დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7-35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110627024, 28/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.36.101.016053 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება № 7-35
2011 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-63 გადაწყვეტილებით (სსმ V, № 21, 03.09.2010, მუხლი 578, გვ .9) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე ) ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობას. ბეს ან საბანკო გარანტიის ოდენობა, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, განისაზღვრება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“ ;
ბ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. ქონების შემძენი სრულ თანხას იხდის იმ შემთხვევაში , თუ მის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია . ბეს გადახდის შემთხვევაში , გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საბოლოო თანხას – სრული თანხის და ბეს სახით გადახდილი თანხის სხვაობას .“;
გ) მე- 15 მუხლის მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დღედ ჩაითვლება შესაბამისად, ოქმის ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის აუქციონატორის ინტერნეტსაიტზე განთავსების დღე“.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები