„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 13 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 03/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 300280010.16.009.011712
  • Word
11
03/04/2008
სსმ, 50, 03/04/2008
300280010.16.009.011712
„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 13 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.011.712

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №11

2008 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის გამანაწილებელ  ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 13 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 462 მუხლის შესაბამისად, ვადგენთ:

მუხლი 1. „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 13 მარტის №7 დადგენილებაში (სსმ III, №42, 20.03.2008 წ., მუხლი 484) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.“.

2. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებისა და საფასურის გადახდის წესების:

ა) მე-2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე მისაერთებელი სიმძლავრის ახალი მომხმარებლის მიერთებისას, ამ მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან, არსებულ გამანაწილებელ ქსელამდე 100 მ-ზე ზევით სადენის გამოყენების შემთხვევაში, სხვაობას იხდის მომხმარებელი. ასევე ამ მომხმარებლის მიერ უნდა ანაზღაურდეს მისი მოხმარების, ინდივიდუალური აღრიცხვის სამფაზა მრიცხველის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

9. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე ახალი მომხმარებლის მიერთებისას განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს მიერთებისათვის სათანადო მოქმედების განხორციელება.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

ეს წესები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მის ამოქმედებამდე დადებული იყო მიერთების ხელშეკრულება ახალ მომხმარებელსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს შორის ან განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 13 მარტის №7 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.

თავმჯდომარე                 გ. ჩალაგაშვილი