საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628030, 29/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016415
  • Word
255
27/06/2011
ვებგვერდი, 110628030, 29/06/2011
040030000.10.003.016415
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 255

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

 

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მეც­ნიერების, ტექნოლო­გი­ე­ბ­ისა და მათი განვითარების შესახებ“ სა­ქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდი­ული პი­რები: სსიპარნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინ­ს­ტიტუტი და სსიპეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა სსიპივ­ა­ნე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრუქტურულ ერთეულებადდამოუკიდებელ სა­მეც­ნი­ე­რო-კვლევით ერთეულებად მასთან შეერთების გზით.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გა­თ­ვა­ლისწინებული რეორგანიზაციის შე­დეგად სსიპ – ივანე ჯა­ვა­ხი­შვი­ლის სახელობის თბილისის სა­ხელ­მწიფო უნივერსიტეტი ჩაით­ვა­ლოს საჯარო სამართლის იური­დიული პირების: სსიპარნოლდ ჩი­ქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და სსიპერ­ოვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბი­უ­­ჯ­ეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათ­ლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადა­დე­ბა­თა საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები სა­ქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლი­უ­რი საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლა­­სიფი­კა­ციასა და კვარტალურ განწერაში.

4. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გა­თ­ვალისწინებული დაწესებულებების დირექტორებს დაევალოთ მათ­დამი დაქვემდება­რებულ დაწესებულებათა ბალანსზე რიცხულ მა­ტერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრე­დი­ტორული და­ვა­ლია­ნებების სრუ­ლი აღრიცხვა და რეორგა­ნი­ზა­ცი­ა­ს­თან დაკავ­ში­რებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება სსიპივ­ანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ადმინისტრაციასთან შე­თანხმებით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრუ­ლ­ე­­ბისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გა­მო­ცემა.

6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციას­თან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2012 წლის 1 იან­ვ­რა­მ­დე.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური