დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ განთავსების ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 344 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 20/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230150070.22.033.008532 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/04/2006 - 20/12/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.008.532
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №344
2006 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის“ განთავსების ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის“ განთავსების ადგილზე შეიქმნას საბაჟო კონტროლის ზონა.
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების დანართი №1 (,,საბაჟო კონტროლის ზონის მონაცემები“).
3. საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლები, საბაჟო კონტროლის ზონის გადაკვეთის ადგილები და საბაჟო კონტროლის ზონის აღმნიშვნელი საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვროს ამ ბრძანების დანართი №1-ის მიხედვით.
4. საბაჟო კონტროლის ზონის დაცვაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის“ უფროსი და საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის“ უფროსი.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყონ საბაჟო კონტროლის ზონის მოწყობა კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად.
6. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ (ზ. ანთელიძე) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეტყობინება საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე.
7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
საბაჟო კონტროლის ზონის მონაცემები
1. საკადასტრო №74.
2. მისამართი: ზონა 74, სექტორი 001, კვარტალი 04, ნაკვეთი 003.
3. ფართობი 22000 მ2.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები