საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 17/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 18/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 09/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.010976
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
82
17/10/2007
სსმ, 145, 18/10/2007
300350000.22.025.010976
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/10/2007 - 16/11/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.350.000.22.025.010.976

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №82

2007 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №38 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 2006 წ., №59, მუხლი 782).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.

ა. ხეთაგური

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. სამინისტროს სტრუქტურა

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურაში შედიან შემდეგი ქვედანაყოფები:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;

გ) ენერგეტიკული დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) გენერალური ინსპექცია.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურაში შედიან მრჩევლები, რომლებიც სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ენერგეტიკის მინისტრის მიერ დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

3. წინამდებარე დებულება აწესრიგებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებასა და მასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება

1. სტრუქტურული ქვედანაყოფი, თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს დებულების, სხვა ნორმატიული აქტებისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ყოველდღიურ საქმიანობას მეთველყურეობს ენერგეტიკის მინისტრი ან მინისტრის მოადგილე.

    მუხლი 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა

1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი მოადგილე ან მის სტრუქტურაში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოებსა და/ან სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების პრემიის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე;

ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

თ) ყოველი კალენდარული წლის დამთავრებიდან ერთ თვეში წარუდგენს მინისტრს გასული წლის განზოგადებულ ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციიდან გამომდინარე გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

    მუხლი 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურა

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურაში შედიან შემდეგი სამმართველოები:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა.ა) საფინანსო სამმართველო;

ა.ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი:

ბ.ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

ბ.ბ) საინვესტიციო პროექტების სამმართველო.

გ) ენერგეტიკული დეპარტამენტი:

გ.ა) ენერგორესურსების სამმართველო;

გ.ბ) ტექნიკური მონიტორინგის სამმართველო.

დ) იურიდიული დეპარტამენტი:

დ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

დ.ბ) საქმისწარმოების სამმართველო.

    მუხლი 5. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს სამმართველოს მუშაობის ანგარიშს;

ვ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.

თავი II

სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

    მუხლი 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები და დეპარტამენტის უფროსის ორი მოადგილე:

ა) საფინანსო სამმართველო:

ა.ა) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მის ბაზაზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ა.ბ) ბიუჯეტის შესრულების მონაცემების შედგენა და ანალიზი;

 ა.გ) ბიუჯეტის შესრულების დაგეგმვა და მისი შესრულების მიმდინარეობის თაობაზე პერიოდული ინფორმაციის მომზადება;

ა.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;

ა.ე) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება და ანალიზი;

ა.ვ) სახელმწიფო ხაზინის სამსახურთან ურთიერთობა და საბიუჯეტო სახსრების მოძრაობისა და დაფინანსების ოპერატიული აღრიცხვა;

ა.ზ) შენობა-ნაგებობების მოვლის, კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაფინანსების საპროგნოზო მონაცემების თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამინისტროს ფინანსური მდგომარეობის და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და ამ საკითხებზე პერიოდულად რეკომენდაციების მომზადება;

ა.თ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო:

ბ.ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;

ბ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;

ბ.გ) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში მონაწილეობა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაზე მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.დ) საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება;

ბ.ე) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენასა და სახელმწიფო შესყიდვების საშუალებების შერჩევაში მონაწილეობა;

ბ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი და სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ.ზ) გამარჯვებულ პრეტენდენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ბ.თ) ენერეგეტიკული დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;

ბ.ი) სამინისტროს ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, შიდა კომპიუტერულ ქსელში ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მასში სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის განთავსება;

 ბ.კ) სამინისტროს ელექტრონული ვებ-გვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსება;

ბ.ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, შენობა-ნაგებობების მოვლა და საჭიროების შემთხვევაში კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;

ბ.მ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაზე სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა.

    მუხლი 7. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო:

ა.ა) ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო პოლიტიკის წასახალისებლად მიმზიდველი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და შემუშავება;

ა.ბ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;

ა.გ) მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

ა.დ) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;

ა.ე) სხვადასხვა სახის პროექტების განხილვისას ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ასპექტების გათვალისწინება;

ა.ვ) საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

ბ) საინვესტიციო პროექტების სამმართველო:

ბ.ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგების მდგომარეობის მონიტორინგი, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ბ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა;

ბ.გ) ენერგეტიკის დარგში იმ შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობა, სადაც სამინისტრო წარმოდგენილია მხარედ ან/და შეიძლება დაევალოს რაიმე მოქმედების განხორციელება (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა);

ბ.დ) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო ინვესტირებისა და იმ შეთანხმებების სათანადოდ შესრულებაზე დაკვირვება, რომლებშიც სამინისტრო წარმოდგენილია მხარედ ან/და დაევალა რაიმე მოქმედების განხორციელება (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა). წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აღნიშნულ შეთანხმებებზე დაკვირვება და მიღებული ინფორმაციის ანალიზი. სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ბ.ე) წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადებების განხილვა და მათი ანალიზი.

    მუხლი 8. ენერგეტიკული დეპარტამენტი

ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ტექნიკური მონიტორინგის სამმართველო:

ა.ა) ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობის, სარგებლობის წესებისა და სხვა საჭირო ტექნიკური ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ა.ბ) სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების გათვალისწინებით, ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების შემუშავება და მათი შესრულების ხელშეწყობა;

ა.გ) ენერგეტიკის დარგებში ძირითადი რგოლების ტექნიკური და ტექნოლოგიური მოდერნიზაციის ღონისძიებათა თაობაზე წინადადებებისა და პროექტების შემუშავება;

ა.დ) ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიის განსაზღვრა;

ა.ე) ენერგეტიკის კომპლექსში შემავალი ორგანიზაციების, მათ შორის, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, იმპორტ-ექსპორტის და მიწოდების საწარმოებისა და ორგანიზაციების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი, სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ა.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო ინვესტირებისა და იმ შეთანხმებების სათანადოდ განხორციელებაზე დაკვირვება, რომლებშიც სამინისტრო წარმოდგენილია მხარედ ან/და დაევალა რაიმე მოქმედების განხორციელება; მიმდინარე სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვება და მიღებული ინფორმაციის ანალიზი. სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ა.ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში იმ შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობა, სადაც სამინისტრო წარმოდგენილია მხარედ ან/და შეიძლება დაევალოს რაიმე მოქმედების განხორციელება;

ა.თ) ენერგოსექტორში მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის, ენერგო და თბოდანაკარგების შემცირების შესახებ წინადადებათა მომზადება;

ა.ი) ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და დისტრიბუციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო ღონისძიებათა განხორციელების პროგრამებისა და ტექნიკური მონაცემების მომზადება;

ა.კ) ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, დარგში საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ა.ლ) ენერგეტიკული ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება.

ბ) ენერგორესურსების სამმართველო:

ბ.ა) ენერგეტიკის დარგში ბალანსების შედგენა;

ბ.ბ) ქვეყანაში ენერგოშემცველებზე მოთხოვნილებათა პროგნოზირება;

ბ.გ) ენერგეტიკის დარგში დარგობრივი ბალანსების შესრულების მონიტორინგი;

ბ.დ) ელექტროენერგიის გენერაციის, ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ქვანახშირის მოპოვების, აგრეთვე განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის ეფექტიანად გამოყენების საკითხებში სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება;

ბ.ე) ენერგეტიკული რესურსების მარაგების პროგნოზირება, მიმდინარე ხარჯვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ბ.ვ) ენერგოშემცველი რესურსების მოპოვების, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, მიწოდებისა და რეალიზაციის, აგრეთვე ენერგოშემცველების იმპორტ-ექსპორტის მოცულობის მონიტორინგი.

    მუხლი 10. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ა.ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მთავრობიდან (ასევე სამინისტროებიდან) შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ა.ბ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობების კოორდინაცია;

ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების პროექტის მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;

ა.დ) ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა;

ა.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;

ა.ვ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული სამსახურის მუშაობის კოორდინირება;

ა.ზ) ენერგეტიკის დარგში სამართლებრივი აქტების შემუშავება;

ა.თ) ენერგეტიკის დარგის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;

ა.ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავებაში მონაწილეობა.

ბ) საქმისწარმოების სამმართველო:

ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმის წარმოების ორგანიზება, საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;

ბ.ბ) მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილეების დავალებების (რეზოლუციების) შესაბამისად მომზადებულ პროექტებზე შემსრულებელთა მიერ ვიზირების უზრუნველყოფა;

ბ.გ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლი;

ბ.დ) სამინისტროში ზეპირი მოსმენების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში გამართული თათბირების ან ზეპირი მოსმენების ოქმების შედგენა;

ბ.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება;

ბ.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;

ბ.ზ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა დასაქმება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;

ბ.თ) საიდუმლო საქმის წარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ.ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტის გამოცემაზე (მიღებაზე) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადება – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება;

ბ.კ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის;

ბ.ლ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა.

    მუხლი 11. გენერალური ინსპექცია

1. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი ქმედებების კანონიერების დაცვის კონტროლი;

ბ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი მოკვლევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი;

დ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;

ე) სამინისტროს მოხელეთა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) სამინისტროს მოხელეთა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ზ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;

თ) მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება, რომელსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, ასევე საბითუმო დონეზე მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია;

ი) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმება ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრაზე და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირებისას, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

კ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს მინისტრის კონკრეტული დავალების საფუძველზე და მის შესაბამისად.

3. გენერალური ინსპექცია მინისტრს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას თითოეული განხორციელებული შემოწმების, სამსახურებრივი შემოწმებისა და მისი შედეგების შესახებ.

4. ყოველ კალენდარულ წელს, 3 თვეში ერთხელ, გენერალური ინსპექცია წარუდგენს მინისტრს განზოგადებულ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების თაობაზე.

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 12. ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.