„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16.22.665
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 27/06/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110629004, 30/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260050.37.101.016068
  • Word
16.22.665
27/06/2011
ვებგვერდი, 110629004, 30/06/2011
010260050.37.101.016068
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №16.22.665

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში (25.02.2011 წ, „საკანონმდებლო მაცნე“) შეტანილ იქნეს ცვლილება და 73 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

73. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, იღებს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ, ქალაქგეგმარებითი პირობების გათვალისწინებით და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი ფორმულით მიღებული საწყისი ფასით, ექვსთვიანი განვადების ვადით, ან/და ამავე ფასითა და პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის გზით პრივატიზების შესახებ და განსაზღვრავს ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობას. სხვა ფასითა და პირობებით, მათ შორის ინვესტიციის განხორციელების პირობით, აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი

მოადგილე (ვიცე-მერი)   დ. ნინიძე