„2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628028, 29/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.016413
  • Word
253
27/06/2011
ვებგვერდი, 110628028, 29/06/2011
190020060.10.003.016413
„2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 253

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კა­ნო­­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „2011-2012 სასწავ­ლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწი­ლობ­რივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2010 წლის 8 დეკემბრის 379 დადგენილებაში (სსმ, 13/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„18. ამ დადგენილების მე-14მე-17 პუნქტებით გათვალის­წი­ნე­ბული განაწილება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყო­ვე­ლი არჩევითი საგნის მიხედვით. ამ განაწილების შედეგად ყოველი არ­ჩევითი საგნის მიხედვით დარჩენილი თანხები იკრიბება და გა­ნა­წილ­დება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველ არჩევით საგანზე ამ დადგენილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 93 პრო­ცენტის ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გა­ნაწილების შედეგად მიღებული პროპორციით ნაწილობრივი ოდ­ე­ნ­ობის მინიმალური ოდენობით (30 პროცენტი) დაფინანსებისა­თვის.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი:

„24. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, სტუ­დენ­ტის მიერ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, ნაწილობ­რი­ვი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან ნაწილობრივი სასწავლო გრა­ნ­ტის ოდენობის გაზრდის უფლების მოპოვებაზე არ ვრცელდება ამ და­დგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალის­წი­ნე­ბულ მიმართულებებზე ან დარგებზე/სპეციალობებზე არსებული შე­ზ­ღუდვა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური