დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110627016, 27/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.22.027.016142 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №73
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის შემდეგი მინიმალური ოდენობა:
ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – 500 ფურცლამდე;
ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდილი ასლი – 500 ფურცლამდე.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი ინიციატივით ან ფიზიკური პირის შუამდგომლობის საფუძველზე, პირის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე ერთჯერადად გასაცემი საჯარო ინფორმაციის ოდენობის შესახებ.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები