„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628032, 29/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 06/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016417
  • Word
257
27/06/2011
ვებგვერდი, 110628032, 29/06/2011
040030000.10.003.016417
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 257

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამ­ტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრო­ბის 2011 წლის 2 ივნისის 230 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110608009, 08/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ფონდის კაპიტალის ფორმირების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ უზრუნველყოს:

ა) შპს „საქართველოს რკინიგზის“ 24% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

ბ) შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციე­ლებამდე კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების გადახედვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტრომ უზრუნველყოს:

ა) შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 24% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

ბ) შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატო­რის“ 49% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

გ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 49% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

დ) შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, შპს „ელექტრო­ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა“ და შპს „საქარ­თველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორ­ციელებამდე აღნიშნული კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების გადახედვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ღონის­ძიე­ბების განხორციელება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური