"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110629014, 30/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016145
  • Word
76
29/06/2011
ვებგვერდი, 110629014, 30/06/2011
040030000.22.027.016145
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 76

2011 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის   30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის 209 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., N12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულების მე-8 მუხლს დაემატოს ემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს სამმართველოში/სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს/სამსახურის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო დავალებებსა და მითითებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის, მისი ერთ-ერთი მოადგილის ან/და სამმართველოს/სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.

5. სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილის საქმიანობის სფერო განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით .“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი