„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628012, 29/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016209
  • Word
367
28/06/2011
ვებგვერდი, 110628012, 29/06/2011
040030000.22.033.016209
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №367

2011 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის              №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16 და ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5.“.

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას – სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;“.

4. მე-16 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. საწყობების (ღია ან/და დახურული), თავისუფალი საწყობის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ი) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადება;“.

5. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;“. 

მუხლი 2

1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 2 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დ. გვინდაძე