სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628027, 29/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 430160000.10.003.016412
  • Word
252
27/06/2011
ვებგვერდი, 110628027, 29/06/2011
430160000.10.003.016412
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №252

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართ­ვე­ლოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „საქართველოს 2011 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სა­ქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამოყოფილი ას­იგნებებიდან (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოს­წა­ვ­­ლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგ­რა­მა, ორგანიზაციული კოდი – 32 14 18) განხორციელდეს სას­კო­ლო სა­ხელმძღვანელოების დაფინანსება, პირველი კლასიდან მე-12 კლა­სის ჩათვლით, იმ ბენეფიციარებისათვის, რომელთა ოჯა­ხე­­ბ­იც რე­გის­ტრირებული არიან სოციალურად დაუც­ველი ოჯახების მო­ნა­ცემ­თა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკ­ლებია 57000-ზე, ხოლო იმ ბენეფიციართათვის, რომელთა სა­რე­ი­ტ­ინგო ქულა მეტია 57000-ზე და ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე, სა­ს­კო­ლო სახელმძღვანელოების დაფინანსება მოხდეს პირველი კლა­სი­დან მე-6 კლასის ჩათვლით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური