,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 28/06/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628042, 30/06/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 020080150.52.101.016030
  • Word
20
28/06/2011
ვებგვერდი, 110628042, 30/06/2011
020080150.52.101.016030
,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქ. თბილისის მერის

ბრძანება № 20

2011 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. ,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბერის №35 ბრძანებაში (სსმ V, №72, 31.12.2011, მუხ. 2150) (შემდგომში _ ბრძანება) შევიდეს ცვლილება:

 ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:“;

 ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი 1). აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს.“;

 გ) ბრძანებით დამტკიცებულ ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, 1. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.

2 . ბრძანება ძალაშია 2011 წლის 1 ივლისიდან.

ქ. თბილისის მერი              გ. უგულავა