„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628002, 28/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016044
  • Word
23
24/06/2011
ვებგვერდი, 110628002, 28/06/2011
010320020.32.057.016044
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №23

 2011 წლის 24 ივნისი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამ­ტ­კი­ცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრი­ლის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემ­დე­გი ცვლი­ლე­ბე­ბი და დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაის ვ“ ქვეპუნქტი:

ვ“ საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი;“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

ი“ მასმედიას და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“.

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „მ1 “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნს.

) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაის 111 მუხლი:

     „მუხლი 111 საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტა­მენ­ტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) რეგიონში უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწ­ყო­ბის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება;

ბ) პოტენციური ინვესტორების გამოვლენა და მთავრობის თავმჯდომარის კავ­შირ­ურთიერთობების დამყარებაში ხელშეწყობა საინვესტიციო პროგრამების გან­ხორ­ციელებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით;

გ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო გარემოს შექმნისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება;

დ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული და განსახორ­ციელებელი საინვესტიცო პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საინვესტიციო გზამკვლევის შემუშავება და საინვესტიციო ურთიერთობებში მონაწილე პირთათვის გადაცემა;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო წინადადებებისა და რეკომენ­და­ცი­ე­ბის შემუშავება;

ზ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ი) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 112 საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტა­მენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საერთაშორისო ურთიერთობების გან­ხორ­ციელების ხელშეწყობა;

ბ) რეგიონული საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელ­შეწ­­­ყო­ბა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფო ორგანო­ებ­სა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის თანამ­შ­რომლობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციე­ლე­ბის ხელშეწყობა;

დ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელშეკრულებების დადე­ბას­თან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

ე) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექ­ტე­ბის შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზი­დენ­ტთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთა­შო­რისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანა­მშრომლობის ხელშეწყობა;

ზ) მთავრობის თავმჯდომარის საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მთავრობის თავმ­ჯდომარის სტუმრების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტების ჩატარების, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარესთან სტუმრების აუდიენციების უზრუნველყოფა;

თ) მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება;

ი) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გასამართ სხვადსხვა ღონისძიებებში მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრების მონაწილეობის ორგანიზება;

ლ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 116 მუხლი ამოღებული იქნას.

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთი­ერ­თობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა;

) მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის თავმჯ­დო­მარის, მთავრობისა და სამინისტროების საქმიანობის შესახებ;

) მედია საშუალებებთან ურთიერთობა, საინფორმაციო მასალების მომზა­დება, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების ორგანიზება, პრეს-კონფე­რენ­ციე­ბი­სა და მედია-ბრიფინგების ორგანიზება;

) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდის საინფორ­მა­ციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და ვებგვერდის მართვა;

) მთავრობის სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;

) ფოტო-, ვიდეომასალის არქივის წარმოება;

) სამინისტროების, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები­ და მთავრობის აპარატის დეპარტამენტების უფროსების ინფორმირება შიდა ქსელში მედია მონიტორინგის შედეგების და დაგეგმილი ღონიძიების შესახებ;

) შემოსულ სატელეფონო და ელექტრონულ შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

) მოქალაქეებთან ურთიერთობა, აჭარის ტერიტორიაზე არსებული პრობ­ლე­მუ­რი საკითხების კვლევა და ანალიზი;

) საზოგადოებრივი აზრის და მოსახლეობის მოთხოვნილებების კვლევა, საქმიანობის გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ლ) მთავრობის და სამინისტროების სარეკლამო კამპანიების მართვა;

) ინფორმაციის გავრცელების გაზრდა მთავრობის საქმიანობის შესახებ და ამ მიზნით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება;

) შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლა;

) სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებსა და სამთავრობო უწყებებთან ერთად ღონისძიებათა განრიგის შემუშავება და კონტროლი;

) ქალაქისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით რელიგიური, სახალხო თუ სხვა სახის დღესასწაულების განრიგის შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების უზრუნვე­­ყოფა;

) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა მთავრობასა და დაგეგმილ ღონისძიებებში აკრედიტაცია;

) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურ-თიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კორდინაცია;

) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შერსრულება;

) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე      ლ. ვარშალომიძე