დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების დანართი №1 და №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110629008, 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №3/136
2011 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების დანართ №1-სა და №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2011 წლის 2 ივნისის №01-13/128 კორესპონდენციისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ქ. ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2008 წ., №31 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
დანართში შეტანილი რიგითი ნომერი 97 და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №020102068, ნაცვლად „ქუთაისის ქ. №22/ფარნავაზ მეფის ქ. №11”-ისა, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ქუთაისის ქ. №18”.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).
ნ. რურუა
| კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი № 020102068 |
|
|
| 1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი 2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. ბათუმი, ქუთაისის ქ. №22 /ფარნავაზ მეფის ქ. №11 3. სახეობა – არქიტექტურის 4. თარიღი – 1953 წ. |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები