დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #9–61 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7-33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110627022, 28/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.36.101.016051 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება № 7-33
2011 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-61 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ,,ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9 -61 გადაწყვეტილებით (სსმ V, № 21, 03.09.2010, მუხლი 576 , გვ. 3 ) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნე ს ცვლილება და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -9 პუნქტი :
„9. წინამდებარე წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას , ქალაქ თბილისის მთავრობის, ასევე ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება შეიქმნას და გაიცეს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მისი შემდგენელი/გამომცემი ორგანოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე.“.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები