დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110628036, 28/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.08.002.016257 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №335
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ
1. ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმელი თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმელი

პლანშეტი 1
1. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი გახსნილი საყელოთი, ლურჯი მაისური, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 2
1. ყოველდღიური ფორმა - მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი პიჯაკი, თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური ფორმა (ზამთრის სეზონი, საოფისე) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი სვიტერი, თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 3
1. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი ან მუქი ლურჯი ქვედაკაბა, გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ბაფთა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი ან მუქი ლურჯი ქვედაკაბა, მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ბაფთა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი; მუქი ლურჯი ჟილეტი; მუქი ლურჯი ფერის ბაფთა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 4
1. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი ან მუქი ლურჯი ქვედაკაბა, მუქი ლურჯი პიჯაკი, თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ბაფთა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური ფორმა (ზამთრის სეზონი, საოფისე) – მუქი ლურჯი შარვალი ან მუქი ლურჯი ქვედაკაბა, მუქი ლურჯი სვიტერი, თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ბაფთა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები