„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628010, 30/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016037
  • Word
44
27/06/2011
ვებგვერდი, 110628010, 30/06/2011
010250020.35.106.016037
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N44

2011 წლის 27 ივნისი

ქ. ხობი                                                         

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის 41 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 110517015, 20.05.2011 წ,) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილების მე-2 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანების საფუძველზე.“;

გ) დადგენილების მე-2 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შემოსავლის და გასავლის ჟურნალში სათანადო აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს შესაბამის უწყებას.“;

დ) დადგენილების მე-2 დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;

ე) დადგენილების მე-2 დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პირი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  მ. ჭოხონელიძე