დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/01/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2(9), 28/01/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000180.01(2).003.000451 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/01/1999 - 01/05/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.451
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №4
1999 წლის 8 იანვარი
ქ.თბილისი
სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკის დამტკიცების შესახებ
"ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და შესასრულებლად, აგრეთვე საქართველოს ტრანსპორტის, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სტატისტიკისა და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტების "სახელმწიფო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ" 1998 წლის 22 ივნისის №38 და "სახელმძღვანელო დოკუმენტი საავტომობილო ტრანსპორტში სდ - 20522344-001-98 სატრანსპორტო საგზაო ბარათი წარმოების და გამოყენების წესში ცვლილებების და დაატებების შეტანის შესახებ" 1998 წლის 24 დეკემბრის №90 ბრძანების აღსრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკის გასაცემი ფასი 25 (ოცდახუთი) თეთრის ოდენობით.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
საფუძველი:
1. საქართველოს კანონი „ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“;
2. საქარველოს ტრანსპორტის სამინისტროს და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა 1998 წლის 22 ივნისის №38 ბრძანება.
მ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები