დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110628023, 29/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016149 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №112/ნ
2011 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით (სსმ III, 21.03.2007., №38. მუხ: 440) დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის” პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლისათვის (შემდგომში – სკოლა) სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების წესს.
2. წინამდებარე წესი არ მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით სკოლისათვის სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების შემთხვევაში.”
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები