგენლების მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ შრომით დაწესებულებაში:

ა) ისინი სარგებლობენ ეფექტური დაცვით მათთვის ზიანის მიმყენებელი ქმედებებისაგან, სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით, დაფუძნებული მათ სტატუსსა ან დაწესებულებაში როგორც მუშაკთა წარმომადგენლების საქმიანობაზე;

ბ) ისინი უზრუნველყოფილნი არიან ისეთი შეღავათებით, რომლებიც შეძლებისდაგვარად მისცემენ მათ საშუალებას შეასრულონ თავიანთი ფუნქციები დაუყოვნებლივ და ეფექტურად ქვეყნის საწარმოო ურთიერთობათა სისტემის და შესაბამისი შრომითი დაწესებულების მოთხოვნილებების, ზომისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

    მუხლი 29 ინფორმაციისა და კონსულტაციის უფლება კოლექტიური გათავისუფლების პროცედურების შემთხვევებში

კოლექტიური გათავისუფლების შემთხვევებში ინფორმაციის მიღებასა და კონსულტაციების გაწევაზე მუშაკთა უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, რომ დამსაქმებლებმა წინასწარ აცნობონ ან კონსულტაციები გაუწიონ მუშაკთა წარმომადგენლებს ასეთი კოლექტიური გათავისუფლების შესახებ და იმ გზებსა და საშუალებებზე, რომლებითაც შეიძლება კოლექტიური გათავისუფლების თავიდან აცილება ან მისი შეზღუდვა და შედეგების შერბილება, მაგალითად, თანმდევი სოციალური ზომების გამოყენებით, რომლებიც, კერძოდ, მიზნად ისახავენ გათავისუფლებულ მუშაკთა გადანაწილებასა და გადამზადებას.

    მუხლი 30 სიღარიბისა და სოციალური გარიყულობისაგან დაცვის უფლება

სიღარიბისა და სოციალური გარიყულოისგან დაცვის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეეი ვალდებულებას იღებენ:

ა) მიიღონ ზომები საყოველთაო და კოორდინირებული მიდგომის ფარგლებში იმ პირებისათვის და ასევე მათი ოჯახებისათვის დასაქმების, დაბინავების, მომზადების, განათლების, კულტურის და სოციალური და სამედიცინო დახმარებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც ცხოვრობენ ან ემუქრებათ სოციალური გარიყულობის ან სიღარიბის სიტუაციაში ცხოვრების საფრთხე;

ბ) განიხილონ ასეთი ზომები, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ კონკრეტულ სიტუაციასთან ადაპტაციის მიზნით.

    მუხლი 31 უფლება საცხოვრებელ ადგილზე

საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს:

1. ხელი შეუწყონ საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობას;

2. თავიდან აიცილონ და შეამცირონ უსახლკარობა თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით;

3. შექმნან საცხოვრებელზე ფასების ხელმისაწვდომობა, მათთვის, ვისაც სათანადო სახსრები არ გაჩნიათ.

III ნაწილი

    მუხლი A – ვალდებულებები

1. ქვემოთ მოცემული B მუხლის დებულებების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს:

ა) განიხილოს ამ ქარტიის 1 ნაწილი როგორც დეკლარირება მიზნებისა, რომელთა მიღწევასაც იგი ეცდება ყველა სათანადო საშუალებებით, ისე როგორც ეს მოცემულია აღნიშნული ნაწილის შესავალ პუნქტში;

ბ) მიიჩნიოს თავი ვალდებულად ამ ქარტიის II ნაწილის არანაკლებ ექვსი მუხლით შემდეგი ცხრა მუხლიდან: 1–ლი, მე–5, მე–6, მე–7, მე–12, მე–13, მე–16, მე–19 და მე–20 მუხლები;

გ) მიიჩნიოს თავი ვალდებულად ქარტიის II ნაწილის დამატებითი მუხლებით ან დანომრილი პუნქტებით, რომლებიც მას შეუძლია აირჩიოს, იმ პირობით, რომ მუხლებისა და დანომრილი პუნქტების საერთო რაოდენობა, რომლებითაც იგი ვალდებული იქნება, არ იყოს თექვსმეტ მუხლზე ან სამოცდასამ დანომრივ პუნქტზე ნაკლები.

2. ამ მუხლის 1–ლი პუნქტის „b“ და “ c“ ქვეპუნქტების შესაბამისად შერჩეული მუხლების ან პუნქტების შესახებ ეცნობება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მხარის სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს.

3. მოგვიანებით ნებისმიერ მხარეს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების გზით შეუძლია განაცხადოს, რომ იგი მიიჩნევს თავს ვალდებულად ქარტიის II ნაწილის ნებისმიერი მუხლით ან დანომრილი პუნქტით, რომელიც მანამდე არ იქნა მიღებული მის მიერ ამ მუხლის 1–ლი პუნქტის შესაბამისად. ასეთი შემდგომში აღებული ვალდებულებები განიხილება რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შემადგენელ ნაწილად და აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიანი ვადის ამოწურავას შეტყობინების თარიღიდან.

4. თითოეული მხარე ინარჩუნებს ეროვნული პირობების შესაბამის შრომის ინსპექციის სისტემა.

    მუხლი B კავშირი ევროპის სოციალურ ქარტიასა და 1988 წლის დამატებით ოქმებს შორის

1. ევროპის სოციალური ქარტიის ან 1988 წლის 5 მაისის დამატებითი ოქმის არცერთ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ამ ქარტიის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, თუკი თავს არ მიიჩნევს ვალდებულებად იმ დებულებებით მაინც, რომლებიც შეესაბამებიან ევროპის სოციალური ქარტიის დებულებებს, ხოლო სადაც საჭიროა, დამატებითი ოქმის იმ დებულებებით, რომლებითაც იგი ვალდებულია.

2. ამ ქარტიის ნებისმიერი დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღება ამ ვალდებულებათა ძალაში შესვლის თარიღიდან შესაბამისი მხარის მიმართ, იწვევს ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამის დებულებებში და სათანადო შემთხვევებში, მისი 1988 წლის დამატებითი ოქმის დებულებების გამოყენების შეწყვეტას შესაბამისი მხარის მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ ეს მხარე ვალდებულია ამ დოკუმენტებიდან ერთ–ერთი ან ორივეთი.

 

IV ნაწილი

    მუხლი  C  ზედამხედველობა ამ ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე

 ამ ქარტიაში გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება ექვემდებარება იმავე ზედამხედველობას, რაც გათვალისწინებულია ევროპის სოციალური ქარტიით.

    მუხლი D კოლექტიური საჩივრები

1. ევროპის სოციალური ქარტის დამატებითი ოქმის დებულებები, რომლებიც ითვალისწინებენ კოლექტიური საჩივრების სისტემას, გამოიყენება ამ ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მოახდინეს ხსენებული ოქმის რატიფიცირება.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ვალდებული არ არის ევროპის სოციალური ქარტიის დამატებითი ოქმით, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიური საჩივრების სისტემას, მისი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარებისას ან მოგვიანეით ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მისამართით გაკეთებული შეტყობინების გზით, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი იღებს ამ ქარტიით მის მიერ აღებული ვალდებულებების ზედამხედველობას ხსენებულ ოქმში გათვალისწინებული პროცედურით.

ნაწილი V

    მუხლი E დისკრიმინაციის აკრძალვა

ამ ქარტიით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა დაცული იქნება დისკრიმინაციის გარეშე რასის, ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვაგვარი მოსაზრების, ეროვნული წარმოშობის ან სოციალური წარმომავლობის, ჯანმრთელობის ეროვნული უმცირესობიდან კუთვნილების, დაბადებასა ან სხვაგვარი სტატუსის საფუძველზე.

    მუხლი F გადახვევა ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს

1. ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის არსებობას, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიიღოს ზომები, რომლებითაც მოხდება ამ ქარტიით მის მიერ აღებული ვალდებულებებისაგან გადახვევა მხოლოდ იმ მოცულობით, რაც ეს მკაცრად მოთხოვნილია სიტუაციის სიმწვავით, იმ პირობით, რომ ასეთი ზომები შეუსაბამო არ იქნება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მის მიენ ნაკისრ სხვა ვალდებულებებთან.

2. ნებისმიერი მხარე, რომელიც ისარგებლებს გადახვევის ამ უფლებით, დროის გონივრულ მონაკვეთში სრულად აცნობებს გენერალურ მდივანს მიღებული ზომების ან მათი მიზეზების შესახებ. იგი ამგვარად აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, როდესაც ეს ზომები შეწყვეტს მოქმედებას და იმის შესახებ, რომ ქარტიის მიერ მიღებული დებულებები კვლავ სრულია.

    მუხლი G შეზღუდვები

1. 1 ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და პრინციპები, როცა ისინი ეფექტურად ხორციელდება და ეფექტურად გამოიყენება, როგორც ეს მითითებულია II ნაწილში, არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე შეზღუდვებს ან ლიმიტირებებს გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია I და II ნაწილებში იმ გამონაკლისის გარდა, რაც დადგენილია კანონით და აუცილებლობას წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების ან საზოგადოებრივი ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოების ჯანმრთელობის ან მორალის დასაცავად.

2. ამ ქარტიით ნებადართული უფლებებისა და ვალდებულებების შეზღუდვები არ გამოიყენება რაიმე სხვა მიზნით, იმათ გარდა, რომელთა მიმართაც მოხდა მათი დაწესება.

    მუხლი H ურთიერთობა ქარტიასა და შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლბასა ან საერთაშორისო შეთანმხებებს შორის

ამ ქარტიის დებულებები არ ზღუდავს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებებით, კონვენციებით ან შეთანხმებებით გათვალისწინებულ დებულებებს, რომლებიც უკვე ძალაშია ან შეიძლება შევიდეს ძალაში და რომლებიც ითვალისწინებს უფრო ხელსაყრელი რეჟიმის დაწესებეას დასაცავი პირებისათვის.

    მუხლი I ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

1. ამ მუხლებში გათვალისწინებული იმპლემენტაციის მეთოდებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ამ ქარტიის II თავის პირველიდან 31–მდე მუხლების შესაბამისი დებულებების განხორციელება ხდება:

ა) კანონებით ან კანონქვემდებარე აქტებით;

ბ) დამსაქმებლებს ან დამსაქმებელთა ორგანიზაციებსა და მომუშავეთა ორგანიზაციებს შორის შეთანხმებებით;

გ) წინა ორი მეთოდის კომბინაციით;

დ) სხვა შესაბამისი საშუალებებით

2. ამ ქარტიის II ნაწილის მე–2 მუხლის 1–ლი, მე–2, მე–3, მე–4, მე–5 და მე–7 პუნქტებიდან, მე–7 მუხლის მე–4, მე–6 და მე–7 პუნქტებიდან, მე–10 მუხლის 1, მე–2, მე–3 და მე–5 პუნქტებიდან და 21–ე და 22–ე მუხლებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება ჩაითვლება ეფექტურად, თუკი დებულებების გამოყენება ხდება ამ მუხლის 1–ლი პუნქტის შესაბამისად შესაბამის მუშაკთა დიდი უმრავლესობის მიმართ.

    მუხლი J შესწორებები

1. ამ ქარტიის I და II ნაწილებში ნებისმიერი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავს ამ ქარტიით უზრუნველყოფილი უფლებების გაფართოებას, ისევე, როგორც III და IV ნაწილებში შეტანილი ნებისმიერი შესწორება, შემოთავაზებული მხარის ან სამთავრობო კომიტეტის მიერ, უნდა ეხნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და გენერალური მდივნის მიერ გაეგზავნება ამ ქარტიის მხარეებს.

2. წინა პუნქტის შესაბამისად შემოთავაზებული ნებისმიერი შესწორება განიხილება სამთავრობო კომიტეტის მიერ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეასთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულ ტექსტს წარუდგენს მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად. მინისტრთა კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ, ტექსტი ეგზავნება მხარეებს მისაღებად.

3. ამ ქარტიის I და II ნაწილებაში ნებისმიერი შესწორება, შესწორების მიმღები მხარის მიმართ ძალაში შედის მისი სამი მხარის მიერ გენერალური მდივნის შესწრების მიღებასთან დაკავშირებით შეტყობინების გაგზავნიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

4. ამ ქარტიის III და VI ნაწილების ნებისმიერი შესწორება ძალაში შედის ყველა მხარის მიერ გენერალური მდივნსიათვის შესწორების მიღებეათან დაკავშირებით შეტყობინების გაგზავნიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

VI ნაწილი

    მუხლი K ხელმოწერა, რატიფიცირება და ძალაში შესვლა

1. ეს ქარტია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას, ან დამტკიცებას. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2. ეს ქარტია ძალაში შედის წიანმდებარე პუნქტის მიხედვით ევროპის საბჭოს სამი წევრი სახელმწიფოს მიერ ქარტის სავალდებულოდ აღიარებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გააკეთებს განცხადებას ქარტიის სავალდებულოდ აღიარებასთან დაკავშირებით, ქარტია ძალაში შევა სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

    მუხლი L ტერიტორიული მოქმედების ფარგლები

1. ეს ქარტია გამოიყენება თითოეული მხარის მეტროპოლიური ტერიტორიების მიმართ. თითოეულ ხელმომწერს, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნსი მისამართით გაგზავნილი შეტყობინეის საშუალებით შეუძლია განსაზღვრსო ის ტერიტორია, რომელიც ამ მიზნისათვის განიხილება მის მეტროპოლიურ ტერიტორიად.

2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგეის შესანახად ჩაბარების დროს ან მოგვიანებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნსი სახელზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუძლია განაცხადოს, რომ ქარტია მთლიანად ან ნაწილობრივ ვრცელდება ხსენებულ შეტყობინებაში მითითებულ არამეტროპოლიურ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებეზე იგი პასუხს აგებს ან რომელთათვისაც ის კისრულობს საერთაშორისო პასუხისმგებლობას. იგი დეკლარაციაში განსაზღვრავს ქარტიის II ნაწილის იმ მუხლებს; რომლებსაც მიიჩნევს სავალდებულოდ დეკლარაციაში მითითებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

3. ქარტიის გამოყენება ვრცელდება იმ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, რომლებიც დასახელებული არიან ზემოხსენებულ დეკლარაციაში გენერალური მდივნის მიერ ამ დეკლარაციასთან დაკავშირებით გაგზავნილი შეტყობინების მიღებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

4. ნებისმიერ მხარეს მოგვიანებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნსი სახელზე გაკეთებული შეტყობინების საშუალებით შეუძლია განაცხადოს, რომ ერთი ან მეტი ტერიტორიის მიმართ, რომელთა იმართაც გამოიყენებოდა ქარტია ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, იგი სავალდებულოდ მიიჩნევს ნებისმიერ მუხლებს და დანომრილ პუნქტებს, რომელიც მანამდე მიღებული არ ყოფილა შესაბამისი ტერიტორიის ან ტერიტორიების მიმართ. შემდგომში ნაკისრი ასეთი ვალდებულებები განიხილება ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით გაკეთებული თავდაპირველი დეკლარაციის განუყოფელ ნაწილად და ექნება ისეთივე იურიდიული ძალა, რაც გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

    მუხლი M დენონსაცია

1. ნებისმიერ მხარეს შეულია მოახდინოს ამ ქარტიის დენონსაცია ხუთწლიანი პერიოდის ბოლოს მის მიმართ ქარტიის ძალაში შესვლის თარიღიდან, ან შემდგომი ნებისმიერი ორწლიანი პერიოდის ბოლოს და ორივე შემხთვევაში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის ექვსი თვით ადრე შეტყობინეის გაგზავნის გზით, რომელიც შესაბამისად აცნობებს სხვა მხარეებს.

2. ნებისმიერ მხარეს, წინა პუნქტში გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, შეუძლია მოახდინოს ქარტიის II ნაწილის მის მიერ მიღებული ნებისმიერი მუხლის ან პუნქტის დენონსაცია, იმ პირობით, რომ მუხლებისა და პუნქტების რაოდენობა, რომლებიც სავალდებულოა მხარისათვის, არცერთ შემთხვევაში არ იქნება თექვსმეტზე ნაკლები პირველ შემხთვევაში და სამოცდასამზე ნაკლები მეორეში და მუხლების ან პუნქტების ეს რაოდენობა უნდა მოიცავდეს მხარის მიერ იმ მუხლებიდან არჩეულ დებულებებს, რომლებიც განსაზღვრულნი არიან A მუხლის 1–ლი პუნქტის „ B“ ქვე–პუნქტში.

3. ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე ქარტიის ან ქარტის II ნაწილის ნებისმიერი მუხლების ან პუნქტების დენონსაცია ამ მუხლის 1–ელ პუნქტში გათვალისწინებული პირობების დაცვით ნებისმიერი ტერიტორის მიმართ, რომლის მიმართაც გამოიყენება ხსენებული ქარტია L მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის შესაბამისად.

    მუხლი N დანართი

ამ ქარტიის დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს

    მუხლი O შეტყობინებები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და შრომის საერთაშორისო ოფიციის გენერალურ დირექტორს;

ა) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

ბ) ნებისმიერი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცები ს სიგელის შესანახად ჩაბარების შესახებ;

გ) ნებისმიერ დღეს ამ ქარტიის K მუხლის შესაბამისად ძალაში შესვლის შესახებ;

დ) A მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების, D მუხლის 1 და მე–2 პუნქტების F მუხლის მე–2 პუნქტის, L მუხლის 1–ლი, მე–2/ მე–3 და მე–4 პუნქტების შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის შესახებ;

ე) J მუხლის შესაბამისად შეტანილი ნებისმიერი შესწორების შესახებ;

ვ) M მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დენონსაციის შესახებ, რომელიც ეხება ამ ქარტიას.

ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ იყვნენ რწმუნებულნი, ხელი მოაწერეს შესწორებულ ქარტიას.

შესრულებულია ქ.სტრასბურგში, 1996 წლის მაისის მე–3 დღეს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი არის თანაბრად აუთენტური, შედგენილი თითო ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს და შრომის საერთაშორისო ოფისის გენერალურ დირექტორს.

ევროპის შესწრებული სოციალური ქარტიის

დანართი

ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის მოქმედების სერო დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ

1. მე–12 მუხლის მე–4 პუნქტისა და მე–13 მუხლის მე–4 პუნქტისათვის ზიანის მიყეებსი აგრეშე, 1–დან 17–მდე და 20–დან 31 –მდე მუხლების ქვეშ მყოფი პირები მოიცავენ უცხოელებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან სხვა მხარეთა მოქალაქეები, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ ან რეგულარულად მუშაობენ შესაბამისი მხარის ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რმო ეს მუხლები განმარტებული უნდა იყოს მე–18 და მე–19 მუხლების დებულებათა შესაბამისად.

2. თითოეული მხარე მინიჭებს ლტოლვილებს, ისე როგორც ეს განსაზღვრულია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის 28 ივლისის კონვენციით და 1967 წლის 31 იანვრის ოქმით, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან მის ტერიტორიაზე, შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს და ნეისმიერ შემთხვევაში, ეს რეჟიმი არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც ვალდებულებების თანახმად ცნობილია მხარეთა მიერ აღნიშნული კონვენციით და ნებისმიერი მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომლებიც გამოიყენება ლტოლვილთა მიმართ.

3. თითოეული მხარე, მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ ნიუ–იორკის 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის შესაბამისად, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან მის ტერიტორიაზე, მიანიჭებს შეძლებისდაგავარად ხელსაყრელ რეჟიმს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელ, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც ვალდებულებების თანახმად ცნობილია მხარეთა მიერ აღნიშნული კონვენციით და ნებისმიერი მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომლებიც გამოიყენება მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ.

I ნაწილი

მე–18 პუნქტი და II ნაწილი, მე–18 მუხლი, 1-ლი პუნქტი

მიიჩნევა, რომ ეს დებულებები არ ეხება მხარეთა ტერიტორიაზე შესვლის საკითხებს და ზიანს არ აყენებს პარიზში 1955 წლის 13 დეკემბერს ხელმოწერილ ადგილსამყოფელის შესახებ ევროპული კონვენციის დებულებებს.

ნაწილი II

    მუხლი 1, პუნქტი 2

ეს დებულება არ იქნება განმარტებული იმგვარად, რომ იკრძალებოდესან ნებადართულ იქნას ნებისმიერი საწესდებო დებულებები ან პროფესიული კავშირების მეშვეობით უზრუნველყოფილი დაცვა.

    მუხლი 2, პუნქტი 6

მხარეებმა შეიძლება დაადგინონ, რომ ეს დებულება არ გამოიყენება:

ა) იმ მუშაკთა მიართ, რომლებსაც აქვთ კონტრაქტი ან შრომითი ურთიერთობა, არაუმეტეს ერთი თვის ვადით და ერთი კვირით, რომელიც არ აღემატება რვა საათს;

ბ) იმ შემთხვვაში უთ დასაქმების კონტრაქტი ან შრომითი ურთიერთობები არის შემხთვევითი ან სპეციფიკური ხასიათის, იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული დებულების გამოუყნებელობა გამართლებულია ობიექტური გარემოებებით.

    მუხლი 3, პუნქტი 4

მიიჩნევა, რომ ამ დებულების მიზნებისათვის ამს სამსახურების ფუნქციონირება, ორგანიზაცია და საქმიანობის პირობები უნდა განისაზღვრებოდეს ეროვნული კანონებით ან კანნქვემდებარე აქტებით, კოლექტიური შეთანხმებებით, ან ეროვნულ პირობებთან შესაბამისი სხვა საშუალებებით.

    მუხლი 4, პუნქტი 4

ეს დებულება არ იქნება გაგებული იმგვარად, რომ იკრძალებოდე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება რაიმე სერიოზული დარღვევისათვის.

    მუხლი 4, პუნქტი 5

მიიჩნევა, რომ მხარეს შეუძლია განახორციელოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება, თუ კანონით ან კოლექტიური შეთანხმებებით ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებით ხელფასიდან გამოქვითვა არ არის ნებადართული მუშაკთა დიდი უმრავლესობის მიმართ, გამონაკლისს წარმოადგენს ის პირები, რომლებზეც არ ვრცელდება ეს დებულება.

    მუხლი 6, პუნქტი 4

მიიჩნევა, რომ თითოეულ მხარეს იმ ზომით, რითაც ეს დებულება მას ეხება, შეუძლია კანონით დაარეგულიროს გაფიცვის უფლებით სარგებლობა იმ პირობით, რომ ამ უფლებაზე შემდგომი შეზღუდვის დაწესება შეიძლება გამართლებულ იქნას G მუხლით გათვალისწინებული პირობებით.

    მუხლი 7, პუნქტი 2

ეს დებულება ხელს არ შეუშლის მხარეებს თავიანთი კანონმდებლობით დაადგინონ, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც არ მიაღწიეს დადგენილ მინიმალურ ასაკს, შეუძლიათ შეასრულონ სამუშაო, იმ ზომით/ რითაც ის აბსოლუტურად აუცილებელია მათი პროფესიული მომზადებისათვის, იმ პირობით, რომ ასეთი სამუშაოს შესრულება უნდა მოხდეს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად და მიღებულია ზომები ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

    მუხლი 7, პუნქტი 8

მიიჩნევა, რომ მხარეს შეუძლია განახორციელოს ამ პუნქტით მოთხოვნილი ღონისძიება, თუკი იგი აკმაყოფილებს ვალდებულების სულსიკვეთებას და კანონით უზრუნველყოფს, რომ თვრამეტ წლამდე ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა არ იყოს დასაქმებული ღამის სამუშაოებზე.

    მუხლი 8, პუნქტი 2

ეს დებულება არ იქნება განმარტებული, როგორც აბსოლუტური აკრძალვის დამდგენი ნორმა; გამონაკლისი, მაგალითად შეიძლება დაშვებულ იქნას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ დასაქმებულმა ქალმა ჩაიდინა რაიმე სამსახურებრივი გადაცდომა;, რაც ამართლებს მისი შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას;

ბ) თუ შესაბამისი შრომითი დაწესებულება შეწყვეტს საქმიანობას;

გ) თუ დასაქმების კონტრაქტით განსაზღვრული ვადა ამოიწურება.

    მუხლი 12, პუნქტი 4

ამ პუნქტის შესავალ ნაწილში სიტყვები – „და ასეთ შეთანხმებებში გათვალისწინებული პირობების დაცვით“, კერძოდ, გულისხმობენ იმ შეღავათებს, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ნებისმიერ სადაზღვევო შენატანებისაგან დამოუკიდებლად, მხარეს შეუძლია მოითხოვოს მის ტერტტორიაზე სხვა მხარის მოქალაქეებისათვის ცხოვრების დადგენილი ვადის ამოწურვა, მათთვის ამგვარი შეღავათების მინიჭებამდე.

    მუხლი 13, პუნქტი 4

სოციალური და სამედიცინო დახმარების შესახებ ევროპული კონვენციის არაწევრ მთავრობებს შეუძლიათ მოახდინონ ამ ქარტიის რატიფიცირება ამ პუნქტთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ ისინი სხვა მხარეთა მოქალაქეებს მოეპყრობიან ხსენებული კონვენციის დებულებების შესაბამისად.

    მუხლი 16

მიიჩნევა, რომ ამ დებულებით უზრუნველყოფილი დაცვა ვრცელდება ერთი მშობლისაგან შემდგარ ოჯახებზე.

    მუხლი 17

ქარტიის სხვა სპეციფიკური დებულებებისათვის, კერძოდ მე–7 მუხლის დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, მიიჩნევა, რომ ეს დებულება ვრცელდება ყველა პირზე, რომელსაც არ შესრულებულია 18 წელი, თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უფრო მცირე ასაკს. ეს არ გულისხმობს ვალდებულებას უზრუნველყოფილ იქნას სავალდებულო განათლებს ზემოხსენებული ასაკის მიღწევამდე.

    მუხლი 19, პუნქტი 6

ამ დებულების გამოყენების მიზნით, მიიჩნევა, რომ ტერმინი – „უცხოელი მუშაკის ოჯახი“ ნიშნავს სულ მცირე მუშაკის მეუღლესა და დაუქორწინებელ შვილებს, მანამ სანამ, ეს უკანასკნელნი განიხილებიან მცირეწლოვნებად მიმღები სახელმწიფოს მიერ და არიან მიგრანტ მუშაკზე დამოკიდებულნი.

    მუხლი 20

1. მიიჩნევა, რომ სოციალური უზრუნველყოფის საკითხები, ისევე, როგორც სხვა დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია შეღავათებთან უმუშევრობის, მოხუცებულობის და მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში, შეიძლება გამოირიცხონ ამ მუხლის მოქმედების სფეროდან.

2. დებულებები, რომლებიც ეხება ქალთა დაცვას, კერძოდ კი ფეხმძიმობას, მშობიარობასა და პოსტ ნატალურ პერიოდს, არ განიხილება, როგორც დისკრიმინაცია ამ მუხლის თვალსაზრისით.

3. ეს მუხლი ხელს არ შეუშლის სპეციფიკური ზომების მიღების, რომლებიც მიზნად ისახავს DE facto არსებული არათანასწორობის აღმოფხვრას.

4. პროფესიული საქმიანობა, რომელიც მისი შესრულების ბუნების ან კონტექსტის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეასრულონ მხოლოდ განსაზღვრულის სქესის პირებმა, შეიძლება გამოირიცხოს ამ მუხლის ან მისი რომელიმე დებულების გამოყენების სფეოდან. ეს დებულება არ უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ მხარეებს ავალდებულებდეს თავიანთ კანონებში ან კანონქვემდებარე აქტებში შეიტანონ იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებიც მათი ბუნების ან კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება განკუთვნილ იქნას მხოლოდ განსაზღვრული სქესის პირთათვის.

    მუხლი 21 და 22

1. ამ მუხლების გამოყენების მიზნით, ტერმინი – „მუშაკთა წარმომადგენლები“ ნიშნავს პირებს, რომლებიც აღიარებულნი არიან ასეთებად ეროვნული კანონმდებლობით ან პრაქტიკით.

2. ტერმინები – „ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა“ შესაბამის შემთხვევებში კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების გარდა, გულისხმობს კოლექტიურ შეთანხმებებს, სხვა შეთანხმებებს დამსაქმებელთა და მუშაკთა წარმომადგენლებს შორის, ჩვეულებებს და ასევე, შესაბამის სასამართლო პრაქტიკას.

3. ამ მუხლების გამოყენების მიზნით, ტერმინი – „შრომითი დაწესებულება“ ნიშნავს მატერიალურ და არამატერიალურ კომპონენეტებს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს იურიდიული პირის სტატუსი და რომელიც შექმნილია საქონელის საწარმოებლად ან მომსახურეობსი გასაწევად ფინანსური მოგების მიღების მიზნით და რომელსაც გააჩნია მისი საბაზრო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება.

4. მიიჩნევა, რომ რელიგიური გაერთიანებები და მათი დაწესებულებები შეიძლება გამოირიცხონ ამ მუხლების მოქმედების სფეროდან მაშინაც კი, თუ ეს დაწესებულებები წარმოადგენენ „შრომით დაწესებულებებს“ მე–3 პუნქტში მითითებული მნიშვნელობით. დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას გარკვეულ იდეალებზე დაფუძნებით, ან რომელთა მართვაც ხდება გარკვეული მორალური კონფეციებით, იდეალებით და კონცეფციებით, რომლებიც დაცულია ეროვნული კანონმდებლობით შეიძლება გამოირიცხოს ამ მუხლების მოქმედების სფეროდან იმ ზომით, რაც აუცილებელია შრომითი დაწესებულების ორიენტაციის დასაცავად.

5. მიიჩნევა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოში ამ მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა ხდება შრომითი დაწესებულების სხვადასხვა დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში, შესაბამისი მხარე უნდა განიხილებოდეს, როგორც ამ დებულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შემსრულებელი.

6. მხარეებმა შეიძელბა გამორიცხონ ამ მუხლების გამოყენების სფეროდან ის შრომითი დაწესებულებები, რომლებიც ასაქმებენ მუშაკთა განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლებს, რაც უნდა დადგინდეს ეროვნული კანონმდებლობით ან პრაქტიკით.

    მუხლი 22

1. ეს დებულება არ ეხება სახელმწიფოთა უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს, რაც დაკავშირებულია სამუშაო ადგილებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების მიღებასთან და არც იმ ორგანოთა უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს, რომლებიც პასუხისმებელნი არიან მონიტორინგი განახორციელონ მათ გამოყენებაზე.

2. ტერმინები – „სოციალური და სოციალურ–კულტურული მომსახურეობა და ამისათვის პირობების შექმნა“ ნიშნავს ზოგიერთი შრომითი დაწესებულების მიერ მუშაკთათვის სოციალურ და/ან კულტურულ სფეროში პირობების შექმნას, როგორიცაა მატერიალური დახმარება, სპორტული მოედნები, ოთახები ჩვილ ბავშვზე მზრუნველი დედებისათვის, ბიბლიოთეკები, ბავშვთა დასასვენებელი ბანაკები და სხვა.

    მუხლი 23, პუნქტი 1

ამ პუნქტის გამოყენების მიზნებისათვის, ტერმინები – „რაც შეიძლება დიდხანს“ ეხება ხანდაზმული პირის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

    მუხლი 24

1. მიიჩნევა, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინები–“დასაქმების შეწყვეტა“ და “შეწყვეტილი“ ნიშნავს დასაქმების შეწყვეტას დამსაქმებლის ინიციატივით.

2. მიიჩნევა, რომ ეს მუხლი ვრცელდება ყველა მუშაკზე, თუმცა მხარეს შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად გამორიცხოს მის მიერ უზრუნველყოფილი დაცვის სფეროდან დასაქმებულ პირთა შემდეგი კატეგორიები:

ა) მუშაკები, რომლებიც დასაქმებულნი არიან კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადით ან სპეციალური ამოცანის შესასრულებლად;

ბ) მუშაკები, რომლებიც სამსახურში მიღებულნი არიან გამოსაცდელი ან საკვალიფიკაციო ვადით, იმ პირობით, რომ ეს ვადა განსაზღვრული უნდა იყოს წინასწარ და უნდა იყოს გონივრული ვადით;

დ) მუშაკები, რომლებიც დასაქმებულნი არიან შემთხვევით საფუძველზე ხანმოკლე ვადით;

3. ამ მუხლის მიზნებისათვის, კერძოდ დასაქმების შეწყვეტის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს:

ა) პროფესიული კავშირის წევრობა ან მონაწილეობა კავშირსი საქმიანობაში არასამუშაო საათებში, ან დამსაქმებლის თანხმობით, სამუშაო საათებში;

ბ) მუშაკთა წარმომადგენლის უფლებამოსილებით საქმიანობა ან მანამდე ასეთი საქმიანობის წარმართვა;

გ) დამსაქმებლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა ან დამსაქმებლის მიერ კანონების ან კანონქვემდებარე აქტების დარღვევისათვის სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღება ან ხელისუფლების კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოებისადმი მიმართვა;

დ) რასა, კანის ფერი, სქესი, ოჯახური სტატუსი, ოჯახური მოვალეობები, ორსულობა, რელიგია, პოლიტიკური მოსაზრება, ეროვნული წარმომავლობა ან სოციალური წარმოშობა;

ე) ფეხმძიმობა და ბავშვის შემდგომი მოვლის მიზნით შვებულება;

ვ) ავადმყოფობის ან დაშავების შემთხვევაში სამუშაოზე დროებით არყოფნა.

4.მიიჩნევა, რომ კომპენსაცია ან სხვა შესაბამისი დაკმაყოფილება დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში საპატიო მიზეზის გარეშე, განისაზღვრება ეროვნული კანონებით ან კანონქვემდებარე აქტებით, კოლექტიური შეთანხმებებით ან ეროვნული პირობებისადმი შესაბამისი სხვა სათანადო საშუალებებით.

    მუხლი 25

1. მიიჩნევა, რომ ხელისუფლების კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს ამოღების გზით და დამსაქმებელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, შეუძლია გამორიცხოს მუშაკთა გარკვეული კატეგორიები ამ დებულებით უზრუნველყოფილი დაცვისაგან მათი დასაქმების ურთიერთობათა სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე.

2. მიიჩნევა, რომ ტერმინი „გაკოტრება“ მნიშვნელობა უნდა განსიაზღვროს ეროვნული კანონმდებლობით და პრაქტიკით.

3. მუშაკთა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სულ მცირე უნდა შეიცავდეს:

ა) მუშაკთა მიერ ხელფასის მოთხოვნა, რომელიც ეხება განსაზღვრულ პერიოდს და რომელიც არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები პრივილეგიების სისტემის შესაბამისად და რვა კვირაზე ნაკლები საგარანტიო სისტემის შესაბამისად საწარმოს გაკოტრებამდე ან დასაქმების შეწყვეტამდე.

ბ) მუშაკთა მოთხოვნებს უქმე დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, იმ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შედეგად, როდესაც მოხდა საწარმოს გაკოტრება ან დასაქმების შეწყვეტა;

გ) მუშაკთა მოთხოვნებს რაიმე სხვა ტიპრის ანაზღაურებად შვებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება განსაზღვრულ პერიოდს, რმოელიც არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები პრივილეგიების სისტემის შესაბამისად რვა კვირაზე ნაკლები საგარანტიო სისტემის შესაბმისად საწარმოს გაკოტრებამდე ან დასაქმების შეწყვეტამდე.

4. ეროვნული კანონებით ან კანონქვემდებარე აქტებით შეიძლება შეიზღუდოს მუშაკთა მოთხოვნების დაცვა განსაზღვრულ თანხამდე, რომელიც უნდა იყოს სოციალურად მისაღებ დონეზე.

    მუხლი 26

მიიჩნევა, რომ ეს მუხლი არ მოითხოვს მხარეთა მიერ კანონმდებლობის ამოქმედებას.

მიიჩნევა, რომ მე–2 პუნქტი არ მოიცავს სექსუალური თავისუფლების ხელყოფას.

    მუხლი 27

მიიჩნევა, რომ ეს მუხლი გამოიყენება იმ მამაკაც და ქალ მშუაკთა მიმართ, რმოელთაც აკისრიათ ოჯახური ვალდებულებები მათზე დამოკიდებული ბავშვების ასევე მათი უშუალო ოჯახის სხვა წევრების მიმართ, რომლებსაც აშკარად ესაჭიროებათ მათი მზრუნველობა და მხარდაჭერა, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვალდებულებების გამოი იზღუდება მათ მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში მომზადების, ჩაბმის, მონაწილეობის ან წინსვლის შესაძლებლობა. ტერმინები – „დამოკიდებული ბავშვები“ და „მათი უშუალო ოჯახის სხვა წევრები, რომლებსაც აშკარად ესაჭიროებათ მათი მზრუნველობა და მხარდაჭერა“, გულისხმობს პირებს, რომლებიც განსაზღვრულნი არიან შესაბამისი მხარის ეროვნული კანონმდებლოით.

 

     მუხლები 28 და 29

ამ მუხლების გამოყენების მიზნებისათვის, ტერმინები – „მუშაკთა წარმომადგენლები“ ნიშნავს პირებს, რომლებიც აღიარებულნი არიან ასეთებად ეროვნული კანონმდებლოით ან პრაქტიკით.

 

ნაწილი III

მიიჩნევა, რომ ქარტია შეიცავს საერთაშორისო ხასიათის სამართლებრივ ვალდებულებებს, რომელთა გამოყენება ექვემდებარება მხოლოდ მისი IV ნაწილით განსაზვრულ ზედამხედველობას.

    მუხლი A, პუნქტი 1

მიიჩნევა, რომ დანომრილი პუნქტები შეიძლება შეიცავდეს მუხლებსაც, რომლებიც შედგებიან მხოლოდ ერთი პუნქტისაგან.

    მუხლი B, პუნქტი 2

B მუხლის მე–2 პუნქტის მიზნებისათვის, შესწორებული ქარტიის დებულებები შეესაბამებიან ქარტიის იმავე მუხლის ან პუნქტის დებულებებს, შემდეგი გამონაკლისების გარდა:

ა) შესწრებული ქარტიის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტი შეესაბამება ქარტიის მე–3 მუხლის 1–ლ და მე–3 პუნქტებს;

ბ) შესწორებული ქარტიის მე–3 მუხლის მე–3 პუნქტი შეესაბამება ქარტიის მე–3 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებს;

გ) შესწორებული ქარტიის მე–10 მუხლის მე–5 პუნქტი შეესაბამება ქარტიის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტს;

დ) შესწორებული ქარტიის მე–10 მუხლის მე–5 პუნქტი შეესაბამება ქარტიის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტს;

ე) შესწორებული ქარტიის მე–17 მუხლის 1–ლი პუნქტი შეესაბამება ქარტიის მე–17 მუხლს.

 

ნაწილი V

    მუხლი E

განსხვავლებული მოპყრობა, დაფუძნებული ობიექუტრ და გონივრულ გამართლებაზე, არ იქნება განხილული, როგორც დისკრიმინაციული.

    მუხლი F

მიიჩნევა; რომ გამოთქმა – „ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს“, ასევე მოიცავს ომის საფრთხეს.

    მუხლი 1

მიიჩნევა, რომ მუშაკები, რომლებიც გამოირიცხებიან 21–ე მუხლისა და 22–ე მუხლის დამატების შესაბამისად, არ იქნება მხედველობაში მუშაკთა რიცხვის განსაზღვრისას.

    მუხლი J

ტერმინი–„შესწორება“ ასევე გულისხმობს ქარტიისათვის ახალი მუხლების დამატებას.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.