დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 252 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110628027, 29/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430160000.10.003.016412 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №252
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა, ორგანიზაციული კოდი – 32 14 18) განხორციელდეს სასკოლო სახელმძღვანელოების დაფინანსება, პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, იმ ბენეფიციარებისათვის, რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 57000-ზე, ხოლო იმ ბენეფიციართათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 57000-ზე და ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე, სასკოლო სახელმძღვანელოების დაფინანსება მოხდეს პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები