დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს "გორიგაზი" - აქციონერთა მორიგი კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 178 |
| დოკუმენტის მიმღები | სს "გორიგაზი" |
| მიღების თარიღი | 01/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110701008, 04/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოების მორიგი კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21 ივლისს, დღის 12 საათზე, საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად სს „გორიგაზის“ დირექტორატი იწვევს საზოგადოების აქციონერებს სს”გორიგაზის” მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება ქ. გორში, იოსებიძის ქ. №1-ში, სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციულ შენობაში.
დღის წესრიგი
1. 2010 წლის წლიური ანგარიში:
ა) წლიური ანგარიშის წარმოდგენა დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად;
ბ) საზოგადოების მიერ 2010 წლის მოგება-ზარალის შესახებ.
2. დირექტორატის ანგარიშის დამტკიცება.
3. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.
4. 2011 წლისათვის აუდიტორის არჩევის შესახებ.
5. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორატში.
სს „გორიგაზის“
გენერალური დირექტორი ელ.ბერუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები