დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #9–64 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7-36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110627025, 28/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.36.101.016054 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება № 7-36
2011 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში (სსმ V , № 21, 03.09.2010, მუხლი 579, გვ .17) შევიდეს ცვლილება და მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. ელექტრონული ოქმის და ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე გადაწყვეტილების თანდართულ ფორმებს, ელექტრონული აუქციონის და დოკუმენტის ელექტრონულად გაცემის თავისებურებათა გათვალისწინებით.
4. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ელექტრონული ოქმი და მისი ამონაბეჭდი , აგრეთვე ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა და მისი ამონაბეჭდი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის ინტერნეტ საიტის მეშვეობით.
5. ელექტრონულ ოქმს და საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა, აუქციონატორის ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე.“.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები