დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების და ნებართვის ფასის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივნისის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 28/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110629019, 04/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.160.016080 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №97
2011 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების და ნებართვის ფასის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივნისის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
დადგენილებით (სსმ V, 110602016, 07/06/2011 წ.) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კონკურსის მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც ლოტის მიხედვით საკონკურსო შეფასების შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და აიღებს ვალდებულებას მაღალ დონეზედ ააკმაყოფილოს გამოცხადებული საკონკურსო ყველა სხვა დანარჩენი პირობა. ნებართვის მაძიებლის შეფასაბის კრიტერიუმები და ნებართვის მაძიებელზე ქულების მინიჭების წესი დამტკიცდეს დანართი 2-ის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
დანართი 2
ნებართვის მაძიებლის შეფასაბის კრიტერიუმები და ნებართვის მაძიებელზე
ქულების მინიჭების წესი
მუხლი 1
1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ავტობუსის ტექნიკური მონაცემები;
ბ) საკუთრებაში/სარგებლობაში მყოფი ლიზინგით ან იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობა;
გ) საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობა;
დ) სამგზავრო გადაყვანების მომსახურების მენეჯმენტი.
2. საერთო შეფასებაში თითეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.
3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს.
4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით:
S=0.7C + 0.1L + 0.05G + 0.15N
სადაც:
C – არის ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.7 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;
L – არის საკუთრებაში/სარგებლობაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა, ხოლო 0.1 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;
G – არის საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის შეფასების ქულა, ხოლო 0.05 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;
N – არის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა, ხოლო 0.15 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.
5. ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:
![]() |
სადაც:
Yp – არის შესაფასებელი ავტობუსების გამ გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის, ტექნიკურ–საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
![]() |
სადაც:
Ypmax – არის შესაფასებელი ავტობუსების გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის, ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას ნებართვის მაძიებლებთა მიერ მიღებულ საშუალო ქულათა შორის მაქსიმალური ქულა;
Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn – არის შესაფასებელი თითეული ავტობუსის გამოშვების წლის, მისი EURO სტანდარტთან შესაბამისობის, ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული ქულა;
n – არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტობუსების რაოდენობა.
თითოეული ავტობუსის Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn – იანგარიშება შემდეგნაირად:
Yn = Ayear+Aeuro+Atecn
სადაც:
Ayear – არის თითოეული ავტობუსის გამოშვების წლის შეფასების ქულა;
Aeuro – თითოეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობის ქულა;
Atecn – თითოეული ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასების ქულა.
6. თითეული ავტობუსის გამოშვების წლის შეფასება ხდება შემდეგი ქულების მიხედვით:
ა) 2010 წლის და მეტი – 50 ქულა;
ბ) 2005-დან 2010 წლამდე – 40 ქულა;
გ) 2000-დან 2005 წლამდე – 30 ქულა;
დ) 1995 -დან 2000 წლამდე – 10 ქულა;
ე) 1995 წლამდე – 0 ქულა.
7. თითეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობა ფასდება შემდეგი ქულებით:
ა) შეესაბამება:
EUROO– 5 სტანდარტს – 50 ქულა;
EURO – 4 სტანდარტს – 45 ქულა;
EUROO– 3 სტანდარტს – 35 ქულა;
EUROO– 2 სტანდარტს – 25 ქულა;
EUROO– 1 სტანდარტს – 15 ქულა;
ბ) არ შეესაბამება EUROO სტანდარტს – 0 ქულა.
8. თითეული ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებები და სხვა მაჩვენებლები ფასდება ავტობუსის კლასის, მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომების, ეფეტურობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეების შეესაბამისობით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესებთან და ამ წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან – ტენიკურ რეგლამენტებთან, შემდეგი ქულებით:
ა) ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებები და კლასი, მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომები, ეფეqტურობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეები შეესაბამება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ ტენიკურ რეგლამენტებში მოცემული საქალაქო ავტობუსების კლასს და ნორმებს – 50 ქულა;
ბ) ავტობუსის ტექნიკურ–საექსპლუატაციო თვისებები და კლასი, მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომები, ეფექტურობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეები შეესაბამება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ ტენიკურ რეგლამენტებში მოცემული საქალაქთაშორისო ან შორი მიმოსვლის ავტობუსების კლასს და ნორმებს – 25 ქულა.
გ) არ შეესაბამება სტანდარტებს და ტექნიკურ რეგლამენტებს – 0 ქულა.
9. საკუთრებაში/სარგებლობაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით, ლიზინგით/იჯარით აღებული, ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:
სადაც:
Rp – არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობა;
Rpmax – არის ნებართვის მაძიებელთა შორის მათ საკუთრებაში/სარგებლობაში ან მათ მიერ საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობა.
10. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებლის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი არის მის საკუთრებაში/სარგებლობაში ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული, მაშინ მისი Rp = Rpmax.
11. საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:
სადაც:
Mp – არის ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობა;
Mpmax – არის ნებართვის მაძიებლებლთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიების ოდენობათა შორის ყველაზე დიდი ოდენობა.
12. იმ შემთხვევაში, როცა ნებართვის მაძიებელს საკუთრებაში/სარგებლობაში ლიზინგით ან იჯარით აქვს მიღებული შესაფასებლად წარმოდგენილი ავტობუსების მთლიანი რაოდენობა და ქ. რუსთავის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან სარგებლობაში აქვს მინიმუმ 1 საავტობუსო პარკი, სადაც მოემსახურება მის მიერ შემოთავაზებულ ავტობუსებს, მაშინ მისი Mp = Mpmax.
13. მგზავრთა გადაყვანის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) მომსახურების მენეჯმენტს განახორციელებს თანამედროვე მაინფორმირებელი საკომუნიკაციო ელექტრონული მოწყობილობებით და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომლექტებული ლოგისტიკური ცენტრის გამოყენებით – 50 ქულა;
ბ) არ იყენებს ლოგისტიკურ ცენტრს – 20 ქულა;
გ) არ ახორციელებს მენეჯმენტს – 0 ქულა.
14. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მიიღო უფრო მაღალი ქულა მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შეფასებისას, ხოლო თუ ამ შეფასებათა ქულათა ჯამიც თანაბარია, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მეტი ქულა მიიღო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმის შეფასებისას.
15. კონკურსში გამარჯვებულად არ გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომლის მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი ავტობუსების გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის და თითეული ავტობუსის ტექნიკურ–საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა (Yp) არის 10 ან 10-ზე ნაკლები.
16. დაუშვებელია მომსახურების გასაწევად საკონკურსო განაცხადით ავტობუსის შემოთავაზება, თუ:
ა) ავტობუსი არ აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს;
ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ან გათბობა არ ხორციელდება;
გ) გადაკეთებულია მგზავრთა გადასაყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებად ან/და კუსტარულად აქვს დამატებული სავარძლები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევით.
17. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევაში შემოთავაზებული ავტობუსის შეფასება კომისიის მიერ არ განხორციელდება და ქულებით შეფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სხვა ავტობუსები, და თუ მათი რაოდენობა შესაბამისობაშია სანებართვო პირობებთან, ნებართვის მაძიებელი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. თუ არ ფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი არც ერთი ავტობუსი ან შესაფასებელი ავტობუსების რაოდენობა არ არის შესაბამისობაში სანებართვო პირობებთან, მაშინ ნებართვის მაძიებელი ითვლება კონკურსიდან მოხსნილად და მას უარი ეთქმევა ნებართვის მიცემაზე.
18. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად, თუ:
ა) წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება სანებართვო პირობებს;
ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
მუხლი 2. არშემდგარი კონკურსი
კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:
ა) კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ან წინამდებარე წესის შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული;
ბ) ყველა წარდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
მუხლი 3. კონკურსის შედეგების შეჯამება
1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.
2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები.
3. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ და კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის ოქმი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს და ქ. რუსთავის საკრებულოს.
4. კონკურსში გამარჯვებულს, ნებართვის მიღებამდე, უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.
5. ნებართვის მაძიებელს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს, კონკურსში წარმოდგენილი კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.
მუხლი 4. განმეორებითი კონკურსი
1. ქალაქ რუსთავის საკრებულო ნიშნავს განმეორებით კონკურსს იმ შემთხვევაში, თუ პირველი კონკურსის დროს არ მოხდება ლოტზე გამარჯვებულის გამოვლენა წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. განმეორებითი კონკურსი ცხადდება წინამდებარე წესის შესაბამისად.
მუხლი 5. სადავო საკითხების მოგვარება
კონკურსთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები