დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივნისის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 28/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110629018, 04/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.160.016079 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის
საკრებულოს
დადგენილება №96
2011 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 1 ივნისის №90 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
დებულების (სსმ V, 110602017, 07/06/2011 წ.) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და მე-18 პუნქტები:
,,31. კომისიის დაკომპლექტება ხდება საკრებულოს განკარგულებით და მის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები;“.
,,18. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2
დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და მას თან უნდა დაერთოს ნებართვის მაძიებლის მიერ წარსადგენი შემდეგი დოკუმენტები:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – პარტნიორების სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
გ) ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;
დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
ე) ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთოსახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ვ) დოკუმენტაცია ლოტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:
ვ.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი ავტობუსების კატეგორია, მარკა, მოდელი, ტევადობა, რაოდენობა; მათი მგზავრთა სალონის ელემენტების: სალონის და სალონში ასასვლელი საფეხურის სიმაღლე; სალონში მგზავრთა ასასვლელ-ჩამოსასვლელი კარების და კარების ღიობის საგდულების რაოდენობა; კარების ღიობის სიგანე და სიმაღლე; ამასთან მითითებული უნდა იყოს თითოეული ავტობუსის: გამოშვების წელი; სტანდარტებთან შესაბამისობა; მათი გამოყენების ეფექტურობის, უსაფრთხოების, მოხერხებულობისა და კომფორტულობის დამახასიათებელი თვისებები და პარამეტრები;
ვ.ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/ სარგებლობაში ავტობუსების მომავალში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხმება ავტობუსების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტობუსის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;
ვ.გ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების გრაფიკი;
ვ.ვ) მომსახურების მენეჯმენტის სისტემის ორგანიზაციულ-ტექნიკური სტრუქტურის დახასიათება, ან/და სისტემის შექმნის და მისი სამოქმედო პროგრამის განხორციელების რეალობის დამადასტურებელი საბუთები: ხელშეკრულებები და გარანტიები სისტემის დამპროექტებელ და შემსრულებელ ორგანიზაციებთან, სპეციალისტებთან, ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების მომწოდებლებთან, ტექნიკურ პერსონალთან და სხვა;
ზ) საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის;
თ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით;“.
მუხლი 3
დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები.
მუხლი 4
დებულების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.“
მუხლი 5
დებულების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 6
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები