დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110627018, 30/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.025.016029 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №100
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის № 21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ ჟ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის № 21 ბრძანებით (სსმ ვებ პორტალი, 110429025, 05/05/2011) დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურა
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურაა:
ა) მინისტრის აპარატი:
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამსახური);
ე) ენერგეტიკული დეპარტამენტი;
ვ) ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;
ზ) იურიდიული დეპარტამენტი;
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
თ.ა) საბიუჯეტო საფინანსო სამმართველო;
თ.ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.
თ.გ) საქმისწარმოების სამმართველო.
ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
კ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მინისტრის აპარატი
მინისტრის აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) პროტოკოლის საქმიანობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება;”.
3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ გ” ქვეპუნქტი:
„ გ) საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:
გ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმის წარმოების ორგანიზება, საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
გ.ბ) მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილეების დავალებების (რეზოლუციების) შესაბამისად მომზადებულ პროექტებზე შემსრულებელთა მიერ ვიზირების უზრუნველყოფა;
გ.გ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
გ.დ) სამინისტროში ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ზეპირი მოსმენების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში გამართული თათბირების ან ზეპირი მოსმენების ოქმების შედგენა;
გ.ე) სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება;
გ.ვ) სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
გ.ზ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
გ.თ) საიდუმლო საქმის წარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
გ.ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტის გამოცემაზე (მიღებაზე) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადება – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება;
გ.კ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მათი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებზე.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
მ. ვალიშვილი
მინისტრის პირველი მოადგილე (მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები