”უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
”უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 113/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110630016, 05/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016150
  • Word
113/ნ
28/06/2011
ვებგვერდი, 110630016, 05/07/2011
430210000.22.022.016150
”უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №113/ნ

2011 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით (სსმ III, 05.02.2010, 14, მუხ. 165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. რეგულირების სფერო

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება)   სხვა დაწესებულებაში გადასვლის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სტუდენტის გადასვლას დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში (შემდგომში – მობილობა)..

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი)..

 3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის დაწესებულების სტუდენტი.

2. მობილობის უფლება ასევე აქვ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომლსაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვ დაწესებულების სტუდენტის სტატუსი.”;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება დაწესებულების სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში. სტუდენტთა რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) სტუდენტის სტატუსის შეჩერების რეგისტრაცია.

8. სტუდენტის სტატუსის აღდგენა იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.”.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. მობილობის უფლების შეზღუდვა

1. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია, ან დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება.”.

5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ცენტრი ამოწმებს დაწესებულების მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობას მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების რაოდენობისა და დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან. გადამოწმების პროცესში ცენტრი იყენებს რეესტრში არსებულ ინფორმაციას. დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის შეუტანლობა ხარვეზის დადგენის, ხოლო მისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.”;

6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. პირი, რომელსაც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით  სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ეთვლება, ასევე განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად სახელმწიფოს მიერ აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში.”;

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი