დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №250 „საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 250 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 17/12/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1(8), 20/01/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(3).003.000432 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.0133.003.432
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №250
1998 წლის 17 დეკემბერი
ქ.თბილისი
„საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად: ვბრძანებ:
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტებში ცვილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 22 მაისის და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ საქართვლოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონებიდან გამომდინარე შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები „საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 3 აგვისტოს №203 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში:
1. პირველ მუხლში:
ა) 24-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის სიტყვები „საქართველოს მოქალაქის გარდა“;
ბ) 42-ე პუნქტი გადმოიცეს შემდეგი რედაქციით:
„42. ბუნებრივ რესურსებზე გადასახადის გაანგარიშების მიზნით ფასს, მათი სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით ადგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამისი რესურსებით სარგებლობის საუწყებათაშორისო სალიცენზიო საექსპერტო საბჭოს რეკომენდაციით“;
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ბოლო სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„– სხვა სარგებელი (შემოსავლები), ხელფასის გარდა, რომლებიც ზრდიან გადასახადის გადამხდელის შემოსავლებს. ამასთან პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში, ერთობლივ შემოსავლებში შესატანი ქონებისა და სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად“;
3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. ფიზიკური პირისაგან ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება“;
4. 24-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„ამასთან, აღრიცხვის პირველად დოკუმენტებში სრულად და გარკვევით უნდა იყოს ასახული სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, საგანი, თანხა, სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეების დასახელება. სამეურნეო ოპერაციის ნამდვილობას უნდა ადასტურებდეს მხარეთა ხელმოწერა“;
ბ) მე-3 პუნქტსს დაემატოს შემდეგი წინადადება:
„თუ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების მიხედვით გადამხდელის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და კოდექსით დადგენილი ზღვრული ნორმები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშინ დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრის მიზნით პირმა უნდა უზრუნველყოს გამოქვითვების საგადასახადო აღრიცხვა“;
5. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „კერძოდ“ შეიცვალოს სიტყვით „ამასთან“;
6. 37-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი.
„დ. რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი აღემატება 25 ათას ლარს“;
მაგალითი: ფიზიკურმა პირმა 1998 საგადასახადო წლის განმვალობაში შეიძინა საცხოვრებელი ბინა 18 ათას ლარად და უცხოური წარმოების მსუბუქი ავტომანქანა 8 ათასი ლარის ფარგლებში. სულ მან 1998 წლის განმავლობაში გასწია ხარჯი უძრავი და მოძრავი ქონების შეძენაზე 26 ათასი ლარის ოდენობით.
ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია წარადგინოს დეკლარაცია შემოსავლების შესახებ საგადასახადო ინსპექციაში ამ ინსტრუქციაში დადგენილ ვადებში და ფორმით.
7. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. რეზიდენტი იურიდიული პირები, რომლებიც შრომას უნაზღაურებენ დაქირავებით მომუშავეებს ან ახდენენ ფიზიკურ პირებზე პროცენტების და დივიდენდების გაცემას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვალდებულნი არიან საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე წარუდგინონ ცნობა თანხის მიმღები პირებიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის შესახებ, ამ ინსტრუქციის დანართი №11 შესაბამისი ფორმის მიხედვით.
8. მე-40 მუხლის:
ა. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულნი არიან შეიტანონ ბიუჯეტში მიმდინარე გადასახდელების თანხები წინა საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) 15 მაისამდე – 30%;
ბ) 15 აგვისტომდე – 30%;
გ) 15 ნოემბრამდე – 40%;
მაგალითი: გადამხდელს 1997 საგადასახადო წელს საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაერიცხა 2000 ლარი. შესაბამისად 1998 წელს თითოეულ სავადოზე მას გადასახდელად დაერიცხება:
ა) 15 მაისს – 600 ლარი (2000X30%)
ბ) 15 აგვისტოს – 600 ლარი (2000X30%)
გ) 15 ნოემბერს – 800 ლარი (2000X40%)
ბ. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირები, რომლებსაც წინა საგადასახადო წელს არ ჰქონდათ დასაბეგრი შემოსავალი, მიმდინარე გადასახდელებს იხდიან საანგარიშო წლის გასული კვარტლის ფაქტობრივი შემოსავლებიდან გამომდინარე, რისთვისაც საგადასახადო ინსპექციაში წარადგენენ სათანადო დეკლარაციას ამ ინსტრუქციის დანართი №8 ფორმის მიხედვით არა უგვიანეს კვარტალის მეორე თვის 20 რიცხვისა“.
მაგალითი: ინდივიდუალურმა მეწარმემ საქმიანობა დაიწყო 1998 წლის 10 მაისს. ამდენად მას არ ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი 1997 წელს. 1998 წლის მე-2 არასრულ კვარტალში მან მიიღო შემოსავალი 5000 ლარი, ხაჯებმა კი შეადგინა 3000 ლარი.
ამ შემთხვევაში ინდივიდუალურ მეწარმეს მე-2 არასრული კვარტლის დასაბეგრი შემოსავალი 2000 ლარი (5000-3000), გადაუანგარიშდება წელიწადზე, რა მიზნითაც კვარტლის ფაქტიური დასაბეგრი შემოსავალი გაიყოფა კვარტლის ფაქტიურ ნამუშევარ დღეებზე და გამრავლდება წელიწადის დღეთა რაოდენობაზე (365-ზე) ამ გზით გამოანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი იქნება 14038 ლარი (2000 ლარი : 52 დღე) X 365 დღე.
ინდივიდუალური მეწარმის მიერ 1998 წლის 20 ივლისისათვის წარდგენილი სათანადო დეკლარაციის მიხედვით გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის წლიური თანხა შეადგენს 2776 ლარს {(14038-600)X20%}+89. შესაბამისად დაერიცხება მას მიმდინარე გადასახდელები შემდეგი ვადებისა და ოდენობის მიხედვით:
15 აგვისტო – 833 ლარი (2776,6X30%)
15 ნოემბერი – 1110 ლარი (2776,6X40%).
გ. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ გადასახადის გადამხდელი დაასაბუთებს, რომ მიმდინარე საგადასახადო წელს მისი მოსალოდნელი შემოსავალი სულ ცოტა 30%-ით ნაკლები იქნება წინა წლის შემოსავალთან შედარებით და მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე ერთი თვით ადრე მიმართავს საგადასახადო ორგანოს მისი შემცირების თაობაზე, ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით მიმდინარე გადასახდელების თანხები მცირდება შემოსავლების შემცირების პროპორციულად, ხოლო მიმდინარე გადასახდელების შემცირების შემდეგ შემოსავლების ზრდის პირობებში, გადამხდელი ვალდებულია დამატებით გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელები შემცირებული თანხის ფარგლებში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი შემოსავლის შემცირება და გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელების შემცირებული თანხები, მაშინ გადამხდელს გადახდება საურავი ამ ინსტრუქციის 43-ე მუხლის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის დადგენილ ვადამდე დროის მონაკვეთში.
მაგალითი: ინდივიდუალურმა მეწარმემ 1998 წელს მიიღო შემოსავალი 15000 ლარი, საიდანაც დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 8000 ლარი, შესაბამისად მას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადის თანხა 1569 ლარის ოდენობით {(8000-600)X20%}+89, რომელიც წარმოადგენს საფუძველს საანგარიშო წლისათვის (1999 წელს) მიმდინარე გადასახდელების გაანგარიშებისა, რომელიც თითოეული სავადოს მიხედვით უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:
15 მაისი – 471 ლარი, (1569X30%)
15 აგვისტო – 471 ლარი, (1569X30%)
15 ნოემბერი – 627 ლარი. (1569X40%)
1999 წლის 15 აპრილამდე ინდივიდუალურმა მეწარმემ სათანადო დასაბუთებითა და გაანგარიშებებით მიმართა საგადასახადო ინსპექციას, რომ მისი მიმდინარე წლის მოსალოდნელი შემოსავალი იქნება 9000 ლარი, რაც 40%-ით ნაკლებია გასულ 1998 წლის შემოსავალთან შედარებით {(15000-9000):15000}X100.
წარმოდგენილი მასალების გაანალიზების საფუძველზე საგადასახადო ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით იგივე პროპორციით (40%-ით) შემცირდება მიმდინარე გადასახდელები სავადოების მიხედვით და წლიური გადასახადის თანხა ტოლი იქნება 942 ლარისა {1569-(1569X40%)}, კერძოდ:
15 მაისი – 283 ლარი {471-(471X40%)};
15 აგვისტო – 283 ლარი {471-(471X40%)};
15 ნოემბერი – 376 ლარი {627-(627X40%);
მიმდინარე გადასახდელების შემცირების შემდეგ საანგარიშო წლის განმავლობაში თუ არ დასტურდება მოსალოდნელი შემოსავლის შემცირება და პირიქით წარმოდგენილ გაანგარიშებასთან შედარებით ადგილი აქვს შემოსავლების ზრდას საგადასახადო წლის ნებისმიერი პერიოდისათვის, მაშინ გადამხდელის მიერ ხდება მიმდინარე გადასახადელების დაზუსტება და მათი გადახდა.
მაგალითად: პირობები იგივეა, როგორც წინა მაგალითში იმ განსხვავებით, რომ მეწარმის წლიურმა მოსალოდნელმა შემოსავალმა შეადგინა 11000 ლარი; მათ შორის კვარტალების მიხედვით ნაზარდი ჯამით I კვარტალი – 3000 ლარი, 6 თვე – 7000 ლარი, 9 თვე – 9000 ლარი და წლის დანარჩენ პერიოდში 2000 ლარი.
ამ შემთხვევაში მეწარმემ 15 მაისს და 15 აგვისტოს თითოეულ სავადოების მიხედვით მიმდინარე გადასახდელების სახით უნდა გადაიხადოს 283 ლარი.
ამასთან 15 ნოემბრის სავადოს მიხედვით, როდესაც მოსალოდნელი შემოსავლების მონაცემებით უკვე ირკვევა რომ წლის დასაწყისიდან ეს უკანასკნელი მეტი იქნება შემოსავლების გაცხადებულ წლიურ ოდენობაზე (9000 ლარი); მეწარმე ვალდებულია 15 ნოემბრის სავადოს მიხედვით ან წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში გაზარდოს მიმდინარე გადასახდელების ოდენობა წლის ბოლომდე მოსალოდნელი შემოსავლების პროპორციით ადრე შემცირებული თანხის ფარგლებში {გასული წლის გადასახადის ოდენობასთან შედარებით (1569-942); მაგალითის შემთხვევაში 22.2%-ით (11000:9000)} და გადაიხდის 459 ლარს (376X1.222) წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადახდება საურავი შემცირებულ თანხაზე {83 ლარზე, (459-376)} მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან, 15 ნოემბრიდან დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე ან თანხის გადახდის ვადამდე თუ მიმდინარე გადასახადის გადახდა ხდება მომდევნო საგადასახადო წელს.
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-5 პუნქტი ჩაითვალოს მე-4 პუნქტად.
მ.ჩიკვილაძე
| 1. ინდივიდუალური მეწარმის დასახელება –––––––––––– 2. გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი–––––––––––– 3. მისამართი –––––––––––– 4. ტელ №––––––––––––
| დანართი №8
საგადასახადო ინსპექციას
(წარედგინება არა უგვიანეს კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა) |
დეკლარაცია
ფაქტობრივი შემოსავლის შესახებ
199 წ. მიხედვით
(კვარტალის)
ნაწილი I
| № | დასახელება | ათას .ლარი | შენიშვნა | |
| 1 | ფაქტობრივი შემოსავალი |
|
| |
| 2 | ფაქტობრივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები (ბიუჯეტში გადასახადების გარეშე) |
|
| |
| 3 | საბიუჯეტო გადასახადები (დღგ, აქციზის და საშემოსავლო გადასახადების გარეშე) |
|
| |
| 4 | ფაქტობრივი დასაბეგრი შემოსავალი (სტრ.1-სტრ.2-სტრ.3) |
|
| |
| 5 | წლიური სავარაუდო დასაბეგრი შემოსავალი (სტრ.4 : კვარტალში ნამუშევარი ფაქტიურ დღეთა რაოდენობა) X წელიწადის დღეთა რრაოდენობა |
|
| |
| 6 | გადასახადი წლიური სავარაუდო შემოსავლის მიხედვით |
|
| |
| 7 | დაასარიცხი მიმდინარე გადასახდელი 199 წლის | 15 მაისისათვის |
|
|
|
|
| 15 აგვისტოსათვის |
|
|
|
|
| 15 ნოემბრისათვის |
|
|
ინდივიდუალური მეწარმე (ხელმოწერა)
ნაწილი II
საგადასახადო ინსპექციის აღნიშვნა
1. კამერალური შემოწმების შედეგად შეტანილია შემდეგი შესწორებები–––––––––––
„––––„––––––––––––––199 წ.
შემოწმების თარიღი (ხელმოწერა)
2. გაანგარიშებით გადამხდელის პირადი ანგარიშის ბარათზე დარიცხულია (შემცირებულია) გადასახდელად -----------------------------------------------------------------
„––„ ––––––––––––––– 199 წ.
გატარების თარიღი (ხელმოწერა)
დანართი №11
ცნობა
საწარმოს მიერ დაქირავებით შრომის ანაზღაურებაზე, აგრეთვე დივიდენდებისა და პროცენტების სახით გაცემულ თანხებზე საშემოსავლო გადასახადისგაანგარიშების შესახებ
1999 წ.––––––––––––––––––
(თვე)
1. საწარმოს დასახელება _______________ 2. გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
3. მისამართი––––––––––––– ტელ.№–––––––––––––
ნაწილი I
| მაჩვენებელი | კოდი | ზომის ერთ. | თვე | წლის დასაწყისიდან |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| მომუშავეთა საშუალო სიობრივი რიცხვი | 4 | კაცი |
|
|
| დარიცხულია სულ | 5 | ლარი |
|
|
| მათ შორის ხელფასი | 6 |
|
|
|
| დივიდენდი | 7 |
|
|
|
| პროცენტები | 8 |
|
|
|
| სხვა | 9 |
|
|
|
| გაცემულია სულ | 10 |
|
|
|
| მათ შორის ხელფასი | 11 |
|
|
|
| დივიდენდები | 12 |
|
|
|
| პროცენტები | 13 |
|
|
|
| სხვა | 14 |
|
|
|
| საშემოსავლო გადასახდი | 15 |
|
|
|
| დარიცხულ განაცემებზე ეკუთვნის ბიუჯეტს | 16 |
|
|
|
| გადახდილია ბიუჯეტში | 17 |
|
|
|
| ვადაგადაცილებული დავალია- ნების თანხა | 18 |
|
|
|
შენიშვნა: ცნობის წარდგენის ვადა ყოველი საანგარიშო თვის
მომდევნო თვის 20 რიცხვამდე
ხელმძღვანელი (ხელმოწერა)
მთ. ბუღალტერი (ხელმოწერა)
ნაწილი II
საგადასახადო ინსპექციის აღნიშვნა
1. კამერალური შემოწმების შედეგად შეტანილია შემდეგი შესწორებები–––––––––––––––
,,––––“ ––––––––––––––––––199 წ.
(შემოწმების თარიღი) (ხელმოწერა)
2. ამ ცნობით გადამხდელის პირადი ანგარიშის ბარათზე
დარიცხულია (შემცირებულია) გადასახდელად ––––––––––––
,,––––“ –––––––––––––––199 წ.
(გატარების თარიღი) (ხელმოწერა)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები