დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 538 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110628005, 29/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.016044 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №538
2011 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007წ. №14 მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს ინსტრუქცია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს.
2. ეს წესი აგრეთვე ადგენს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი (მაგრამ არანაკლებ 90 კალენდარული დღისა) უცხოეთში რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის წესსა და პირობებს.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – 50 სმ3-ზე მეტი ძრავის მუშა მოცულობის მქონე სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა), აგრეთვე ელექტროძრავიანი (არანაკლებ 3 კვტ სიმძლავრისა) სატრანსპორტო საშუალება, ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მისაბმელები, ნომრიანი აგრეგატები და დამხმარე ტექნიკური საშუალებები.
3. რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, საკუთრების ან სარგებლობის უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა.“
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31) დროებითი რეგისტრაცია – ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დეკლარანტზე, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვა, დროებით აღრიცხვაში ცვლილებების შეტანა, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება.“
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეგისტრაციაში ცვლილებები – სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული, მონაცემთა ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების შეტანა.“
დ) მე-18 და 181 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. დათვალიერება – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალური შედარება;
181) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად შედგენილი აქტი (ფორმა 1), რომელშიც თანხმლები დოკუმენტებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების შედარების შედეგად აისახება ამ ინსტრუქციის დანართი №3-ით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.“
ე) 181 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 პუნქტი:
„182. საექსპერტო შემოწმება – სააგენტოს სპეციალისტის მიერ სატრანსპორტო საშუალებისა და თანხმლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური და სასაქონლო შემოწმების გზით, დეკლარირებისა ან/და რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა, შესაბამისი აქტის შედგენა.“
3. მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა (მათ შორის ციფრული ხელმოწერაც); ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.“
4. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის შემთხვევაში – რეგისტრაცია, უფლების წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში;
გ) რეგისტრაციაში ცვლილებები ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილების შეტანის ან აღრიცხვიდან მოხსნა საფუძვლის წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.“
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:
„11) დეკლარანტი ვალდებულია განახორციელოს:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
ბ) დროებით რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა.“
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მხულის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების, აღრიცხვიდან მოხსნის, აგრეთვე დროებითი რეგისტრაციის განუხორციელებლობა ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესების დარღვევად.“
5. მე-8 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წარდგენა და მისი დათვალიერება სავალდებულოა:
ა) პირველადი რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას, თუ კანონმდებლობით აღნიშნული პროცედურისათვის გათვალისწინებული არ არის საექსპერტო შემოწმების განხორციელება ან საექსპერტო შემოწმება ხორციელდება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
ბ) რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანისას;
გ) ამ მუხლის 91 და 92 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში;
დ) ამ ინსტრუქციის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) დაკარგული ან დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლამდე;“.
ბ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მისაქცევი მექანიკური სატრანსპოტო საშუალება (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);“
გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 101 პუნქტი:
„101) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი ის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც კონტროლის ზონაში გამოცხადებისათვის მიცემულ ვადაში ჩაუტარდა საექსპერტო შემოწმება, გამოცხადების ვადის გასვლამდე, დამატებით საექსპერტო შემოწმებას არ საჭიროებს. “
6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისათვის დეკლარანტის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი დათვალიერების აქტი;
დ) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი იურიდიული პირია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის განხორციელებისათვის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დროებითი რეგისტრაციის განხორციელებაზე იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება დეკლარანტზე, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადით. დროებითი რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო ბაზაში (სისტემაში) აღირიცხება შემდეგი საეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები:
ა) დეკლარანტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სცხოვრებელი ადგილი და ა.შ.);
ბ) დროებითი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი და თარიღი;
გ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი;
დ) დროებითი რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი;
ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:
ე.ა ) მარკა;
ე.ბ) მოდელი;
ე.გ) ძარას ტიპი;
ე.დ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;
ე.ე) გამოშვების წელი;
ე.ვ) ფერი;
ე.ზ) ძრავას ნომერი;
ე.თ) ძრავას მოცულობა;
ე.ი) საწვავის ტიპი;
ე.კ) ძარას ნომერი;
ე.ლ) შასის ნომერი;
ე.მ) დასაშვები წონა;
ე.ნ) დაუტვირთავი წონა;
ვ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა.
4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის, ტიპის ან სხვა მახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით დასაშვებია სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში არ იქნეს ან ნაწილობრივ იქნეს ასახული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ზ–ე.ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.
5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის შედეგად გაიცემა ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სახელმწიფო სანომრე ნიშნები. უცხო ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშნები დროებითი რეგისტრაციის ვადით შესანახად ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს.
6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეკლარანტი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა. აღნიშნული ვალდებულის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირი კარგავს დროებითი რეგისტრაციის შედეგად მინიჭებულ უფლებამოსილებას.
7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები სრულყოფილად არ შეიცავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისათვის საჭირო ინფორმაციას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
8. დროებით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვა, ჩამოწერა ან უფლებრივი დატვირთვა დასაშვებია, მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.“ .
7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება;“.
8. მე-15 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ახლად დამზადებული თვითნაკეთი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციამდე გაიცემა წყვილი სანომრე ნიშანი „TEST“ და ერთი დროებითი მოწმობა;“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5 და მე-6 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოში საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის დასაშვებად დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა:
ა) წყვილი სატრანზიტო სანომრე ნიშანი და ერთი დროებითი მოწმობა;
ბ) წყვილი TR და TG სერიის შიდა ტრანზიტი და ერთი დროებითი მოწმობა;
გ) ცალი T სერიის შიდა ტრანზიტი და ერთი დროებითი მოწმობა.
6. თანასაკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, სარეგისტრაციო მონაცემებში აღირიცხება ყველა თანამესაკუთრე, ხოლო მათი სიმრავლის შემთხვევაში კეთდება ჩანაწერი „თანასაკუთრება“. თანასაკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც თანამესაკუთრეების წერილობითი შეთანხმების შესაბამისად აისახება ერთ-ერთი თანამესაკუთრე. თანამესაკუთრეებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია არ განხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ დავის გადაწყვეტამდე. თანასაკუთრებაში რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისება დასაშვებია მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის ერთობლივი მოთხოვნით.“;
გ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: დროებითი მოწმობა არ გაიცემა, თუ უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან შიდა ტრანზიტის გაცემა ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.“.
9. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11, 12 და 13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„11. სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემის შესახებ ინფორამაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.
12. მომსახურების გაწევის პროცედურის გამარტივების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის უფლებამოსილება სააგენტო, მიერ შეიძლება დელეგირებულ იქნეს ავტორიზებულ ექსპედიტორზე (ფორვარდერზე) ან გადამზიდველზე (ოპერატორზე). დელეგირებულ პირს სატრანზიტო სანომრე ნიშანი გადაეცემა საფასურის გადახდის შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტით. დელეგირებული ექსპედიტორი (ფორვარდერი) ან/და გადამზიდველი (ოპერატორი) ვალდებულია:
ა) სატრანზიტო სანომრე ნიშანი გასცეს, მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ბ) უზრუნველყოს სატრანზიტო სანომრე ნიშნის უსაფრთხოდ შენახვა;
გ) აწარმოოს სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის (მინიჭების) თაობაზე ინფორმაციის სრულყოფილი აღრიცხვა;
დ) სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის (მინიჭების) შესახებ ინფორმაცია (პირის მონაცემები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, შიდა ტრანზიტის სერია და ნომერი და ა.შ), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდოს უფლებამოსილ პირს;
ე) მიაწოდოს სააგენტოს სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემასთან (მინიჭებასთან) დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
ვ) დელეგირებული უფლებამოსილების გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სააგენტოს გაუცემელი სატრანზიტო სანომრე ნიშანი;
ზ) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად.
13. ამ მუხლის 11 და 12 პუნქტით განსაზღვრული წესით ტრანზიტული სანომრე ნიშნის გაცემის შემთხვევაში ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე შემოტანილი, დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისათვის დადგენილი წესით გაიცემა დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი – შიდა ტრანზიტი (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა).“
10. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
1. საქართველოს ტეროტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე, დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებით სანომრე ნიშანს – შიდა ტრანზიტს გასცემს სააგენტო, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევაში, დროებით სანომრე ნიშანთან ერთად გაიცემა დროებითი მოწმობა (დანართი 5).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით სააგენტოში შიდა ტრანზიტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) განცხადება შიდა ტრანზიტის მიღების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოდელი (მარკა) და შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის მოთხოვნილი ვადა;
გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემის შესახებ ინფორამაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.
4. მომსახურების გაწევის პროცედურის გამარტივების მიზნით, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე შემოტანილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე შიდა ტრანზიტის გაცემის უფლებამოსილება სააგენტოს, მიერ შეიძლება დელეგირებულ იქნეს ავტორიზებულ ექსპედიტორზე (ფორვარდერზე) ან გადამზიდველზე (ოპერატორზე). დელეგირებულ პირს შიდა ტრანზიტი გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით. დელეგირებული ექსპედიტორი (ფორვარდერი) ან/და გადამზიდველი (ოპერატორი) ვალდებულია:
ა) შიდა ტრანზიტი სარგებლობისათვის გასცეს მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) გააცნოს შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
გ) უზრუნველყოს შიდა ტრანზიტის უსაფრთხოდ შენახვა;
დ) აწარმოოს შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) თაობაზე ინფორმაციის სრულყოფილი აღრიცხვა;
ე) შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შესახებ ინფორმაცია (პირის მონაცემები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, შიდა ტრანზიტის სერია და ნომერი და ა.შ), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდოს უფლებამოსილ პირს;
ვ) მიაწოდოს სააგენტოს შიდა ტრანზიტის გაცემასთან (მინიჭებასთან) დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
ზ) დელეგირებული უფლებამოსილების გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სააგენტოს გაუცემელი შიდა ტრანზიტები;
თ) მის მიერ შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარუდგინოს შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად.
5. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი გაიცემა დროებით და მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს შიგნით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ექსპედიტორი(ფორვარდერი) და/ან გადამზიდველი (ოპერატორი) არ ჩაითვლება შიდა ტრანზიტის მოსარგებლე პირად და შესაბამისად არ დაეკისრება შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდა.
7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით გაცემული შიდა ტრანზიტი ძალაშია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვიდან, აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა.
8. შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, სარგებლობისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევისათვის, აგრეთვე შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის სავალდებულოა კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდა.
9. შიდა ტრანზით სარგებლობისათვის (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) კანონით დადგენილი საფასურის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევამდე.
10. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) უფლება აქვს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით გაცემული (მინიჭებული) შიდა ტრანზიტის სარგებლობისათვის ან დაკარგვისათვის კანონით დადგენილი საფასური გადაიხადოს შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადის ამოწურვამდე, საქონლის გაფორმებისას.
11. შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის დარღვევისათვის, აგრეთვე შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდამდე სააგენტო უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს დაინტერესებული პირის მოთხოვნა კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებაზე, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე.
12. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება არ ათავისუფლებს პირს, საქონლის გაფორმების, დეკლარირებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ვალდებულებისაგან, აგრეთვე აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.
13. შიდა ტრანზიტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი, საქონლის მფლობელი) ვალდებულია დაუბრუნოს იგი სააგენტოს და წარმოადგინოს სარგებლობისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ვადის დარღვევის ან შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში პირი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს შიდა ტრანზიტის სარგებლობის ვადის გადაცილებისათვის და დაკარგვისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
14. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრისაგან (ფლობელისაგან, საქონლის მფლობელისაგან) დამოუკიდებელი მიზეზის გამო, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შეუძლებელია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციოდ წარმოდგენა, სააგენტოს უფლება აქვს შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშანი ჩაიბაროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაურეგისტრირებლად.
15. დაინტერესებულ პირს ეკრძალება გამოიყენოს შიდა ტრანზიტი საგზაო მოძრაობაში მონაწილე იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშულებაზე, რომელიც:
ა) რეგისტრირებულია საქართველოში და უკვე მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნიშნები;
ბ) მის მიერ არ არის მითითებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემისათვის წარმოდგენილ განცხადებაში;
გ) არ არის ასახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, თუ შიდა ტრანზიტი გაცემულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით;
დ) არ დარეგისტრირებულა სავალდებულო წესით ამ ინსტრუქციით რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში;
ე) საქართველოში შემოყვანილია დროებით 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით;
ვ) არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს;
16. შიდა ტრანზიტი იურიდიულ ძალას კარგავს:
ა) სააგენტოში მისი ჩაბარებისა და კანონით განსაზღვრული საფასურის (საფასურების) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე;
ბ) ამ ინსტრუქციით დადგენილი სარგებლობისათვის განსაზღვრული წესების დარღვევისთანავე ან/და ვადის ამოწურვისთანავე;
გ) ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული გარემოების დადგომისთანავე;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“.
11. 171 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი არის მრავალჯერადი გამოყენების მიზნით გაცემული შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ და ძალაშია 365 დღის განმავლობაში.“.
12. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნები სარეგისტრაციო სამსახურებს ბარდება:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლე პირის შეცვლისას;
ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნების შეცვლისას;
გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას;
დ) სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნების დაზიანების, დაკარგვის ან მათი მოქმედების ვადის ამოწურვისას;
ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“.
13. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპოტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.“.
14. 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 261 მუხლი:
„მუხლი 261
1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 309-მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) დათვალიერების აქტი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამასახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი;
დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე პირველადი რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შემცველი სხვა დოკუმენტები;
ე) დაინტერესებული პირის განცხადება რეგისტრაციის თაობაზე, აგრეთვე „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის საგადასახადო სანქციების აღუსრულებლობის თაობაზე.
2. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ან არასრულყოფილად უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენა დადასტურებულად მიიჩნიოს არანაკლებ ერთი მოწმის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე.
3. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების ან ინფორმაციის ნამდვილობა.“.
15. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა წარმოებს მესაკუთრის, მოსარგებლის ან უფლებამოსილი დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ამ ბრძანებით დადგენილი წეით.“.
16. 34-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
17. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35
1. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი და რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისება (გადაფორმება), ჩამოწერა ან დაგირავება დასაშვებია მხოლოდ იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან/და საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
2. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი და რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებისათვის (გასხვისებისათვის) იმ პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ.“.
18. 36-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს, თუ ასეთ პირს საქართველოში გააჩნია დადგენილი წესით რეგისტრირებული წარმომადგენლობა (ფილიალი).“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია განხორციელდება წარმომადგენლობაზე საერთო წესით.“.
19. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44
სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძებნის ან გატაცების თაობაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია განხორციელდება უფლებრივი შეზღუდვის გაუქმების შემთხვევაში.“.
20. 45-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები