შპს "კონელტექი" - ოქმი აუქციონის შედეგების შესახებ

  • Word
შპს "კონელტექი" - ოქმი აუქციონის შედეგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს "კონელტექი"
მიღების თარიღი 28/06/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628011, 29/06/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
28/06/2011
ვებგვერდი, 110628011, 29/06/2011
შპს "კონელტექი" - ოქმი აუქციონის შედეგების შესახებ
შპს "კონელტექი"

ოქმი №1

აუქციონის შედეგების შესახებ

 

2011 წლის 25 ივნისი

       

ქ. თბილისი    

                            

შპს „კონელტექის“ გაკოტრების მმართველის თემურ მამასახლისის მიერ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია შპს „კონელტექის“ სამეურვეო ქონების, კერძოდ, ჰაერის კომპრესორის აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე.

ხსენებულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად 2011 წლის 15 ივნისს განცხადებით გაკოტრების მმართველს მიმართა მხოლოდ ერთმა მოქალაქემ ბატონმა ნუგზარ მესხმა (პირადი ნომერი 01009018232), რომელმაც დააკმაყოფილა აუქციონში მონაწილეობის პირობები.

2011 წლის 15 ივნისს, 12 საათზე, გაიხსნა აუქციონი, რომელსაც თავმჯდომარეობდა თემურ მამასახლისი.

აუქციონს ასევე ესწრებოდნენ შპს „კონელტექის“ დირექტორი თეიმურაზ სარიშვილი, ნინო შერმაზანაშვილი (სხდომის მდივანი) და აუქციონში მონაწილე პირი ნუგზარ მესხი.

გაკოტრების მმართველმა გამოაცხადა აუქციონი გახსნილად და შესთავაზა აუქციონში მონაწილე პირს ნივთის საწყისი ფასის გადახდა.

ვინაიდან აუქციონში მონაწილეობას იღებდა ერთი მოქალაქე – ნუგზარ მესხი, რომელმაც ნივთის შესაძენად დაასახელა მისი საწყისი ღირებულება 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარი, იგი აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ავტომატურად. ამასთან, მან დარჩენილი 855 (რვაას ორმოცდათხუთმეტი) ლარი (ბეს სახით გადახდილი ჰქონდა 95 ლარი) გამარჯვებულად გამოცხადებისთანავე გადაიხადა საზოგადოების სალაროში.

გაკოტრების მმართველმა აუქციონი დახურულად გამოაცხადა 12:15 სთ-ზე.

თ. მამასახლისი